შექმენი PINK – ის სლოგანი!
მოემზადე! Pink.ge ახალ კონკურსს იწყებს!
გიყვარს ჩვენი ჟურნალი? ხშირად კითხულობ ჩვენს სტატიებს? მოიფიქრე სლოგანი, რომელიც ყველაზე Pink – ური, ყველაზე მაგარი და თავბრუდამხვევი იქნება და მოიგე პრიზები!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
❀ განათავსე შენს მიერ მოფიქრებული სლოგანი ჩვენი facebook-ის კედელზე სტატუსად;
❀ აუცილებლად დაურთე #ContestPink
facebook-ზე წარმოდგენილი სლოგანების დათვალიერება შეგეძლებათ ამ ბმულზე. (თუ თქვენი სლოგანი ამ ბმულზე არ გამოჩნდება, აუცილებლად შეგვატყობინეთ!)
ან
❀ განათავსე შენს მიერ მოფიქრებული სლოგანი შენს twitter-ზე;
❀ აუცილებლად დაურთე #ContestPink და @Pink_ge
twitter-ზე წარმოდგენილი სლოგანების დათვალიერება შეგეძლებათ ამ ბმულზე. (თუ თქვენი სლოგანი ამ ბმულზე არ გამოჩნდება, აუცილებლად შეგვატყობინეთ!)
Tweets about “#ContestPink”
წესები:
- სლოგანი უნდა იყოს აუცილებლად ქართულ ენაზე;
- ორი ერთნაირი სლოგანის წარმოდგენის შემთხვევაში ავტორად ჩაითვლება ის, ვის ნაშრომსაც უფრო ადრე მივიღებთ;
- ერთ კონკურსანტს შეუძლია მაქსიმუმ 10 სლოგანის წარმოდგენა;
- კონკურსანტებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13 წლის ასაკიდან, სქესი შეზღუდული არ არის;
- სლოგანი უნდა იყოს შენი მოფიქრებული და არ უნდა იყოს რაიმე სახის ციტატა ან ცნობილი სლოგანის თარგმანი (ყველა სლოგანი გადამოწმდება);
- სლოგანი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი ჟურნალის კონცეფციას, მისიას და ხედვას (იხილეთ ჩვენ შესახებ);
- გამარჯვებულს შეარჩევს Pink.ge-ს მენეჯმენტის წევრებისგან შემდგარი ჟიური;
- საკონკურსო სლოგანების მიღება გაგრძელდება ზუსტად 2 კვირა 18 ნოემბრის 18:00-დან 2 დეკემბრის 18:00-მდე;
- ჟიური უფლებას იტოვებს, არცერთი სლოგანის მოწონების შემთხვევაში გამოაცხადოს მეორე ტური, სადაც შემოსული სლოგანებიდან მომხმარებელი ხმის მიცემით აარჩევს მოცემული სლოგანებიდან ერთ-ერთს;
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება 8 დეკემბერს, 18:00-ზე;
- ყალბი, არათემატური, არაეთიკური და სხვა მომხმარებლის შეურაცხმყოფელი სლოგანები არ ჩაითვლება;
- გამარჯვებულმა პრიზის მიღებისას უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დაემთხვევა ფეისბუქის ანგარიშში წარმოდგენილ სახელს და გვარს;
- კონკურსში არ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება Pink.ge-ს ავტორებს და თანამშრომლებს;
- კონკურსში სლოგანის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი გამარჯვების შემთხვევაში Pink.ge-ს შეუძლია გამოიყენოს თქვენს მიერ წარმოდგენილი სლოგანი თავისი მარკეტინგული მიზნებისთვის.
პრიზები:
- იმ შემთხვევაში, თუ ჟიური პირველივე ტუში აირჩევს გამარჯვებულ სლოგანს, ავტორს გადაეცემა $100 Amazon.com-ის სასაჩუქრე ვაუჩერი და Pink.ge-ს უნიკალური სამახსოვრო ფინჯანი, რომელიც გამოსულია ლიმიტირებული რაოდენობით.
- ასევე ავტორი მიწვეული იქნება პირველ მარკეტინგულ ღონისძიებაზე საქართველოში – Spotlight.
- მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, გამარჯვებული მხოლოდ სამახსოვრო საჩუქარს მიიღებს.
აუცილებელია რომ მხოლოდ ფეიბუქის გვერდზე მოხდეს სლოგანის გაგზავნა? თუ შესაძლებელია თუნდაც ტვიტერის მეშვეობით გამოვგზავნოთ?
დიახ, აუცილებელია. მაგრამ თუ ფეისბუქის ექაუნთი არ გაქვთ, შეგვატყობინეთ და მოვიფიქრებთ რამეს.
კონკურსის წესები შევცვალეთ, რადგან წარდგენის ის მეთოდი ხარვეზიანი იყო. ახლა შეგიძლიათ როგორც ტვიტერის ისე ფეისბუქის მეშვეობით წარმოადგინოთ საკონკურსო ნამუშევარი.
auu ver vaqveyneb mgoni slogans rogorc unda isee da ra vqnaa?? maswavlt raa
ნინო, Pink.ge-ს წინ @ უნდა მიუწეროთ და დაითაგება.
შეიძლება რამოდენიმე სლოგანის წარმოდგენა?
დიახ, შეგიძლიათ 10-მდე სლოგანი წარმოადგინოთ.
კაია ^_^
დავდე უკვე ^_^
მე დღეს დილით გამოვგზავნე და არ ჩაითვლება?
როგორც წესებში წერია:
“საკონკურსო სლოგანების მიღება გაგრძელდება ზუსტად 2 კვირა 18 ნოემბრის 18:00-დან 2 დეკემბრის 18:00-მდე;”
ქართულად გავაკეთე სლოგანი მაგრამ Pink.Ge ასე რომ დავწერო არ შეიძლება? სლოგანში რომ ინგლისურად დავწერო უბრალოდ საიტი
კი, შეგიძლიათ საიტის მისამართი ინგლისურად დაწეროთ :)
რამდენი სლოგანი დავწერე მგონი 10 გადავაჭარბე :( რჩეული არ გყავთ? :)