Tags

მნიშვნელოვანი

ფროტერიზმი – ძალადობა ტრანსპორტში 

ქუჩაში ნებისმერი ქალი რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, გამხდარა თუ არა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ძალადობის მხსვერპლი, ალბათ, დადებით პასუხს მიიღებთ.

ბევრ მამაკაცს სასაცილოდაც არ ყოფნის, თუმცა გადაჭედილი ტრანსპორტი, ჩხუბი და ხელების ფათური უკვე ყოველდღიურობადაც კი იქცა: როცა სასწავლებელში, სამსახურში, შეხვედრაზე გაგვიანდება და სავსე ტრანსპორტში ცალ ფეხზე დგომა გიწევს, ასეთ სიტუაციას ვერსად წაუხვალ…

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი

ტანორექსია – გარუჯვით გატაცება 

რუჯის თემა განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულის პერიოდში: ზოგი სოლარიუმს მიმართავს, ზოგი ავტორუჯს, ზოგი მზეს ეფიცხება. ყველას ერთი მიზანი ამოძრავებს: კანმა მიიღოს მუქი ფერი. თუმცა არსებობენ რუჯის მიყვარულები, რომლებიც არასდროს კმაყოფილდებიან ნამზეურის ფერით და აქვთ პათოლოგიური დამოკიდებულება გარუჯვის მიმართ. ტანორექსია – ამ ტერმინით აღინიშნება გარუჯვის მიმართ გადაჭარბებული “სიყვარული”. ტანორექსიას განიხილავენ ისეთივე სერიოზულ პრობლემად, როგორიცაა…

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი

კვებითი აშლილობები: ანორექსია, ბულიმია 

კვებითი აშლილობები დაავადებათა ჯგუფია, რომელთა საერთო სიმპტომი კვების არანორმალური რეჟიმია – არასაკმარისი ან ზედმეტი ოდენობით კვება. კვებითი აშლილობის ყველაზე გავრცელებული ტიპებია ნერვული ანორექსია (Anorexia nervosa) და ნერვული ბულიმია (Bulimia nervosa). აღნიშნული ტიპის აშლილობები ძირითადად გოგონებშია გავრცელებული, თუმცა მამაკაცებშიც ფიქსირდება. კვებითი აშლილობების გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიზეზია პოსტ-ტრავმატული სტრესის სინდრომი, რომელიც ქალბატონებში…

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი

უსაფრთხო სილამაზე, ანუ ლამაზი ფრჩხილები და ჯანსაღი ღიმილი 

ალბათ ბევრისგან გსმენიათ, რომ პირველი შეხვედრისას ადამიანის ფრჩხილებს აკვირდება. ფრჩხილების მდგომარეობა ხომ პირდაპირ მეტყველებს, რამდენად მოვლილია შენი ახალი ნაცნობი. გარდა ამისა, შესაძლებელია მისი ცხოვრების სტილის და, ხშირად, ინტერესების განსაზღვრაც. ჩემი ერთი მეგობარი, მაგალითად, იტალიაში ცხოვრებაზე ოცნებობს და ზაფხულობით იტალიის დროშის ფერებში უსვია ხოლმე ლაქი. მისი ფრჩხილები ყოველთვის ძალიან ადვილად იპყრობენ ყურდღებას. თუმცა, ფრჩხილებზე იტალიის დროშის გამოსახვა და, ზოგადად, მათი მოვლა ცოტა არ იყოს რთულია, ამიტომ იგი ხშირად სტუმრობს სალონს მანიკურისა და პედიკურის გასაკეთებლად.

მნიშვნელოვანი

უცნაური 8 მარტი 

ყველამ კარგად იცით, რომ ორი დღის უკან 8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე იყო. ამ დღეს ყველაზე დიდი დატვირთვით მუშაობს კაფე-ბარები და რესტორნები. ყველა ცდილობს გაერთოს, დრო გაატაროს და თითქმის ყველა ერთნაირად წუწუნებს, რომ ყველა დღე კაცებისაა და დიდი ამბავი ერთი დღე გვცენ პატივიო, მაგრამ ეეეჰ, სადღაა ნამდვილი კაცებიო.

