Tags

კვება, მკითხველის ისტორიები, სხეული

“მინდა, სასწრაფოდ დავიკლო წონაში…” 

წონის დაკლება ჩვენი მკითხველებისთვის, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, მუდამ აქტუალური თემაა. დღეს ორი მათგანის შეკითხვას ვუპასუხებთ: გამარჯობა, მჭირდება რამე სასარგებლო დიეტა, რომელიც ორგანიზმს არ დამიზიანებს. ვარ 16 წლის, 73 კილოგრამი და სასწრაფოდ მინდა დავიკლო წონაში. მადლობელი ვიქნები, თუ რამით დამეხმარებით. მოგესალმები. ძალიან სასიხარულოა, როდესაც ადამიანი ზედმეტ წონას დროულად ებრძვის მანამ,…

მკითხველის ისტორიები, ოჯახი, სტიგმა & უფლებები

მე „გამიმართლა“. და შენ? 

მე „გამიმართლა“ – ჩემი სახლი მაქვს. უფრო სწორად, ჩემი კუთხე. ერთი ბეწო თავშესაფარი იმ უსახლკარობაში, რასაც საქართველოში ქალად დაბადება ქვია. მე „გამიმართლა“. ოჯახმა გადაწყვიტა დავესაჩუქრებინე:  ოჯახის ქონების დაახლოებით ხუთი პროცენტი დამითმეს. შემოეზედმეტათ. გამოიმეტეს. დანარჩენზე უფლება არ მაქვს. დანარჩენი ძმებს. დანარჩენი ბიჭებს და იმ ბიჭების მიერ გაჩენილ ბიჭებს. ბიჭებს, რომლებსაც ხშირად…

მკითხველის ისტორიები

“მასთან დავწექი, მერე კი…” 

თქვენი შეკითხვები და ისტორიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ამ ფორმის მეშვეობით: მოგვწერეთ “მიყვარდა ერთი ბიჭი. 3 წელი ერთად ვიყავით, 15 წლის ასაკიდან. სულ ჩემთან იყო, სულ თავს მევლებოდა, მიფრთხილდებოდა, ჩვენს მომავალზე მელაპარაკებოდა, მეუბნებოდა, რომ სულ ერთად ვიქნებოდით. ისე მიყვარდა, მის გამო ყველაფერზე უარს ვამბობდი. თითქოს დამაბრმავა ამ გრძნობამ, რაღაც სიგიჟე იყო. ისე მოხდა, რომ მასთან დავწექი. პატარა…

მკითხველის ისტორიები

“მეგობარი ბიჭი მასთან დაწოლას მაძალებს” 

თქვენი შეკითხვები და ისტორიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ამ ფორმის მეშვეობით: მოგვწერეთ სამწუხაროდ, დღესდღეობით გადაწყვეტილება, რომელიც თითოეულმა ქალმა ინდივიდუალურად უნდა მიიღოს, სულ უფრო რთულდება. ეს გადაწყვეტილება პირველ სექსუალურ ურთიერთობას უკავშირდება და ხშირად, ქალებს არჩევნის გაკეთება უწევთ საკუთარ სურვილებსა და საყვარელ ადამიანს შორის. ჩვენს ერთ-ერთ მკითხველს სწორედ ეს პრობლემა აქვს. გთავაზობთ მის წერილს…

მკითხველის ისტორიები

“მეუღლე ინტერნეტით გაცნობილ ქალთან მღალატობს” 

თქვენი შეკითხვები და ისტორიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ამ ფორმის მეშვეობით: მოგვწერეთ ძალიან ძნელია იცოდე და არ ამბობდე, გრძნობდე და მალავდე, სწორედ ამიტომ ადამიანები  ცდილობენ საკუთარი ისტორიები სხვებსაც გაუზიარონ, მიიღონ რჩევა, გადადგან პირველი ნაბიჯი სიმშვიდის მისაღწევად. დღესაც შემოგთავაზებთ კიდევ ერთ წერილს, პირველ რიგში, მინდა, შეგახსენოთ, რომ ადამიანებს გაკიცხვისა და კრიტიკის ნაცვლად მხარდაჭერა და კომპეტენტური რჩევები სჭირდებათ. რაც შეეხება ამ…

