Tags

მნიშვნელოვანი

რას ნიშნავს დაუნის სინდრომი 

როდესაც მომავალი დედა ორსულობისას აღმოაჩენს, რომ მისი შვილი დაუნის სინდრომის მატარებელია, პასუხს ითხოვს კითხვაზე თუ როგორი ცხოვრება ელის მის პატარას, თუ ის დაიბადება. ესეც პასუხი ძვირფასი მომავალი დედისთვის: 21-ე ქრომოსომის ტრისომია, გენეტიკური ანომალია, შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობები, სტიგმა – დაუნის სინდრომს სწორედ ასეთი უცნაური სიტყვები მოჰყვება ხოლმე თან. თუმცა, ეს ბევრისთვის…

მკითხველის ისტორიები, მნიშვნელოვანი

მე „გამიმართლა“. და შენ? 

მე „გამიმართლა“ – ჩემი სახლი მაქვს. უფრო სწორად, ჩემი კუთხე. ერთი ბეწო თავშესაფარი იმ უსახლკარობაში, რასაც საქართველოში ქალად დაბადება ქვია. მე „გამიმართლა“. ოჯახმა გადაწყვიტა დავესაჩუქრებინე:  ოჯახის ქონების დაახლოებით ხუთი პროცენტი დამითმეს. შემოეზედმეტათ. გამოიმეტეს. დანარჩენზე უფლება არ მაქვს. დანარჩენი ძმებს. დანარჩენი ბიჭებს და იმ ბიჭების მიერ გაჩენილ ბიჭებს. ბიჭებს, რომლებსაც ხშირად…

მნიშვნელოვანი

ვინ დარეცხავს ჭურჭელს? 

ოდესღაც, როცა ადამიანი გამოქვაბულში ცხოვრობდა, ოჯახური როლები მკაცრად იყო განაწილებული: მაშინ, როცა კაცი მესაქონლეობას მისდევდა/ნადირობდა/ომობდა, რათა საკვები მოეპოვებინა, ქალი ძირითადად ბავშვების აღზრდით, სახლის მოვლით იყო დაკავებული. ალბათ, გენდერული როლების ამგვარი განაწილება იმ პერიოდისთვის ბუნებრივი და მოხერხებული იყო. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, ეკონომიკურ თუ სოციალურ სფეროებში ქალს უფრო დიდი როლი…

მნიშვნელოვანი

პროექტი, რომელმაც ქართული ინტერნეტი შეძრა – ქალები საქართველოდან 

ორიოდე კვირაა, Facebook-ზე აქტიურად ზიარდება ქალთა ისტორიები. ზოგი გულისამაჩუყებელია, ზოგი მამოტივირებელი, ზოგი ტრაგიკული, ზოგი იმედის მომცემი. უამრავი ქალი საქართველოდან აქ თავის ამბავს ჰყვება. ყველა ისტორია ერთი გვერდიდან მოდის: “ქალები საქართველოდან”. აღწერაში ვკითხულობთ: “ისტორიაში ცოცხლად დამარხული ქალები“ – ასე ეძახიან იმ ქალებს, რომელთა სათქმელზე, გრძნობებზე, ოცნებებზე, მისწრაფებებსა და მიღწევებზე, სხვები, ხშირად…

მნიშვნელოვანი

ქართული რეალობა: ოჯახში საქმის განაწილება 

2013 წელს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანი საქართველოში გენდერული თანასწორობის მიმართ კაცების დამოკიდებულებების და მათი საოჯახო საქმეებში და ბავშვის აღზრდაში ჩართულობის გამოვლენა იყო. აღნიშნული კვლევა ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით,…

მნიშვნელოვანი

ყველაზე საინტერესო სარვამარტო ფეისბუქ-პოსტები [განახლებადი] 

8 მარტს ფეისბუქზე აშკარად შეინიშნებოდა ქალთა აქტიურობა და ქალებისთვის აქტუალური პრობლემები არაერთხელ წამოიჭრა. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო პოსტს :) ბავშვობაში ბებიაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, ცისარტყელას თუ გადაახტები, ბიჭად იქცევიო. ჰოდა გავეკიდე ერთხელ ცისარტყელას. მივდი… Posted by Theo Baiashvili on Tuesday, March 8, 2016 12 quotes women need in their lives http://tgr.ph/TAZTGq #InternationalWomensDay Posted…

