Tags
კვება, სილამაზე

მწვანე ჩაის უცნობი თვისებები 

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მწვანე ჩაი ხელს უწყობს წონაში კლებას, აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება და ბევრი დიეტის შემადგენელი კომპონენტია, მაგრამ ამით მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებები სულაც არ ამოიწურება.

სილამაზე, სტილი

როგორ შევარჩიოთ ხელოვნური წამწამი 

ხელოვნური წამწამები, თავდაპირველად ფილმებისთვის გამოიგონეს, 60-იან წლებში კი სუპერმოდელ ტვიგის იმიჯის შემადგენელი ნაწილი გახდა, რამაც უფრო პოპულარული გახადა მათი არსებობა. ხელოვნური წამწამები აქტუალობას დღემდე არ კარგავს. როგორც წესი, ის მაკიაჟთან ერთად ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი ზედმეტად გამოყენება, არც თუ ლამაზი შედეგით სრულდება.   ძირითადი რჩევები, რაც შეძენამდე უნდა გაითვალისწინო: 1. შეარჩიე სწორი ზომის წამწამი ალბათ…

სილამაზე, სტილი

9 რჩევა – როგორ მოვიცილოთ მაკიაჟი სწორად 

რამდენად ხშირად ხმარობ მაკიაჟს? თუ შენთვის ყოველი დღე მაკიაჟით იწყება, მაშინ ლოგიკურია მაკიაჟის მოშორებაც საჭიროა. რამდენად სწორად იცილებ მაკიაჟს? ხომ არ აზიანებ სახის კანს ამით? წარმოგიდგენთ 9 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას რომელსაც ქალები მაკიაჟის მოცილებისას უშვებენ. 1. პირველი შეცდომა, რომელსაც ყველაზე ხშირად უშვბენ ესაა მაკიაჟის მოუცილებლობა ასე კანს ძალიან დააზიანებ. მაკიაჟი…

სახლი, სილამაზე

ჩვეულებრივი სოდა, როგორც კოსმეტიკური საშუალება 

ჩვეულებრივი სოდა ალბათ შენც გამოგიყენებია სამზარეულოში, მაგრამ თუ იცი, როგორ გამოიყენო ის, როგორც კოსმეტიკური საშუალება? თუ არა – ჩვენ გეტყვით. 1. სახის სკრაბი შეურიე სოდა წყალს პროპორციით 3:1 და გამოიყენე როგორც სახის სკრაბი. შედეგი გაგაოცებს. 2. გაწმინდე სავარცხელი სავარცხლიდან თმის მოცილება ძნელია, მით უმეტეს, თუ სავარცხელი მრგვალია. შეურიე სოდა და…

სილამაზე

ბრეკეტებიანი გოგოს დღიური – კბილების ჰიგიენა 

თუ არ გინდა, რომ ბრეკეტების მოხსნის შემდეგ ჩაყვითლებული და ნადებით დაფარული კბილები გქონდეს, ზედმიწევნით კარგად უნდა დაიცვა ჰიგიენა. პირველი რაც დაგჭირდება, კბილის ჯაგრისის გამოცვლაა – აფთიაქებში და მაღაზიებში შეგიძლია სპეციალურად ბრეკეტებიანი კბილებისთვის განკუთვნილი ჯაგრისი შეიძინო (რომლის გამოცვლა 4-5 თვეში ერთხელაა რეკომენდებული). გარდა ამისა, დაგჭირდება კბილთაშორისი ჯაგრისი და ფლოსი. რეკომენდებულია სავლების გამოყენება, შენს…

სილამაზე

ბრეკეტებიანი გოგოს დღიური: პირველი დღე 

ბრეკეტების გაკეთების დღეც დადგა! ორთოდონტთან წასვლამდე კბილები კარგად შევათვალიერე: მინიმუმ 6 თვის განმავლობაში მათ ასეთ “თავისუფალ” მდგომარეობაში ვეღარ ვიხილავდი. ბრეკეტების გაკეთების პროცესმა სრულიად უმტკივნეულოდ და მშვიდად ჩაიარა: დაახლოებით 25 წთ დაჭირდა ბრეკეტების კბილების ზედაპირზე დამაგრებასა და ერთმანეთთან რკალით დაკავშირებას.  თუ დაწვრილებით გაინტერესებს როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, უყურე ამ ვიდეოს: ბრეკეტების გაკეთებამდე პირის…

