Home მნიშვნელოვანი

პირველ რიგში, ჩემს აზრს გეტყვი: უდიდესი შეცდომაა გათხოვება და მაშინვე დაფეხმძიმება. რატომ? ყველაფერს თავიდან მოგიყვები:

ჩემი ბავშვობის დაქალი 21 წლის ასაკში გათხოვდა მიუხედავად იმისა, რომ არც თვითონ იყო ბოლომდე დარწმუნებული და არც სხვები, მაგრამ მაინც გადადგა ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო ნაბიჯი პირველსავე ხელსაყრელ მომენტში. გათხოვდა და რაღას ვიზამდით, მივულოცეთ და გავაგრძელეთ ცხოვრება. გათხოვებიდან ზუსტად მე-11 თვეს ბავშვი გაუჩნდა. როგორც მერე აღმოვაჩინეთ, ძალიან უნდოდა და „გაიჩალიჩა“ მიუხედავად იმისა, რომ ქმართან ამის თაობაზე უთანხმოება ჰქონდა.

ბავშვის გაჩენიდან წელიწადზე ცოტა მეტი გავიდა და გავიგეთ, რომ დაქალის ქმარს ვიღაც (ამ გოგოს ტოლი) საყვარელი გაუჩენია და მშვენივრად ერთობოდა მასთან ერთად ხან კლუბებში, ხან რესტორნებში და ბათუმის ბულვარშიც უნახავთ რამდენჯერმე.

o-CHEATING-facebook

ჩემს დაქალს დაუდგამს ისტერიკები, მუქარების კორიანტელიც დაუყენებია და ყველა შესაძლო ხერხით სცადა ქმრის „ჭკუაზე მოყვანა“, თუმცა ქმარს ისეთი რკინის არგუმენტი ჰქონდა, რომ ვერაფერს გახდა, მეტსაც გეტყვით, მეც ვეთანხმები.

მისი არგუმენტი კი ასეთი იყო (არაზუსტი ციტირება):

„გეუბნებოდი, რომ ბავშვი ჯერ არ გვინდოდა, შენ კიდევ მეუბნებოდი არ გიყვარვარ და მაგას მაგიტომ ამბობო, მე კიდევ უბრალოდ შენთან ერთად გართობა მინდოდა ჯერ. არ ვარ მზად, რომ სახლში ვიჯდე და ბავშვის ტირილს ვუსმინო.

მე მომწონს შენთან ერთად ცხოვრება, ძალიან მიყვარხარ და მინდოდა ერთად გვქონოდა სასიამოვნო მომენტები, მაგრამ შენ სულ სხვა რამ აირჩიე და სულ ბავშთან გიწევს დროის გატარება.“

აი დაახლოებით ასეთი რამ უთხრა ქმარმა ჩემს დაქალს და ვერც გაამტყუნებ 23 წლის მამაკაცს რომ საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა გართობა, დალევა და კლუბში ცეკვა გათენებამდე.

ვფიქრობ, ბავშვის გაჩენამდე კარგად უნდა დაფიქრდეს წყვილი რა არის მათთვის პრიორიტეტული და რომც არ დაფიქრდეს, მაინც ფაქტია, ბავშვის გაჩენა შესაძლებელია 25, 30 ან 35 წლის ასაკშიც, როდესაც საყვარელ ადამიანთან ერთად გულს იჯერებ გართობით და კლუბში გათენებით. არასწორად ნუ გამიგებ, თუ ბავშვი ორივე მხარეს უნდა, დარწმუნებულია ამაში და მზად არის პასუხისმგებლობისთვის, ამაში ცუდი არაფერია, თუმცა ბავშვის საკითხი, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წყვილმა ერთხმად უნდა მიიღოს.

ახლა ჩემი დაქალი მარტოხელა დედაა. გვიან მიხვდა რა შეეძლო ჰქონოდა, თუმცა მან თავისი არჩევანი დროულად და სწორად ვერ გააკეთა, შესაბამისად ახლა უკან დასახევი გზა მოჭრილია. ალბათ ახალგაზრდა დედობა არც ისე ცუდია და მომავალში ისიც იამაყებს საკუთარი თავით და შვილით, თუმცა ფაქტია, რომ გათხოვების ძირითადი მიზანი არ უნდა იყოს ბავშვი და თუ ქალს მხოლოდ შვილის გაჩენა უნდა, ამისთვის ქორწინების გარდა სხვა უამრავი საშუალება არსებობს.

მსგავსი სტატიები
14 კომენტარი to this post
  1. ამ სტატიაში განხილულია კონპლიქტი მეუღლეებს შორის, საინტერესოა ბავშვის კუთხით ყველაფრის ნახვა, რომელიც სულ ჩხუბს უსმენს, დედა უჩიჩინებს მამას არ უყვრხარ, ან კიდევ მამას არ უნდა ეს ბავშვი და გამოხატავს კიდევაც, სანამ დაფეხმძიმდებიან ყველაფერი უნდა გაანალიზონ და გათხოვება და ბავშვის ყოლა ერთი და იგივე არ უნდა იყოს

  2. აჩვენეთ ეს სტატია გოგოებს და არავინ არასდროს გათზოვდება :)))) ქმარიც მყავს, შვილიც მაგრამ მშვენივრად ვერთობით და ერთადაც მშვენივრად ვზრდით ბავშვს :)))

  3. gartoba tu undoda sayvarel adamiantan amistvis aucilebelia ro ojaxi sheqmna? da ojaxs tu sheqmni da bavshvi ar gindodes magis gamo eg chemtvis miugebeli da zalian chamouyalibebeli mizezia..

