Tags

PLAY
მნიშვნელოვანი

15 წლის გოგონა გენდერული თანასწორობისთვის 

თამთა კახაბერიძე თურქეთის მოსაზღვრე პატარა სოფელ კირნათიდან ამბობს, რომ მედია წიგნიერება მას საქართველოში მცხოვრები ქალების პრობლემების უკეთ დანახვაში დაეხმარა და ამ საკითხების მედიაში გაშუქებაც ასწავლა.

მნიშვნელოვანი

სქესთა შორის უთანასწორობა კადრში და კადრს მიღმა 

კადრს მიღმა, რეალურ ცხოვრებაში ქალებს რომ მამაკაცებთან შედარებით ბევრად ნაკლებად უკავიათ წამყვანი პოზიციები ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ბიზნესი, სამეცნიერო სფერო და ა.შ., არავისთვისაა ახალი ამბავი. სამწუხაროდ, არც “კადრშია” განსხვავებული მდგომარეობა: სან-დიეგოს სახელმწიფო ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2013 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმებში მთავარი გმირების მხოლოდ 15%-ია ქალი. ამ ფილმების მხოლოდ…

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი

DeSheli / დეშელი: ძვირადღირებული კოსმეტიკა თუ კარგად დაგეგმილი თაღლითობა? 

გაგიგიათ კომპანია “DeSheli”-ს შესახებ? თუ არა, მაშინ ეს სტატია აუცილებლად ბოლომდე წაიკითხეთ, რათა უნებლიედ თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ.

მნიშვნელოვანი

გენდერული სიბრმავე: ორმაგი სტანდარტი საქართველოში 

რა არის გენდერული თანასწორობა? გენდერული თანასწორობა არის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ყოველი ადამიანი თავისუფალია საკუთარი უნარების განვითარებაში და არჩევანის გაკეთებაში, მასზე არ მოქმედებს გენდერული როლების მიერ წამოყენებული შეზღუდვები. ქალთა და მამაკაცთა ქცევები, მისწრაფებები და სურვილები სრულიად თანასწორად განიხილება. უფრო მარტივად და მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, გენდერული თანასწორობაა სქესთა თანასწორობა ანუ თანაბარი უფლებები…

მნიშვნელოვანი

ქალი, რომელმაც დაამსხვრია მინის სახურავი 

“მინდა მადლიერება გამოვხატო ჩემი ძვირფასი მეგობრის, ელჩი რასელის (კეტრინ რასელი – ამერიკის ელჩი ქალთა გლობალურ საკითხებში) მიმართ თბილი წარდგენისთვის და ფენომენალური სამუშაოსთვის, რომელსაც ის ყოველდღიურად ეწევა. ვიცი, რომ სახელმწიფო მდივანს (ჯონ კერი) ძალიან უნდოდა დღეს აქ ყოფილიყო. ვიცი იმიტომ, რომ თავისი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად დრო გამონახა, რათა ხუთჯერ დაერეკა ჩემთვის და მოებოდიშა. ბოლოს იძულებული…

მნიშვნელოვანი

გენდერული თანასწორობა საქართველოში: “შეიცვალე აზრი” 

ალბათ ყველას გახსოვთ რამდენიმე თვის წინ ასფალტზე განთავსებული სტენსილები რომ მოედო ქალაქს. არის თუ არა პოლიტიკა ქალის საქმე? შეიძლება თუ არა ქალი იყოს ლიდერი? ვისი საქმეა ოჯახის რჩენა? ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ოჯახში? Post by შეიცვალე აზრი.   Post by შეიცვალე აზრი.   Post by შეიცვალე აზრი.   Post by…