სილამაზე

ბრეკეტებიანი გოგოს დღიური: როგორ მივედი ამ გადაწყვეტილებამდე 

გავიკეთო თუ არ გავიკეთო? ბრეკეტების გაკეთების გადაწყვეტილებამდე მისვლის გზა ხანგრძილივი, ამასთან მრავალი ფიქრითა და კონკრეტული კითხვით იყო აღსავსე: გავიკეთო თუ არ გავიკეთო? თუ კი, სად ან რა სახის გავიკეთო? დამჭირდება თუ არა სიბრძნის კბილების ამოღება? ზოგადად, იდეალურთან მიახლოებული ფორმები მიყვარს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კბილების თანწყობას ეხება, მითუმეტეს ქვედა კბილების. არათანაბრად განლაგებულ კბილებზე…

სილამაზე, სხეული

ანტიცელულიტური სკრაბი სახლის პირობებში 

ბიკინის სეზონი გახსნილია და ჩვენც გვინდა მაქსიმალურად კარგად გამოვიყურებოდეთ! ცელულიტი მოდელებისთვისაც არ არის უცხო და ისინი ხშირად იყენებენ სკრაბებს მის საწინააღმდეგოდ. გთავაზობთ ანტიცელულიტურ სკრაბს ყავისგან, რომელსაც ძალიან კარგი შედეგი აქვს და რაც მთავარია საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია სახლის პირობებში. მოსამზადებლად დაგჭირდება: 1 ჭიქა მსხვილად დაფქული ყავა 6 ს.კ. ზეითუნის ან ქოქოსის…

სილამაზე

როგორ დავამზადოთ იდეალური სკრაბი ტუჩებისთვის? 

გინდა რბილი ტუჩები მკვდარი უჯრედების გარეშე? ამისთვის (კბილის ჯაგრისით “ტუჩების აფუმფულების” გარდა) შეგიძლია სპეციალური სკრაბები გამოიყენო, რომლის დამზადებაც თავად შეგიძლია ძალიან მარტივად! pink.ge გასწავლის რამდენიმე მარტივ რეცეპტს. მარწყვის სკრაბი პირველ რიგში გააკეთე შაქრის, ზეითუნის ზეთის და თაფლის მიქსი, აურიე ერთმანეთში ფაფისებრი მასის მიღებამდე ბოლოს კი, დაუმატე დაჭყლეტილი მარწყვი. ეს მიქსი…

სილამაზე

ყველაფერი პლაზმოლიფტინგის შესახებ 

პლაზმოლიფტინგი – კანის გაახალგაზრდავების ერთ-ერთი მეთოდია, რომლის დროსაც გამოიყენება პაციენტის სისხლი. ამის გამო მას სახის “ვამპირულ” ლიფტინგსაც უწოდებენ. პროცედურას მიმართავენ ხოლმე ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა ანჯელინა ჯოლი, კიმ კარდაშიანი, ბარ რაფაელი … პლაზმოლიფტინგი შემდეგში მდგომარეობს – პაციენტის ვენიდან იღებენ სისხლს და ცენტრიფუგის მეშვეობით ამუშავებენ. შედეგად პლაზმა სისხლისგან ცალკევდება. მიღებული პლაზმა კანში შეყავთ მცირე…

სილამაზე

კრემი vs შრატი: რომელი გჭირდება შენ? 

ბოლო დროს სახის კანის მოვლის პროდუქტებში პოპულარული გახდა შრატი, რომელიც კრემის მსგავსად კვებავს, ატენიანებს და ვიტამინებით ამდიდრებს კანს. რა განსხვავებაა კრემსა და შრატს შორის და რომელი უფრო ეფექტურია? არჩევანი კრემსა და შრატს შორის დამოკიდებულია შენი კანის ტიპზე, ამინდსა და გარემო პირობებზე. კრემი უფრო მეტად უხდება მშრალი კანის მქონე ადამიანებს. ის ხელს…