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი

ჩაიტარე მკერდის გამოკვლევა უფასოდ! – ეივონი ძუძუს კიბოს წინააღმდეგ 

სარძევე ჯირკვლის (ძუძუს) კიბო რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის პირველ ადგილს იკავებს. უკანასკნელი წლების განმავლობაში, მსოფლიოში ამ დაავადების სიხშირის მატება შეიმჩნევა, სტატისტიკურად დაავადებულთა რაოდენობის ზრდა ეხება საქართველოსაც. ის, რაც ამ დაავადების შესახებ უნდა იცოდე, წაიკითხე პოსტში – რა უნდა ვიცოდეთ ძუძუს კიბოზე.  ძუძუს კიბოს მკურნალობა შესაძლებელია! საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ძუძუს კიბოს პრევენციის საუკეთესო გზა…

მნიშვნელოვანი

დაზარალებულის მონათხრობი: „დეშელი“- სთან ურთიერთობის 1 თვე და 3 დღე 

წერილი გამოგვიგზავნა დეშელისგან დაზარალებულმა მომხმარებელმა ირმა ც.-მ. Pink.ge პასუხს არ აგებს წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე. ახლობლები მირჩევენ დავივიწყო „დეშელი“. მეც ვცდილობ, მაგრამ ვფიქრობ დუმილი არ იქნება სწორი ჩემგან, რადგან არიან ქალბატონები, ვისაც აქვთ „დეშელი“-სთან ურთიერთობის 1-3-4-6- და ა.შ. მძიმე ურთიერთობის თვეები… მივყვეთ ქრონოლოგიურად: დღე I – სატელეფონო ზარი: უფასო აქციაზე მიწვევა;…

მნიშვნელოვანი, მოტივაცია & პოზიტივი, წარმატება

ფიზიკოსი გოგონა ყავისფერი ქამრით 

  “გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე და ამით ოჯახში ყველა ძალიან გავაკვირვე. არავის უფიქრია, რომ ოდესმე ტექნიკური საგნებისკენ გამიწევდა გული. არჩევნის გაკეთებისას დედაჩემის სიტყვებით ვიხელმძღვანელე: “აირჩიე ის, რისი კეთებაც სიცოცხლის ბოლომდე არ მოგბეზრდება.” – ასე მოხვდა 19 წლის სალომე ჩილაჩავა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტზე. “აირჩიე ის, რისი კეთებაც სიცოცხლის ბოლომდე არ…

მნიშვნელოვანი, სტილი

მედელინ სტუარტი – მოდელი დაუნის სინდრომით 

“დროა ხალხი მიხვდეს, რომ დაუნის სინდრომი შეიძლება სექსუალური იყოს!” მოდის სფერო მუდმივ გარდასახვას და ცვალებადობას განიცდის, მუდმივად იცვლება სტანდარტები, სტილი და ზოგადად, სილამაზის აღქმა. თუმცა არსებობს ცვლილებები, რომელსაც შეუძლია მოდის ინდუსტრია სხვა მიმართულებით წაიყვანოს და უფრო მრავალფეროვანი გახადოს. ეს 23 წლის მედელინ სტუარტია ავსტრალიის ქალაქ ბრისბეინიდან. იგი პირველი პროფესიონალი მოდელია…

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი

არიანას ისტორია – თმა სხვა ლამაზი გოგოსთვის! 

ჩვენი ჟურნალი მხოლოდ დიდ გოგონებზე არ წერს. ჩვენ ისეთ პატარა ადამიანებზეც სიამოვნებით გიამბობთ, ვინც პატარა გმირობით უთვალავ ადამიანს ეხმარება. ეს პატარა 3 წლის არიანაა. მისმა ისტორიამ უკვე მთელი მსოფლიო მოიარა და პინკის მკითხველებამდეც მოაღწია. ამ გოგონას მიერ გაღებულმა თმამ მთელი მსოფლიო ახალ გამოწვევაში ჩააბა. არიანამ ინტერნეტში შემთხვევით ნახა ვიდეო ავადმყოფ გოგონაზე,…

მნიშვნელოვანი

“ჯერ ცოცხალი ვარ” ანუ ფემიციდი საქართველოში 

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის როყიო სიტყვებისა არ იყოს “კრიმინალი არის შესანიშნავ მდგომარეობაში”. დღე არ გავა, რომ საშინელმა კრიმინალურმა მოვლენამ არ შეძრას მოსახლეობა. “დაუთოება”, ძარცვა და სადარბაზოებში დახვედრა… შებინდებულზე ქუჩაში გასვლის გვეშინია. თუმცა ყველაზე შემზარავი მოვლენები, რაც ბოლო ხანებში ვითარდება სწორედ ყოფილი ცოლების თავზე ტრიალებს. უკვე სათვალავიც ამერია მერამდენე ახალგაზრდა, ლამაზი…

