Tags

თავის მოვლა, სტილი

ლიფის შერჩევის სახელმძღვანელო 

იცოდი, რომ ქალების 80%-ზე მეტი არასწორი ზომის ბიუსტჰალტერს ატარებს? (70% მეტისმეტად პატარა ზომა აცვია, 10% კი – მეტისმეტად დიდი) ის მაინც თუ იცოდი, რომ არასწორი ზომის ბიუსტჰალტერს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემის გამოწვევა შეუძლია? სანამ კითხვას გააგრძელებ, მოდი, რამდენიმე ტერმინს განვმარტავ, რომელსაც ქვემოთ გამოვიყენებ: დუგმა (closure) – ლიფის შესაკრავი სარტყელი (band) – ლიფის ბრტყელი…

მოტივაცია & პოზიტივი, სტილი, წარმატება

ქალი-დიზაინერები, რომლებმაც მოდა შეცვალეს 

ტანსაცმლის დიზაინერები მოდის სამყაროს ვარსკვლავები არიან. ქალისათვის ისეთივე მარტივია ამ სფეროში წარმატების მიღწევა, როგორც მამაკაცისთვის? ფაქტია, რომ ორგანიზაციამ CFDA – Vogue-ის მოდის ფონდმა საკუთარი რვაწლიანი ისტორიის მანძლზე ჯილდო მხოლოდ ორ ქალ-დიზაინერს გადასცა. მოდის ისტორიას ახსოვს ქალი-დიზაინერები, რომელთაც ნიჭისა და დაუღალავი შრომის შედეგად ამ სფეროს განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინეს და მომავალ…

სტილი

ლეგენდა – კოკო შანელი 

“მოდა გადადის, სტილი რჩება.” – თითქმის ერთი საუკუნის წინ კოკო შანელის მიერ ნათქვამი ეს ფრაზა დღემდე აქტუალურია. სწორედ მან შექმნა ქალის უნიკალური სტილი და მოახდინა რევოლუცია მოდის ინდუსტრიაში. გაბრიელ ბონჰერ შანელი 1883 წლის 19 აგვისტოს დაიბადა საფრანგეთის ერთ პატარა ქალაქში. დედის გარდაცვალების შემდეგ თავის დებთან ერთად ბავშვთა სახლში იზრდებოდა. 18…

მნიშვნელოვანი, სტილი

მედელინ სტუარტი – მოდელი დაუნის სინდრომით 

“დროა ხალხი მიხვდეს, რომ დაუნის სინდრომი შეიძლება სექსუალური იყოს!” მოდის სფერო მუდმივ გარდასახვას და ცვალებადობას განიცდის, მუდმივად იცვლება სტანდარტები, სტილი და ზოგადად, სილამაზის აღქმა. თუმცა არსებობს ცვლილებები, რომელსაც შეუძლია მოდის ინდუსტრია სხვა მიმართულებით წაიყვანოს და უფრო მრავალფეროვანი გახადოს. ეს 23 წლის მედელინ სტუარტია ავსტრალიის ქალაქ ბრისბეინიდან. იგი პირველი პროფესიონალი მოდელია…

სტილი

პატარა შავი კაბის განვითარების ეტაპები 

ნებისმიერი გემოვნების ქალის გარდერობის აუცილებელი კომპონენტი, მოდის კლასიკად ქცეული პატარა შავი კაბა კოკო შანელმა შექმნა 1926 წელს. მას საყვარელი მამაკაცის გლოვა სხვაგვარად არ შეეძლო და შავი სამოსით ცდილობდა საკუთარი მწუხარების გამოხატვას. კოკოს ახალმა სტილმა საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა. ყველა მოდურ ქალბატონს სურდა შანელივით მომხიბვლელი ყოფილიყო და ამის მიღწევას მისი მსგავსი სამოსით ცდილობდა,…

სტილი

როგორ შევარჩიოთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი 

ქალების დიდი ნაწილი მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ანიჭებს უპირატესობას. არსებობს კი ფეხსაცმელი, რომელიც ერთდროულად მოხერხებულიც იქნება და უსაფრთხოც? ვერც ერთი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ვერ იქნება კედებზე კომფორტული, თუმცა განსხვავება მათ შორისაცაა და ეს მხოლოდ ქუსლის სიმაღლეზე არაა დამოკიდებული. მაღალქუსლიან ფეხსაცმელს 5 ძირითადი თავისებურება აქვს, რაც მთლიანობაში მის მოხერხებულობას განაპირობებს: 1. ქუსლის ადგილმდებარეობა თუ ქუსლი ძალიან…

სტილი

34 ორიგინალური და ფერადი საქორწინო კაბა 

ცოტა ხნის წინ შემოგთავაზეთ 50 საქორწილო კაბა საგაზაფხულო კოლექციებიდან. ამჯერად კი რამდენიმე ფერად და არასტანდარტულ საქორწილო კაბაზე შევაჩერებთ შენს ყურადღებას.

თავის მოვლა, სტილი

10 მარტივი და სწრაფი ვარცხნილობა 

მათთვის, ვინც მუდამ გზაშია, ვისაც არ აქვს სალონებში დასახარჯი დრო, მნიშვნელოვანი შეხვედრა დაუნიშნეს მოულოდნელად, ან უბრალოდ, ძალიან უყვარს დილის ძილი და ენანება ვარცხნილობის გაკეთებაზე დასახარჯი ნახევარი საათი, ყოველთვის არსებობს გამოსავალი. 1. კულულები შეიკარი თმა ცხენის კუდად, დაახვიე ბოლოები თმის დასახვევი უთოთი და გაიშალე. მცირე დოზით თმის ლაქი გამოიყენე და საღამოს…

თავის მოვლა, სტილი

50 საქორწილო კაბა საგაზაფხულო კოლექციებიდან 

გაზაფხულის დადგომასთან ერთად ქორწილების სეზონიც იხსნება. სტატისტიკურად ყველაზე მეტი საქორწინო ცერემონიალი სწორედ გაზაფხულზე იმართება. თუ შენ, ან შენი მეგობარი უახლოეს მომავალში აპირებთ დაქორწინებას, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. ჩვენ მიერ შერჩეული 50 საქორწილო კაბა ცნობილი დიზაინერების გაზაფხული-2014 ჩვენებებიდან 50 საუკეთესოს წარმოადგენს და ის აუცილებლად დაგეხმარება ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს დღეს შეუდარებლად გამოიყურებოდე. Marchesa Pronovias…

სტილი

ტანსაცმლის განახლების 9 შესაძლებლობა 

ტანსაცმელის გადარჩევას რომ დაიწყებ, ალბათ მუდმივად გვხდება თვალში ძველი ტანსაცმელი, რომელიც გადასაგდებად/გასაჩუქებლად გენანება, არადა მოგბეზრდა. ჩვენ გთავაზობთ მარტივ და სახალისო გამოსავალს: განაახლე! 1. ძველი მაისური მაისური ღრმა დეკოლტეთი მარტივად შეგიძლია გადააკეთო ქვედაბოლოდ, თანაც ყოველგვარი ცვლილების გარეშე. ისე, როგორც სურათზეა. 2. გიპიური და მოკლე შორტი აქ ნემსის, ძაფისა და მაკრატლის ჩართვა დაგჭირდება….

სტილი

სამოსი, რომელიც უფრო გამხდარს გამოგაჩენს 

ყველას ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა სასურველ ფორმაში დასაბრუნებლად ათასგვარ საშუალებას მივმართავთ. თუ ზედმეტი კილოგრამების დამალვა გსურს, თუმცა არ იცი ამისთვის დიეტის გარდა რა ხერხებს უნდა მიმართო, წარმოგიდგენ რამდენიმე რჩევას ჟურნალისგან ELLE. ეშმაკობა ნასკვით წელზე შემოხვეული და განსკვული ჟაკეტი ან სვიტერი შეგიძლია ატარო მოკლე კაბასთან ერთად. ეს აპრობირებული მეთოდია, როცა წონის მატების შედეგად…

თავის მოვლა, სტილი

#inmybag ანუ რა არის შენს ჩანთაში? 

ორიოდე კვირის წინ ჩემმა facebook friend-მა ნაინომ ძალიან საინტერესო “სახალხო მოძრაობა” წამოიწყო. ფოტო, რომელზეც მისი ჩანთის “შიგთავსი” იყო გამოსახული ერთგვარი ინსპირაცია გახდა დანარჩენებისთვის და ჩემს ნიუსფიდში მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა “ამოტრიალებული” ჩანთების ფოტოები. ზოგმა, ვისაც ჩანთა არ ჰქონდა, ჯიბეები ამოიბრუნა. ყველა ფოტოს სპეციალური ჰაშტაგი ჰქონდა დართული – #inmybag –…

სტილი

ძვირფასი ლითონები და მათი მოვლა 

ძვირფასი ლითონები სუფთა სახით საიუველირო საქმეში არ გამოიყენება. ამის მიზეზია მაღალი ღირებულება, არასაკმარისი სიმაგრე და მალცვეთადობა. როგორც წესი, მზადდება ორი ან მეტი ლითონის შენადნობი, ვინაიდან შენადნობში ლითონთა სიმტკიცე საგრძნობლად იზრდება. ეს ასევე საშუალებას გვაძლევს მივანიჭოთ ლითონს ჩვენთვის სასურველი თვისებები, მაგალითად შევუცვალოთ ფერი ან შევუცვალოთ ლღობის ტემპერატურა, მივცეთ ჩვენთვის სასურველი, დახვეწილი…

სტილი, წარმატება

MaruSinka Shoes – წარმატებული ბიზნესი 

თბილისში ფეხსაცმელის შეკერვა არც ახალი და არც მოძველებული ფენომენია. ვისაც ოდესმე ფეხსაცმელი შეგიკერავთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ მკერავთა უმრავლესობა ასაკიანია, რომელმაც შეიძლება არც ისე სარფიანი და მოდას აყოლილი რჩევა მოგცეს. MaruSinka Shoes სწორედ ამით გამოირჩევა სხვებისგან. 25 წლის მარიამ სამხარაძე ფეხსაცმლის დიზაინერია, რომელსაც შავი ზღვის ქუჩაზე თავისი პატარა სახელოსნო აქვს. აქ მომხმარებელს თანამედროვე…

თავის მოვლა, სტილი

როგორ უნდა აარჩიო სპორტული ბიუსტჰალტერი 

ვარჯიში, სირბილი, ფიტნესი ძალიან კარგია ფიგურისთვის, მაგრამ აუცილებლად უნდა გახსოვდეს, რომ სპეციალური ბიუსტჰალტერის გარეშე მკერდს შეიძლება ზიანი მიაყენო. ჩვეულებრივი ლიფები როგორც წესი, უხეშია და  აქტიურ მოძრაობაზე არაა გათვლილი. ვერც მკერდს აფიქსირებს კარგად და მიკროტრავმების მიღების შანსიც საკმაოდ მაღალია. მართალია, სპორტული  ბიუსტჰალტერი ჩვეულებრივზე ცოტა უფრო ძვირია, მაგრამ სამაგიეროდ მიღებული  კომფორტი ნამდვილად…

მოტივაცია & პოზიტივი, სტილი

როგორ მოვაწესრიგოთ ზამთრის ტანსაცმელი 

ზამთარში ჩვენი ტანსაცმლის რაოდენობა და მოცულობა იზრდება, გარდერობი კი სამწუხაროდ, იგივე ზომის რჩება. შედეგად, საყვარელი სვიტრის მოძებნა რთულდება იმის გამო, რომ ერთ თაროზე ძალიან ბევრი ტანსაცმელია შეკუჭული. ამის თავიდან ასაცილებლად და კარადის მოსაწესრიგებლად რამდენიმე მარტივ მეთოდს შემოგთავაზებთ. გათავისუფლდი ზედმეტი ნივთებისგან შეინახე საზაფხულო /თხელი ტანსაცმელი  და ფეხსაცმელი გადადე, შემდეგ ცალკე კონტეინერებში ჩაალაგე…

სტილი

როგორ შევკრათ ჰალსტუხი + [გამოკითხვა] 

მე თუ მკითხავთ, ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს. რა არის იმაზე სასიამოვნო, ვიდრე საყვარელი მამაკაცისთვის სამსახურში წასვლამდე ჰალსტუხს შეკვრა და რამდენიმე რომანტიკული წუთის გატარება გამოსამშვიდობებლად?

სტილი

სანამ სათვალეს გაიკეთებდე 

დღეს სათვალე უკვე მოდურ აქსესუარად იქცა, ნაირ-ნაირი ფერის, ფორმის და ზომის ჩარჩოების არჩევანი ყველას აძლევს იმის საშუალებას, რომ მოსაწონი მოდელი შეარჩიოს.