მნიშვნელოვანი

რატომ ვზეიმობთ 8 მარტს? 

ბევრი ჩვენთაგანი სიამოვნებით იღებს სარვამარტო საჩუქრებს, მილოცვებს და საერთოდაც ძალიან ბედნიერი და კმაყოფილია, რომ ეს დღე მხოლოდ ქალებს ეკუთვნით.

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი

მელანომის 7 ნიშანი 

იცოდით, რომ ადამიანის კანი მთლიანობაში დაახლოებით 4 კილოგრამს იწონის? დღევანდელ პირობებში, როცა მზის რადიაცია და ზოგადი ეკოლოგიური ფონიც მთლად სახარბიელო არაა,  იგი მოფრთხილებას საჭიროებს. კანის მელანომა საკმაოდ გავრცელებული და რთული დაავადებაა. მისი განვითარების რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს ულტრაიისფერი დასხივების დიდი დოზები, ნევუსების ტრამვები, ოჯახური წინასწარგანწყობა და სხვადასხვა  კანის დაავადება. უმეტესად ვლინდება 30…

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი, სტილი

ბიუსტჰალტერი და მისი სწორად შერჩევა 

იცოდით რომ ევროპაში ბიუსტჰალტერი გაჩნდა კორსეტებთან ბრძოლის შედეგად? იმ კორსეტებთან, რომელიც აფუჭებდა ფიგურას და ვნებდა ჯამრთელობას. 1903 წელს ექიმმა ქალმა გოშ-სარომ ქალებს შესთავაზა განცალკევებული სახით კორსეტი, რომელიც მხოლოდ წელს დაიჭერდა და ნაკლებად დააზიანებდა მას და ბიუსტჰალტერი, რომელიც მკერდს გააჩერებდა სასურველ ფორმაზე. მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა სიტყვა ბიუსტჰალტერის ჩანაცვლება…

მნიშვნელოვანი

არაბი ქალები და მათი უფლებები (თუ უუფლებობა?!) 

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთი საუკუნეა ფემინისტურმა მისწრაფებებმა დღის სინათლე იხილა და მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ქალები კონსტიტუციურად მამაკაცებთან თანაბარუფლებიანობით სარგებლობენ, მაინც არსებობს ქვეყნების (უმეტესად მუსულმანური) კატეგორია, სადაც ქალების მიმართ დამოკიდებულება წარმოუდგენლად უსამართლო და დაუჯერებელიც კია.

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი

რა უნდა იცოდე მოულოდნელი ორსულობის თავის ასაცილებლად 

შვილის ყოლა ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი რამ არის ცხოვრებაში, ამიტომ ამისთვის ყოველი ჩვენგანი სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული. დაფეხმძიმებამ ადრეულ ასაკში, ამისთვის მორალურად და ფიზიკურად მოუმზადებელი ადამიანისთვის, შეიძლება ცუდ შედეგამდე მიგვიყვანოს, ამიტომ უნდა ვიცოდეთ ზოგი რამ იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ არასასურველი ფეხმძიმობა.

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი

მენოპაუზა ანუ ახალი ეტაპი ქალის ცხოვრებაში 

მენოპაუზა (იგივე კლიმაქსი) – ის პერიოდა, როდესაც ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს ჰორმონალური ძვრები, საკვერცხეებში აღარ მწიფდება კვერცხუჯრედი და ორგანიზმი აღარ გამოიმუშავებს ჰორმონ ესტროგენს.

მენოპაუზის საშუალო ასაკი გახლავთ 51 წელი , თუმცა ის შეიძლება დაიწყოს 45-55 წლის შუალედში. ქალების ერთი ნაწილი ამ დროს საერთოდ ვერ გრძნობს განსაკუთრებულ ცვლილებებს, მეორე ნაწილი კი სხვადასხვა სიმპტომებისაგან იტანჯება.