მნიშვნელოვანი, ურთიერთობები

“ოჯახის პატივისცემა”, ანუ ძალადობის თანამონაწილეები 

მგონი, ამბავი, რომელიც დღეს უნდა მოვყვე, ყველასთვის ნაცნობი იქნება. არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორ უმკლავდებიან ასეთ სიტუაციებს, მაგრამ საქართველოში რომ შეგუება ერთადერთი გამოსავალია, ეს თავად ვნახე. ბავშვობაში რაღაც პერიოდის განმავლობაში დიღომში ვცხოვრობდი, ბებიასთან და რა თქმა უნდა, როგორც ყველა მოხუცი, ბებიაჩემიც ყველა მეზობელს ისე იცნობდა, მათ გენეალოგიურ ხესაც დახატავდა რომ დასჭირვებოდა,…

მნიშვნელოვანი

“რას უნდა აკეთებდნენ ქალები?” — შოკის მომგვრელი სარეკლამო კამპანია 

ეს სარეკლამო პოსტერების სერია, დუბაიში არსებულმა Memac Ogilvy & Mather-მა გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის (UN Women) შექმნა. პოსტერები საძიებო სისტემა Google-ის ნამდვილ რეზულტატებს იყენებს, რათა გამოავლინოს ფართოდ გავრცელებული სექსიზმისა და დისკრიმინაციის შემთხვევები ქალთა წინააღმდეგ. 2013 წლის 9 მარტის ძიების შედეგებზე დაყრდნობით, სარეკლამო პოსტერებზე გამოხატულია რეალური ნეგატიური განწყობები სტერეოტიპიზმიდან დაწყებული, ქალთა უფლებების…

მნიშვნელოვანი, სასარგებლო რესურსები

ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სოციალური და შრომითი გარანტიები 

თავი დააღწიე მოძალადე ოჯახის წევრს, წამოხვედი სახლიდან, მაგრამ წასასვლელი არსად გაქვს. ბუნებრივია, ქუჩაში ვერ დაიძინებ. ვერც ნათესავებს შეაწუხებ დიდი ხნით. რას აკეთებ შემდგომ? საქართველოს კანონით ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ: თავშესაფარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი, ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და…

მნიშვნელოვანი, ორსულობა და დედობა

ახალგაზრდა დედა 

პირველ რიგში, ჩემს აზრს გეტყვი: უდიდესი შეცდომაა გათხოვება და მაშინვე დაფეხმძიმება. რატომ? ყველაფერს თავიდან მოგიყვები: ჩემი ბავშვობის დაქალი 21 წლის ასაკში გათხოვდა მიუხედავად იმისა, რომ არც თვითონ იყო ბოლომდე დარწმუნებული და არც სხვები, მაგრამ მაინც გადადგა ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო ნაბიჯი პირველსავე ხელსაყრელ მომენტში. გათხოვდა და რაღას ვიზამდით, მივულოცეთ და გავაგრძელეთ ცხოვრება. გათხოვებიდან ზუსტად…

მნიშვნელოვანი, სასარგებლო რესურსები

როგორ დავიცვათ თავი ძალადობისგან 

2005 წლის 25 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, რომლის მიზანია: ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა; ეფექტიანი საკანონმდებლო და ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა; როგორც ძალადობის მსხვერპლთა, ისე მოძალადეთა დახმარება და რეაბილიტაციის ხელმისაწვდომობა; პრევენციული ზომების მიღება და გატარება; ოჯახში ძალადობა…

მნიშვნელოვანი, სასარგებლო რესურსები

ძალადობა და კანონმდებლობა 

ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა: ძალადობა არის – სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია; როგორც ჩვენი ძველი სტატიებიდან შეიტყვე, განასხვავებენ ძალადობის რამდენიმე სახეს, მაგრამ ყოველი მათგანი თავის თავში კიდევ მოცავს კანონმდებლობით დასჯდად ქმედებებს, კერძოდ: 1. ფიზიკური ძალადობა ეს არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება,…

მნიშვნელოვანი

მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად 

Pink გოგონებმა კარგად ვიცით, რომ ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმირების თვეა. მსოფლიო ღონისძიებების სერიას არც საქართველო ჩამორჩა. არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰერას” ინიციატივით ტრადიციული “მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად” ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ამ ვარდისფერი ღონისძიების ორგანიზებაში სხვა მრავალი ორგანიზაციაც იყო ჩართული (ლიბ კლუბი, Irex-ის გაცვლითი პროგრამის წევრები და ა.შ). სიმბოლური 5-კილომეტრიანი მარათონის…

