თქვენი შეკითხვები და ისტორიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ამ ფორმის მეშვეობით: მოგვწერეთ
მკითხველის წერილი:
“გამარჯობა, ვარ ძალიან რთულ და გაურკვეველ სიტუაციაში:
მომწონს, უფრო სწორად ძალიან მიყვარს ბიჭი, რომელიც ჩემი კლასელია + მეგობარი. ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ შემდეგ ვიჩხუბეთ.
გუშინ მან მომწერა და რაღაცნაირად შემომირიგა. ვგრძნობ სითბოს მისგან, მაგრამ ნაბიჯს ვერ ვდგამ.
მირჩიეთ, როგორ მოვხიბლო იგი ან როგორ დავიჭირო საქმე მასთან ახლოს.”
− ნინო.
თქვენ რას ურჩევდით ამ ადამიანს?
Pink სტუმარი
მოწვეული ავტორის სტატუსით სტატიის გამოქვეყნება შენც შეგიძლია.
გამოგზავნე სტატია Word ფორმატში იმეილზე - editor@pink.ge
აუცილებელია რომ შენში მეგობრის გარდა გოგო დაინახოს, ამისთვის კი აუცილებელია რომ ეკეკლუცო შენთვის დამახასიეთებელ ფარგლებში და ფორმით, მაგრამ კეკლუცობის და გაპრანჭვის გარეშე არაფერი გამოვა, აგრძნობინე რომ მისი იმედი გაქვს, ენდობი მხოლოდ მას, მის იმ დადებით თვისებებს გაუსვი ხაზი რომლებიც თვითონ მოსწონს თავის თავში. ნაზი, სუსტი და კეკლუცი იყავი მასთან ოღონდ ამას ისე ნუ გააკეთევ როგორც ყველა, შენებურად შენთვის დამახასიეთებელი ინდივიდუალურობით გააკეთე. ბუნებრივი იყავი. :) წარმატებები.
ჰმმ…ესეიგი შენი თქმით სოფიე მე ვინც მეკეკლუცება ვუყვარვარ :))?! ეს ისე ხუმრობით,
ეს უნდა დავიმახსოვრო…აბა მე რა გირჩიო რა გითხრა, ცოტა ახლოს მიიწიე შენი სურნელი უკეთესად რომ იგრძნოს მეტი არ იქნება საჭირო დამერწმუნე :)
უბრალოდ მიყევი დინებას. ჩემი ქმარი ჩემი კლასელი და საუკეტესო მეგობარი იყო. ეხლა კი საუკეთესო ქმარი და მამაა. იყავი გულწრფელი და თბილი. არ იყო შებოჭილი.