მკითხველის ისტორიები

“ბიჭს, რომელთანაც სექსი მქონდა, არ ვუყვარვარ” 

თქვენი შეკითხვები და ისტორიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ამ ფორმის მეშვეობით: მოგვწერეთ   ისტორიები და ამბები, რომელთა შესახებაც ვწერთ, ჩვენს ერთგულ მკითხველს უბიძგებს საკუთარი ამბის მოყოლისკენ. მათი სურვილი მიიღონ რჩევა, მოჰყვნენ საკუთარ გულისნადებს, წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ყველას ხომ არ შეუძლია საჯაროდ ისაუბროს საკუთარ პრობლემაზე. დღესაც შემოგთავაზებთ კიდევ ერთ წერილს, პირველ რიგში, მინდა, შეგახსენოთ, რომ ადამიანებს გაკიცხვისა და კრიტიკის ნაცვლად…

მკითხველის ისტორიები

“ინტერნეტით გაცნობილ მამაკაცს მალულად დავუახლოვდი” 

თქვენი შეკითხვები და ისტორიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ამ ფორმის მეშვეობით: მოგვწერეთ ისტორიები და ამბები,  რომელთა შესახებაც  ვწერთ, ჩვენს ერთგულ მკითხველს უბიძგებს საკუთარი ამბის მოყოლაზე. მათი სურვილი, მიიღონ რჩევა, მოყვნენ საკუთარი გულისნადები, უკვე წინსვლაა. ყველას ხომ არ შეუძლია საჯაროდ ისაუბროს საკუთარ პრობლემაზე. მინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი ქალბატონი – 26 წლის მარიამი.  ჩვენი მიზანია, გავიზიაროთ…

მკითხველის ისტორიები, ოჯახი

“ის საერთოდ არ საუბრობს ჩვენს მომავალზე და ოჯახზე” 

რედაქციაში ასეთი წერილი მოვიდა: “2 წელია ვხვდები ბიჭს ძალიან მიყვარს. ვიცი, რომ მასაც ვუყვარვარ. ასე ვთქვათ სერიოზული ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებთ, სექსიც გვაქვს. რაც შეეხება პრობლემას, საქმე იმაშია, რომ საერთოდ არ საუბრობს ჩვენს მომავალზე, კონკრეტულად ოჯახის შექმნაზე, მეც არ მინდა, რომ დავაძალო. არ ვიცი რა ვქნა. არადა, უკვე…

მკითხველის ისტორიები, სიყვარული

“ჩემი დაქალის ქმარი შემიყვარდა…” 

სიმართლე თუ გინდა, ქალთა ჟურნალებში დაბეჭდილი ისტორიების ბოლომდე არასოდეს მჯეროდა – ვფიქრობდი, რომ მათ უმეტესობას თავად ავტორები თხზავდნენ სენსაციისათვის, თუმცა ისტორიები, რომელთაც ჩვენი მკითხველები გვიყვებიან, თანდათან უფრო მარწმუნებს იმაში, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება – ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, ქვემოთ მოყვანილ წერილში ერთი სიტყვაც არ ჩამიმატებია. საჭირო სიტყვების მოძებნა…

მკითხველის ისტორიები, სილამაზე, სტილი

პრობლემა – შავად შეღებილი თმის გადაღებვა 

თქვენი შეკითხვები და ისტორიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ამ ფორმის მეშვეობით: მოგვწერეთ მკითხველის წერილი: მელირება გავიკეთე – წითელი შავში, მაგრამ შავმა ფერმა გადაფარა წითელი. მირჩიეს ყველაზე ღიად შეიღებეო და რომელ საღებავს და წითელ ტონალობას მირჩევთ? პასუხი ჩემი გამოცდილებით, შავი საღებავის სხვა საღებავით გადაღებვა პრაქტიკულად შეუძლებელია, როგორი ღია ფერის საღებავიც უნდა დაიდო. საუკეთესო…

განშორება, მკითხველის ისტორიები

“მირჩიეთ, როგორ დავიბრუნო…” 