  4. ra sisulele.zustad 21 wlis asakshi gavtxovdi. exla 23 is var da ori shvili myavs… piriqit chemi meugle amayobs eseti angelozebi rom yavs…..shvilze kai ra aris cxovrebashi….gartoba??

  5. ინდივიდუალურია ეს ყველაფერი, მეც 23 წლის ვხდები, 6 თვის ბავშვიც მყავს, ჩემი ქმარი 25 წლისაა, მაგრამ ეს პრობლემა არ გვაქვს, მე მშვენივრად ვახერხებ ორივესთვის ყურადღების განაწილებას. აქ ბავშვი არ არის მიზეზი, აქ ერთმანეთისადმი დამოკიდებულებასა და გრძნობებში გაურკვევლობას აქვს ადგილი. კონკრეტული ფაქტის განზოგადება დიდი შეცდომაა…ეს ჟურნალისტებისათვის ერთერთი მნიშვნელოვანი წესია, თუმცა ეს ხომ ბლოგია, დღიური, ასე რომ ბლოგერი არ არის შეზღუდული წეროს რაც უნდა და როგორც უნდა. უბრალოდ IMHO აქ რაც წერია სუბიექტური რეალობაა მხოლოდ :)

  6. გეთანხმები. არც მე ვჩქრობ გაჩენას. თავიდან ზუსტად ეს მინდოდა, მეუღლესთან თანაცხოვრების პირველი ლამაზი ეტაპი არ შეცვლილიყო არაფრით. ახლა კი ვიცი, ჩემით თუ არ დავდექი ფეხზე, კაციშვილი ხელს არ გაანძრევს და ყველაფერი მე დამაწვება კისერზე, გარდა იმისა, რაც ისედაც ჩემს კისერზეა, დიდი ხანია. ბავშვი, სამსახური, ოჯახი და ერთ დღესაც დაობლდება ჩემი შვილი. ასე, რომ..

  7. miuxedavad imisa rom wyvilma ertad unda gadawyvitos undat tu ara bavshvi mainc gaugebaria chemtvis im bichis pozocia:X ra daashava bavshvma? da 23 wlis kaci ver unda acnobierebdes rom ojaxis sheqmis shemdeg ise vegar gaertoba rogorc manamde? bavshvi nivti araa rom gachndes da “armindoda” da “ardamigegmavs”o amit gaimartlo tavi.cocxali arsebaa da dedac schirdeba da mamac.ar vamartleb bolomde gogos saqciels magram bichi araprincipuli,chamouyalibebeli da aramdgradi pirovnebaa ashkarad,
    ojaxis sheqmna ki tamashi araa da roca aseti sasacilo mizezit toveb meugles da bavshvs mgoni ver unda iyo adamiani kargad.ici ver gavige kidev? im gogom rogor “gaichalicha”?:D im bichma ar icoda bashvebi rogor ibadebian? an rogor unda daicva tavi? sisulelea ubralod. ar undoda es bavshvi,pasuxismgeblobis sheeshinda da sauketeso gamosavlad wasvla chatvala.

  8. vaimee mec igive situacia mkonda bashvis gahenaze chvenc axalgazrdii vart 21 wlisebi magram tavidan daviwyeb.. me dzaan mindoda patara chem kmars jer arundod im izezit ro stabiluri samsaxuri da cota asakic ar gvak shesaperisio magarm chemi didi txovnit da davarwmune rom ar gagvichirdeboda pataras gazrda da da rom mec mzad viyavi axla gvyavs cheni patara angelozi rommelzec chkva gveketeba 3 tvidan restoranshic dagvyavda muclad yopnis dros diskotekazec davdiodit:d da saertod ar gvishls xels pirikit uamisod wamsac ver warmovidgent me roca sadme mivdivar xan titon tovebs xolme dzalian kargi mamaa gartobis droca akvs. saxlshi rom movdivar da tkven rom melodebit amit yvelaze bednieri varo. dzalian dzalian tbili da tkbili ojaxi gvakvs patara utanxmoebebi ki aris yvelgan magram es chveni patara araaa da arc ikneba vici:) aserom ak tviton am pirovnebebshia ragac mizezi torem saertod yvela naadrevad shekmnili ojaxi da gachenili patara araa ak mizezi..yvelas gisurvebt bedierad cxovrebas:)

  9. ნაწილობრივ მართალია, მეც აგერ 2 წელია რაც გათხოვილი ვარ და ახლა ველოდები ბავშვს. მშვენივრად ვატარებდით დროს მე და ჩემი მეუღლე ამ 2 წლის განმავლობაში, ახლა კი ორივე მზად ვართ გავხდეთ მშობლები ^-^

შენ რას იტყვი?