მკითხველის ისტორიები, მნიშვნელოვანი, ურთიერთობები

ჩვენ გვწერენ… 

წერილი ერთი გოგონასგან, რომელიც თქვენს მხარდაჭერას საჭიროებს:

“სასაცილოა და მონატაცები გოგოს მოწონება ან სიყვარული ხომ დღევანდელ საქართველოში ‘გრეხია’!”

რას ურჩევდით?

მნიშვნელოვანი, ურთიერთობები

როცა საქმეში მუშტი ერევა [გამოკითხვა] 

არა, ვერ მიმიხვდი… ეს სტატია ცემა-ტყეპაზე არ იქნება.

ამჯერად, მუშტის მხოლოდ აგრესიის სიმბოლოდ გამოყენებას დავჯერდები, რომ ერთხელ კიდევ შეგახსენო: იქ, სადაც ძალადობა ბატონობს, სიმშვიდეს და ჰარმონიას არაფერი ესაქმება.

თანაც, აუცილებელი არ არის, იგი მაინცდამაინც ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ანგარიშსწორებაში გამოიხატებოდეს. პირიქით, განსაკუთრებით საშიში სწორედ მაშინაა, როცა საგულდაგულოდ ინიღბება და გარეგნული ნიშნებით ძალიან ჭირს მისი ამოცნობა.

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი

აივ / შიდსი 

აივ და შიდსი – ამ სიტყვების გაგონებისას ყველა ადამიანი ხვდება, რომ რაღაც საშიშ, მომაკვდინებელ დაავადებაზეა საუბარი, რომელიც მას არასდროს არ უნდა დაემართოს და არც დაემართება, არც მის ახლობელს. ეს ის უბედურებაა, რომელიც ყოველთვის სხვის კარზე აკაკუნებს, თუმცა ამ სიტყვების მნიშვნელობა არც იციან ხშირად. სინამდვილეში ეს საფრთხე ნებისმიერს შეიძლება დაემუქროს, ამიტომაც საჭიროა მისი უფრო ახლოს გაცნობა.

მნიშვნელოვანი, ურთიერთობები

ფრიგიდულობა თუ ანორგაზმია? 

უდავოა, რომ ქალის ორგაზმი მამაკაცების სექსუალურ ფსიქოლოგიაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ქალი რომელიც განიცდის ორგაზმს პარტნიორთან, აძლევს მას შანსს მიიღოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური სიამოვნება და იმის დასტური, რომ ის ნამდვილი მაჩოა.

მნიშვნელოვანი, ურთიერთობები

რატომ თხოვდებიან ქალები? 

საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი ყოველწლიურად უფრო და უფრო ზემოთ მიიწევს. ეს ამბავი, თავის მხრივ, საკმაო ყურადღებას იმსახურებს, თუმცა კიდევ უფრო საგულისხმოდ მეჩვენება ფაქტი, რომ, სტატისტიკური მონაცემებით, განქორწინების ინიციატორად მამაკაცზე ხშირად ქალი გვევლინება. გამოდის, სწორედ იგია უკმაყოფილო ქორწინებით.

მნიშვნელოვანი, ურთიერთობები

ფეტიში – სექსის გამოვლინება 

ადამიანების უმეტესობა ვერ ასახელებს, რა არის მისი ფეტიში, თუმცა კარგად თუ დაფიქრდება ყველა აუცილებლად გაიხსენებს პატარა დეტალებს, რომელიც ძლიერ აღგზნებას იწვევს.

ფეტიში ეს არის აუხსნელი და ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან ძლიერი დამოკიდებულება რაღაც ობიექტსა თუ სხეულის ნაწილზე.

მნიშვნელოვანი

ერთი შვილი და ერთიც… გოგო 

ასე უპასუხა ქალ-ვაჟის პატრონმა ერთმა პიროვნებამ მოსახლეობის აღწერის აგენტს კითხვაზე, თუ რამდენი შვილი ჰყავდა. აღნიშნული შემთხვევის შემსწრე თავად რომ არ ვყოფილიყავი და შთამომავლობის აღრიცხვის ამ მეტად ორიგინალურ მეთოდს საკუთარი ყურების შუამდგომლობით არ გავცნობოდი – ვფიცავ, არცერთ სხვა წყაროს არ დავუჯერებდი.