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი, სექსი

როგორ ამოვიცნოთ ტრიქომონიაზი 

ტრიქომონიაზი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა (სგგდ), რომლის მეტი შემთხვევა ქალებში გვხვდება, თუმცა მამაკაცები ხშირად ხდებიან ინფექციის გადამტანი. ტრიქომონიაზი გადამდები, თუმცა განკურნებადი ინფექციაა. ტრიქომონიაზის სიმპტომები მამაკაცებში პირველ ეტაპზე სიმპტომები არ არის გამოხატული. ქალებში ინფექციას შემდეგი სიმპტომები ახასიათებს: მომწვანო-მოყვითალო ვაგინალური გამონადენი ძლიერი სუნით მტკივნეული შარდვა ვაგინალური ქავილი და გაღიზიანება დისკომფორტი სექსუალური კონტაქტისას…

მნიშვნელოვანი

ოჯახური ძალადობა 

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით – განგვიმარტავს საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ. თურმე ისეც ხდება, რომ ოჯახი, რომელიც მრავალ ჩვენგანს გარესამყაროს აგრესიისგან დამცავ ციხე-სიმაგრედ წარმოუდგენია, საპყრობილედ ექცევა ხოლმე…

მნიშვნელოვანი

გერმანიაში მესამე სქესის ცნება ოფიციალურად მკვიდრდება 

2013 წლის ნოემბრიდან გერმანია პირველი ევროპული ქვეყანა გახდება, რომელიც ოფიციალურად ცნობს “მესამე სქესს”. გერმანელ მშობლებს შეეძლებათ შვილის დაბადების მოწმობის შევსებისას სქესის გრაფაში მიუთითონ მდედრობითი, მამრობითი და “განუსაზღვრელი”, რის შედეგადაც თავისი სქესის შესახებ არჩევანის გაკეთების უფლება სამომავლოდ ბავშვს რჩება. კანონი ძალაში 1-ლი ნოემბრიდან შევა. აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც 6 კვირის წინ…

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი

საკვერცხის ცისტა: რა არის, რით გვემუქრება და როგორ ვუმკურნალოთ 

რა არის ცისტა? საკვერცხის ცისტა (იგივე კისტა) არის საკვერცხეში სითხის დაგროვება, რომელიც გარემოცულია თხელი გარსით. საკვერცხის ნებისმიერი ფოლიკულა, რომელიც ზომით 2 სმ-ს აჭარბებს – საკვერცხის ცისტაა. გვხვდება მარცვლისოდენა ცისტები, ან უფრო მოზრდილიც, რომელიც შეგვიძლია ზომით ფორთოხალს შევადაროთ. ცისტების უმრავლესობა კეთილთვისებიანია. ცისტები ძირითადად რეპროდუქტიულ (ასაკი, როდესაც ქალს შეუძლია ბავშვის გაჩენა, ძირითადად 15-დან 44-მდე)…

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი

მშობიარობის შემდგომი მუცელი, ანუ შუქი აანთეთ, ბნელა! 

როდესაც სოციალურ ქსელებში ახალნამშობიარევი ქეით მიდლტონისა და პატარა უფლისწულის პირველი ფოტოები დაიდო, გაგიკვირდება და ბევრს ფოტომონტაჟი ეგონა. მიზეზად კი ქეითის მუცელს ასახელებდნენ: „თუ უკვე იმშობიარა, ამხელა „ღიპი“ რატომ აქვს?“ თავიდან მეგონა, რომ მსგავსი კითხვები მარტო ქართველებს თუ გაგვიჩნდებოდა, მაგრამ ამასწინათ, როდესაც პატარა პრინცისა და მისი დედის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას…