Home ურთიერთობები

მაინც რამდენჯერ მოდის ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარული? ერთხელ? ბევრჯერ? მგონი, იმდენჯერ, რამდენჯერაც შეგიძლია. აი, მაგალითად, ჩემი ახლობელი… თუმცა ამ ამბავს, მოდი, უფრო დაწვრილებით მოგიყვებით:

მარიშას ბავშვობიდან ვიცნობ. ჩემზე ცოტა უფროსი იყო, მაგრამ ყოველთვის მომწონდა მასთან ურთიერთობა – საინტერესო საუბარი იცოდა და საათობით შემეძლო, მესმინა. რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ვიღაცაზე იყო შეყვარებული. ბიჭებსაც მოსწონდათ, მიუხედავად იმისა, რომ არც მოდელის გარეგნობა ჰქონდა, არც გამომწვევად იცვამდა, და, სხვა გოგოებისგან განსხვავებით, აქეთ-იქით სიარულს სახლში ჯდომა და კითხვა ერჩია.

სკოლა რომ დაამთავრა, სწავლის გასაგრძელებლად, შორეულ ნათესავთან, რუსეთში გაამწესეს. იქ ერთი ძალიან ნიჭიერი, არანაკლებ სიმპათიური და რომანტიკული ბიჭი გაიცნო. მგონი, პირველივე ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი. ბევრი აღარ უფიქრიათ, სასწრაფოდ ხელი მოაწერეს, სტუდენტური ქორწილი გადაიხადეს და უმაღლესის დამთავრებისთანავე… ციმბირში გაემგზავრნენ. ზუსტად არ მახსოვს, რაღაც ახალგაზრდული მშენებლობა იყო, ორი წლის შემდეგ ახალშექმნილ ოჯახებს ბინებს ურიგებდნენ – ეტყობა, ამ პერსპექტივით მოიხიბლნენ.

იმ წელს, ზაფხულში, სტუმრად იყო ჩამოსული. უნდა გენახათ, რა აღფრთოვანებული მელაპარაკებოდა ციმბირის აუტანელ ყინვებზე, ორი ნაბიჯის სიგრძე ვაგონზე, სადაც ქმართან ერთად ოჯახურ კერას “აგიზგიზებდა”, მომავლის გეგმებზე და, რაც მთავარია, ერთადერთ, განუმეორებელ და უსაყვარლეს იგორზე, რომლის ბადალი დედამიწაზე არც არავინ ეგულებოდა.

ეჭვი წუთითაც არ შემპარვია, რომ

ყველანაირი გაჭირვება და ციმბირის ყინვაც კი უძლურია ქალთან, რომელსაც სიყვარული შეუძლია!

გავიდა დრო. ბევრი არა – სულ რაღაც, ორი წელი. ამასობაში ოქროს ქოჩრიანი ვაჟი შეეძინათ, ნანატრი ბინაც მიიღეს, მაგრამ… იგორის სლავურმა გენეტიკამ ზამთრის სიცივეს ვერ გაუძლო: სმა ჯერ გასათბობად დაიწყო, მერე გასართობად გააგრძელა, ბოლოს კი… ვაჰ, სოფელო! – ტიპურ ალკოჰოლიკად გადაიქცა.

ბევრი ითმინა ახლობლებისგან შორს მყოფმა ჩემმა მეგობარმა, ბევრი იტირა, არც ბრძოლა დაუკლია, არც შეგონება, მაგრამ მეუღლეს ვერც ალკოჰოლისკენ მისწრაფება გაუნელა, ვერც ოჯახისკენ მოუბრუნა გული. იგორის ალკოჰოლიზმი ძალიან მალე პიროვნული დეგრადაციის ფაზაში შევიდა და სული და გონება ერთიანად დაუბნელა. მარიშამ ქმრის უპასუხისმგებლობას, გამუდმებულ შეურაცხყოფას და აურზაურს ვეღარ გაუძლო, ბავშვს ხელი მოჰკიდა და, ახალი ცხოვრების დასაწყებად, სამშობლოში ჩამოვიდა.

სწორედ მაშინ გაიცნო… გიორგი.

გიორგი საკმაოდ მომხიბლავი, მშრომელი და გონიერი მამაკაცი აღმოჩნდა – ნამდვილი „საჩუქარი“, რომ იტყვიან. მარიშა მთელი გულით შეიყვარა. დიდხანს უარა გარშემო, დიდხანს უმტკიცა, შენს შვილს ნამდვილ მამობას გავუწევ, ზრუნვას არ მოვაკლებო და, ერთხელ უკვე გულგატეხილი ქალი, ბოლოს და ბოლოს, ცოლობაზეც დაითანხმა.

თითით საჩვენებელი ოჯახი შექმნეს. ცოლ-ქმარს, მარიშას ბიჭის გარდა, კიდევ ორი, ანგელოზივით ლამაზი, ჭკვიანი და ჯანმრთელი შვილი მისცა ღმერთმა. თავს არ ზოგავდნენ მყუდრო ოჯახური გარემოს მოსაწყობად. გიორგის პატარა ბიზნესი ჰქონდა. მართალია, ბევრი იწვალა, მაგრამ ცოლის მხარდაჭერით და გვერდში დგომით, ბოლოს ის ბიზნესი სერიოზულ საქმედ აქცია, რაც ოჯახსაც დაეტყო და მათ ურთიერთობასაც.

ამასობაში 20 გრძელი წელი გავიდა, თუმცა ვერც მარიშას და ვერც მის სიყვარულს დრომ დიდი ვერაფერი დააკლო. ბედნიერი და მხრებში გაშლილი დადიოდა. ერთ უქმე დღეს კი… უახლოეს მეგობართან დაუგეგმავი ვიზიტი ჩაიფიქრა, გაუფრთხილებლად ეწვია და თვალებს არ დაუჯერა, როცა… მის საწოლ ოთახში საკუთარი ქმარი აღმოაჩინა.

თურმე ხანგრძლივი რომანი ჰქონიათ, რომლის შესახებაც, როგორც ხდება ხოლმე, ცოლის გარდა ყველამ ყველაფერი იცოდა.

ეგონა, მოკვდებოდა. რამდენიმე ხნით აზროვნებისა და მოქმედების უნარი დაკარგა. პირველი მკაფიო აზრი კი, რაც ხანგრძლივი დეპრესიის შემდეგ, თავში მოუვიდა, განქორწინების შესახებ გადაწყვეტილება იყო.

რას შვრები, თავი არ დაიღუპო, სამ შვილს მარტომ რა უნდა არგო, ან შენი ქონება ვის უნდა დაუტოვო, ამ ასაკში რაღა დროს განქორწინებაა, რას იზამ, კაცების ამბავი ხომ იცი…  არ გაბედო და არ გაშორდეო, – დაუშალეს ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა.

ქმარიც, როგორც შეეძლო, ბოდიშობდა, თან შიგადაშიგ ჭკუას არიგებდა: სისულელეს ნუ ჩაიდენ, სხვებს შეხედე, აბა, ამისთვის ოჯახს ვინ ანგრევსო? სხვებმა თავისი ცხოვრებისა თვითონ იციან, მე მე ვარო, – თქვა მარიშამ და სასამართლოში განცხადება შეიტანა.

ასეც ვიცოდი:

ყველაფერს მოითმენს, მაგრამ სიყალბეში ვერ იცხოვრებს ქალი, რომელსაც სიყვარული შეუძლია!

გავიდა კიდევ ერთი წელი. მარიშა თითქოს სხვა ადამიანად გადაიქცა. ხალისი დაკარგა, გარეთ გასვლა აღარ უნდოდა. ტელეფონის ზარს არ პასუხობდა. ტელევიზორს აღარ უყურებდა. გარესამყაროსთან მხოლოდ ინტერნეტი აკავშირებდა და იქაც გამუდმებით საკუთარი უიღბლობის ახსნას ეძებდა. რა დავაშავე, სად შემეშალა, რითი ვერ დავიმსახურე ოჯახური ბედნიერებაო.

უმისამართოდ დასმულ კითხვებს ბევრი მოპასუხე და თანამგრძნობი გამოუჩნდა. განსაკუთრებით, ერთი მისი ასაკის მამაკაცი აქტიურობდა… საფრანგეთიდან.

ძალიან ბევრი საერთო აღმოაჩნდათ. ერთ მშვენიერ დღეს კი, მოულოდნელად იგრძნო, გული ისევ კარგად ნაცნობ რიტმში უცემდა. სარკეში საკუთარი თავის დანახვა მოუნდა, თმა მოხდენილად დაივარცხნა, გაიღიმა.

ხვდებით არა, საით მიმყავს?.. :) ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ… საქმე იქამდე მივიდა, რომ ცოტა ხანში, სიყვარულის ახსნასთან ერთად, საფრანგეთის ვიზაც მიიღო. “მესტუმრე, უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი, ძალიან ბედნიერი ვიქნებიო,” – გულმხურვალედ ეხვეწებოდა და თავისთან ეპატიჟებოდა პიერი.

“რა სისულელეა, ევროპაში შენნაირი ქალი აღარ დადის?!” – არ დაინდეს მარიშა კეთილის მსურველებმა, – “მაგათ ოჯახისა რა იციან, სექსის გარდა არაფერი აინტერესებთ და კიდევ ერთხელ არ გაბრიყვდე. უქმროდ ხომ დარჩი და ახლა შვილებსაც ნუ დაკარგავ… ხომ ხედავ, როგორ უხეშობენ – სულაც არ მოსწონთ უცნობ ფრანგთან საათობით მოლაპარაკე დედის ყურებაო”.

რა იცოდნენ, რომ

ბედნიერებაზე უარს არასოდეს იტყვის ქალი, რომელსაც სიყვარული შეუძლია!