მნიშვნელოვანი

როგორ „ამოვიცნოთ“ ფემინისტი 

ხშირად მქონია შემთხვევა, როცა თანამოსაუბრე უცებ წყვეტს კამათს და ცხვირაბზუებული მეუბნება: „აუ, შენ ფემინისტი ხარ?“ რატომღაც სიტყვა „ფემინისტს“ ისეთი ნეგატიური ემოცია მოაქვთ ადამიანებში, რომ ძალაუნებურად ვიწყებ იმის მტკიცებას, რომ ავტომატურად ფემინისტი ხდება ყველა ის ადამიანი, ვისაც, მინიმუმ, ცოლების ცემა-ტყეპის ან მკვლელობის შემთხვევებზე თმები ყალყზე უდგება. და საერთოდაც, ვინ არის ფემინისტი?…

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი, სასარგებლო რესურსები

ხელოვნური განაყოფიერება, სუროგაცია 

საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს დამოუკიდებლად განსაზღვროს შვილების რაოდენობა და მათი დაბადების დრო. სახელმწიფო უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებს რეპროდუქციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს დასაქორწინებელ, აგრეთვე, შვილის ყოლის მსურველ წყვილთა უფასო ნებაყოფლობით სამედიცინო – გენეტიკურ კონსულტაციას. ხელოვნური განაყოფიერება მთელს მსოფლიოში უშვილობასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, თუმცა ძვირადღირებული მეთოდია….

მნიშვნელოვანი, ორსულობა და დედობა, წარმატება

ორსული და მეძუძური დედების უფლებები 

ორსულ და მეძუძურ დედას უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია ორსულობის, მშობიარობისა და ლოგინობის პერიოდში დაგეგმილი ნებისმიერი ჩარევის შემთვევაში, ნაყოფზე ან ახლადშობილზე შესაძლო პირდაპირი ან ირიბი მავნე ზემოქმედების, რისკების შესახებ. ინფორმაციის მიღება შეეხება ორსულობის ნებისმიერ სტადიას და გულისხმობს არა მხოლოდ ორსულის და ნაყოფის, ან…

მნიშვნელოვანი

“ნასკი გამხადე, კაცო!” 

ჯამპსტარტ ჯორჯიამ, რომელიც სოციალურ თემებზე დიდი ხანია ქმნის მონაცემების მარტივად აღსაქმელ ვიზუალურ რეპრეზენტაციებს, ეს საინტერესო ინფოგრაფიკა შემოგვთავაზა. აქ წარმოდგენილია ის წარმოსახვითი სიტუაციები, სადაც ქალებსა და კაცებს გენდერული როლები აქვთ გაცვლილი. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი და დავფიქრდეთ, რა ხდება ჩვენ გარშემო. ჩვენ ჩავატარეთ სამ-კითხვიანი კვლევა ჩვენი მკითხველებისთვის. მიიღე მონაწილეობა გამოკითხვაში და დააფიქსირე შენი…

მნიშვნელოვანი, ორსულობა და დედობა

იცოდე შენი შვილის უფლებები: მამობის დადგენა 

დღესდღეობით, პრობლემა, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ, საკმაოდ მწვავედ დგას ქართველი დედების წინაშე. საჭიროა, დავიცვათ ჩვენი შვილების უფლებები. თუ როგორ, ამას მაშინ შეიტყობ, თუკი ამ სტატიის კითხვას განაგრძობ. ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვი ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში,…

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი

“პუტკუნ შოუ” ანუ სილამაზის კომერციული დისკრიმინაცია 

მოწვეული ავტორი: ბლოგერი Pro-Woman მოწვეული ავტორის სტატუსით სტატიის გამოქვეყნება შენც შეგიძლია. გამოგზავნე სტატია Word ფორმატში ელ. ფოსტაზე – editor@pink.ge მათ არ დავცინით – თუმცა თანავუგრძნობთ. მათ არ ვებრძვით – თუმცა ვდევნით ეკრანებიდან. არ გვსურს ისინი ვიხილოთ წამყვანებად, მოდელებად, სარეკლამო რგოლებში. მაგრამ მზად ვართ, აზარტით ვადევნოთ თვალი მათ თავგანწირვას, დაგვემსგავსონ ჩვენ – გამხდრებს….