სილამაზე, სტილი

მაკიაჟის 10 ხრიკი, რომელიც შენს ცხოვრებას შეცვლის 

დარწმუნებული ვარ, ყოველ ჩვენგანს გვაქვს მაკიაჟის პატარა ხრიკები, რომლებსაც არც ისე ადვილად გავთქვამთ, თუმცა მოდი დღეს ეს წესი დავარღვიოთ. წარმოგიდგენ 10 სავსებით ახალ და არაორდინალურ ხრიკს, რომელიც მაკიაჟის პროცესს ბოლომდე შეგიცვლის. 1. თხევადი თვალის ფანქარი დაიჭირე შავი, მწვანე, შინდისფერი თუ სხვა თვალის ფანქარი ცეცხლის ქვეშ 1 წამით და დააცადე გაგრილება (10-15…

სილამაზე

როგორ ვთქვი უარი შამპუნზე 

რაღაც რომ ახალია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის საუკეთესო გამოსავალია. დააახლოებით 19-ე საუკუნემდე შამპუნის არსებობა არავინ იცოდა და ხალხი თავს თვეში ერთხელ იბანდა. თუმცა რაც ბაზარზე შამპუნები გამოჩნდა, მას შემდეგ თავის დაბანის სიხშირეც შეიცვალა და 1970 წლისთვის თავის ყოველდღიური დაბანა ნორმად იქცა. მართალია, დღევანდელი შამპუნის ფორმულა გაცილებით რბილია, ვიდრე…

სილამაზე, სტილი

როგორ გავიჩეროთ ტუჩსაცხი დიდხანს 

ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც სახლიდან გასვლამდე წასმული ტუჩსაცხი სამსახურში მისულს უკვე გადასული მქონდა. ბოლო ერთი წელია ტუჩსაცხი ჩემი მაკიაჟის განუყოფელი ნაწილი გახდა, ამიტომ ყოველ ნახევარ საათსა თუ ერთ საათში მისი თავიდან გადასმა ცოტა დამღლელი პროცესია. საკმაოდ ბევრი ძიებისა და ცდის შემდეგ, გთავაზობ ჩემ მიერ შემუშავებულ სისტემას, რათა ტუჩსაცხი ნახევარი დღე…

სილამაზე, სხეული

როგორ ჩავდგეთ ფორმაში ზაფხულის სეზონისთვის 

გაზაფხულის დადგომასთან ერთად თავს წამოყოფენ ზამთრის განმავლობაში დაგროვილი აბეზარი კილოგრამები. აჯობებს დროზე დავივიწყოთ ტელევიზორის და კომპიუტერის წინ სასუსნავებთან ერთად გატარებული საღამოები და სასწრაფოდ მივაკითხოთ სავარჯიშო დარბაზებს. მასაჟისტის მომსახურებით სარგებლობაც არ იქნება ურიგო, დილაობით ადრე ადგომა და სირბილიც შესანიშნავი აზრია, როდესაც გაზაფხულის მზიანი და თბილი დილა 7 საათზე თენდება. თუ დროის პრობლემა…

სილამაზე, სხეული

7 რჩევა სოლარიუმში წასვლამდე 

თუ ზაფხული რუჯის გარეშე შენც წარმოუდგენლად გეჩვენება და ხშირად სტუმრობ სოლარიუმებს, გილოცავთ! შენი სეზონი დაიწყო :) თუმცა სოლარიუმებთან სიფრთხილეა საჭირო, რადგან არსებობს კანის კიბოს გაჩენის რისკი. ამ რისკის შემცირება კი სწორად გარუჯვით შეგიძლია. ამ სტატიაში გირჩევთ, როგორ მოიქცე, თუ სოლარიუმში გარუჯვა გადაწყვიტე და როგორ შეინარჩუნო რუჯი დიდხანს. 1. სოლარიუმი ყველაზე…

სილამაზე, სტილი

როგორ გავიკეთოთ ლამაზი კულულები [+გამოკითხვა] 

დახვეული თმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ადვილი საშუალებაა, ლამაზად და განსხვავებულად გამოიყურებოდე. ერთი შეხედვით ეს ძალიან ადვილია, წახვალ სალონში და სტილისტი ზუსტად ისეთ ვარცხნილობას გაგიკეთებს, როგორიც მოგესურვება. თუმცა ხანდახან ჩვენი სურვილები ჩვენსავე ფინანსურ თუ სხვა შესაძლებლობებს არ ემთხვევა. მაგრამ ეს იმის მიზეზი ნამდვილად არ უნდა გახდეს, რომ ლამაზები არ ვიყოთ.