
რაც კი შენთვის ძვირფასია, ყველაფერი რასაც ასე აფასებ, ადამიანი, რომელზეც მთელს შენს მომავალს აგებ შენს გვერდითაა… ბედნიერი ხარ და რაზეც არ უნდა ფიქრობდე, რაზეც არ უნდა ოცნებობდე, მას უკავშირდება… მთელი შენი მომავალი მასზე გაქვს აგებული და გათვლილი… ფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება შენს გვერდით იქნება, სულ გეყვარებათ ერთმანეთი და როცა ის შენს გვერდით არაა, გრძნობ სიმარტოვეს, ხარ მარტოსული და ერთადერთი, რაზეც ოცნებობ ისაა, რომ შენს გვერდით იყოს.
ერთ ჩვეულებრივ დღეს თუ გეტყვის სიტყვებს: “მაპატიე, არაფერი გამოგვივა, მაპატიე, არ მიყვარხარ.”

გთხოვ, დამიჯერე, არ გაუწიო წინააღმდეგობა. მან თუ უბრალოდ გამოგიყენა და ახლა უნდა, რომ მიგატოვოს, ის შენი ღირსი არაა. მინდა გაგამხნევო. ბევრის ცხოვრებაში მომხდარა ეს და თუ ფიქრობ, რომ შენმა სიცოცხლემ აზრი დაკარგა, ჩაიხედე სარკეში და მიხვდები, რა დაკარგა მან და რას კარგავ შენ…
გაიხედ-გამოიხედე კარგად რამდენი საინტერესო რამაა, რასაც სიყვარულით დაბრმავებული ვერ ხედავდი… ნუ ნერვიულობ და ეცადე მასზე არ იფიქრო, ეცადე დაივიწყო ვიცი ძნელია მაგრამ არა შეუძლებელი!..
გაუღიმე სიცოცხლეს და ისიც გაგიღიმებს!

მდააა, ადამიანი ყევლაზე დიდი ცხოველია, ყველაფერს აიტანს და გადაიტანს, ყველაზე მთავარი, ცხოვრებაში რაც ხდება, ყველაფერი უკეთესობისკენ არის.
საშინელებაა, თითქმის სამი წელი დამჭირდა თავდაუზოგავი ბრძოლა საკუთარ თავთან, რომ ისევ დამებრუნებინა სიცოცხლის ხალისი, ღიმილი და ფერების აღქმა.
მიუხედავად იმისა, რომ დაშორება ჩემი ინიციატივით მოხდა.
რა სამწუხარო რეალობაა, არ უნდა დააკავშირო მთელი შენი მომავალი, მიზნები და იმედები იმ ერთ ადამიანთან, შენ მის გვერდითაც კი უნდა შეგეძლოს შენი ცხოვრებით იცხოვრო და არა მისი ცხოვრებით. მაგრამ როცა ასე გიყვარს ძნელია ამდენი განსაზღვრო
ess iss moomentiaa rotsaaa mtlianadd ganadgurebuli damtsirebuli da nawkeni var . tumca martaliaa grdzeldebaa ckhovrebaa unda gavushvat iss vintss ver gvkhedavss da gvafasebss …