ჩვენს მკითხველებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც თავის ერთგულებას არა მხოლოდ სტატიების კითხვით გამოხატავენ, არამედ იმდენად ახლობლად მიგვიჩნევენ (რის გამოც – უღრმესი მადლობა მათ), რომ რჩევასაც გვეკითხებიან პირად პრობლემებთან თუ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ქვემოთ მოყვანილი წერილიც ამის დადასტურებაა. ჩვენი მხრიდან, ძალიან შევეცადეთ, ყურადღებით წაგვეკითხა იგი და შეძლებისდაგვარი პასუხი გაგვეცა, თუმცა…

მკითხველის ისტორიები

“მეც ძალიან მინდა მასთან სექსი, თუმცა არ ვიცი, საიდან ან როგორ დავიწყო” 

“შეყვარებული მყავს უკვე 6 თვეა, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს მასთან. დიდი ხანია ფიზიკური სიახლოვე უნდა თუმცა აქამდე არ ვიყავი მზად. ახლა მეც ძალიან მინდა მასთან სექსი, თუმცა არ ვიცი, საიდან ან როგორ დავიწყო. თანაც მეშინია პირველად უნდა მქონდეს. 19 წლის ვარ და რაღაცები გამიგია და წამიკითხავს, თუმცა იქნებ მირჩიოთ რისი გათვალისწინება ღირს ასეთ შემთხვევაში?”

მკითხველის ისტორიები

“ძალიან მიყვარს ბიჭი, რომელიც ჩემი კლასელი და მეგობარია” 

“გამარჯობა, ვარ ძალიან რთულ და გაურკვეველ სიტუაციაში:

მომწონს, უფრო სწორად ძალიან მიყვარს ბიჭი, რომელიც ჩემი კლასელია + მეგობარი. ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ შემდეგ ვიჩხუბეთ.

გუშინ მან მომწერა და რაღაცნაირად შემომირიგა. ვგრძნობ სითბოს მისგან, მაგრამ ნაბიჯს ვერ ვდგამ.

მირჩიეთ, როგორ მოვხიბლო იგი ან როგორ დავიჭირო საქმე მასთან ახლოს.”

მკითხველის ისტორიები, ოჯახი

“ჩემი ქმარი ძალიან მიყვარს, მაგრამ სახლში სულ მთვრალი მოდის” 

“რთული სიტუაცია მაქვს. ცოტა ხანია რაც გავთხოვდი, ჩემი ქმარი ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ ბოლო დროს სახლში სულ მთვრალი მოდის, ფული არასოდეს არ აქვს. მე ერთ-ერთ ბანკში ვმუშაობ, მაგრამ საკმაოდ დაბალი ხელფასი მაქვს. ქმრის ოჯახმა ბინა გვაჩუქა და იქ ვცხოვრობთ, ამიტომ ყველაფრის გადახდა ჩვენ გვიწევს.

მკითხველის ისტორიები

უჩვეულო აგვისტო 

შუაღამეს მაღვიძებს ტელეფონის ზარი, შეშინებულს გამეღვიძა, ის რეკავდა, ნამძინარევი ხმით მოვიკითხე.

მითხრა, რომ მშვიდობა ჰქონდა, უბრალოდ დამირეკა და უბრალოდ მომიკითხა, დავასრულეთ ლაპარაკი, ცოტა ხანში მოდის სმს, რომ მოვენატრე.

ძალიან მეუცხოვა, ასე არასოდეს იქცეოდა.

მკითხველის ისტორიები

მოდა… პერიფერიებში 

ადამიანები ხომ ჩვეულებრივი მოკვდავები ვართ, მაგრამ შედარებით პატარა ქალაქებში, ასე ვთქვათ პერიფერიებში, არაჩვეულებრივი ადამიანები არსებობენ.

მკითხველის ისტორიები, სილამაზე

იცინის ის ვინც ბოლოს იცინის… 

დადგა ის დღე, რომელსაც ასე ელოდი…. და შენს გარდერობში, ისევე როგორც შენს თავში, სრული აურზაურია. როგორც იქნა შეარჩევ სამოსს და იმდენ მაკიაჟს დაიდებ, რომ დედაც ვერ გცნობს. იმაზე ფიქრით, რომ უკვე დაგაგვიანდა დროზე ადრე მიხვედი შეხვედრის ადგილას და რუსთაველზე ან თავისუფლებაზე (უმეტეს შემთხვევაში) ელოდები მას.