ასეც მოხდა. მარიშამ ყველაფერი მოისმინა. არავის შეკამათებია. მერე ბარგი ჩაალაგა, თვითმფრინავის ბილეთი აიღო და ევროპელ სატრფოს მიაშურა. ბავშვივით გახარებული დახვდა თურმე პიერი. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

“შენ ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი ხარ ჩემს ცხოვრებაში, მოდი, ნუღარ გადავდებთ, იმ ასაკში ვართ, ოჯახის შექმნაზე ბევრი აღარ უნდა ვიფიქროთ, ხელი მოვაწეროთ, მერე კი მართლმადიდებლურად მოვინათლები და ბარემ ჯვარიც დავიწეროთ – დასაკარგი დრო სადა გვაქვს, ისედაც მთელი ცხოვრება გელოდიო.”

ზღაპარს ჰგავს, არა? სანამ ქორწილის სურათები არ გამოგზავნა, მეც მიჭირდა ამის დაჯერება. სურათებს რომ დავხედე, აი, მაშინ კი…

გოგოებო, გადავირიე – ეს ახალი… ორივე წინა ქმარს ჯობია, არ გატყუებთ!

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა და, ჩვენი მარიშა ახლა შუაგულ პარიზში ცხოვრობს. სამაგალითო ევროპული ოჯახი ააწყო – მეგობრული, ხალისიანი, კეთილდღეობითა და სიხარულით სავსე. ყველაფერი ისე კარგად და ლამაზად აქვს, ცდუნებას ვებრძვი, ამ ადგილას მისი რეალური ფოტოების ლინქი რომ არ დავაკოპირო. :)

რამდენიმე თვის წინ ნაბოლარას წასაყვანად ჩამოვიდა, სადაცაა სწავლა დაეწყება და პიერი ძალიან ნერვიულობს, ფრანგული საბუთების შეგროვება უნდა მოვასწროთო. უფროს შვილებს აქ თავისი საქმეები აქვთ, მაგრამ საკმაოდ ხშირად და დიდი სიხარულით სტუმრობენ ხოლმე დედასა და უკვე დამეგობრებულ მამინაცვალს. ყველა ძალიან ბედნიერია… ნუ, რა თქმა უნდა, მეორე ქმარს თუ არ ჩავთვლით… გულზე სკდება და ეგრეც მოუხდება.

ჰო, ესეც უნდა მოვყვე…

სანამ ამ ისტორიას კომპიუტერში შევიტანდი, მისი ეფექტის შემოწმება გადავწყვიტე და ყავის დასალევად შეკრებილ ახლობლებს, შოკოლადის ტორტთან ერთად, დავაგემოვნებინე. მსმენელების რეაქციამ, ხალისიანმა სახეებმა და აქტიურმა რეპლიკებმა დამარწმუნა, რომ ამბავი საინტერესოდ მოეჩვენათ. ნასიამოვნებმა, ის-ის იყო, თხრობის დასასრულებლად, „ჭირი იქა, ლხინი აქა“ წამოვიწყე, რომ ერთმა შემაჩერა, “მგონი, ჩქარობ. მანდ შენ ადგილას, The End-ს კი არა, მე, პირადად, To Be Continued -ს დავწერდიო”…

ბევრი ვიცინეთ. მერე კი სერიოზულად ჩავუფიქრდი. რას გაუგებ, აბა, ცხოვრებას… თუ, ღმერთმა არ ქნას და, ამ ამბავს, მართლა დასჭირდა გაგრძელება, მომიწევს ალბათ, ჩემი მეგობრისგან კიდევ ერთი სიყვარულის ისტორია მოვისმინო, რომელიც, სავარაუდოდ, ასე დაიწყება:

„პენსიის ასაღებად გამოვედი… ისეთი თბილი ამინდი იყო, გულმა მონმარტრისკენ გამიწია. ნაცნობ კაფესთან შევდექი და ყავის დალევა გადავწყვიტე. უცებ, პირდაპირ ჩემს ფეხებთან, საუცხოო თეთრი ლიმუზინი შეჩერდა. იქიდან ასაკში შესული, მაგრამ ელეგანტური და დახვეწილი, მამაკაცი გადმოვიდა…“

დანარჩენს, მგონი, თვითონაც წარმოიდგენთ, რადგანაც უკვე მიხვდებოდით:

არასოდეს ბერდება ქალი, რომელსაც სიყვარული შეუძლია!

60 კომენტარი to this post
  1. ცხოვრება ხომ მოულოდნელობით არის აღსავსე, ამიტომაც არის მშვენიერი:))

  2. გეთანხმები :) თუ ამისთვის მზად ხარ, ცხოვრება უამრავ სიურპრიზს გიკეთებს.

  3. am vitomda uigblobebis ponze, saocrad igbliania tkveni kalbatoni. realoba ki upro mcarea. sami mamakacis nacvlad sheizleba sul cota sami narkodamokidebuli shexvedroda da shvilis sachmelic ki camalze gaekida, an modzalade, romelic dgeshi minimum 2-ger ar daizarebda misi mshvenieri saxis "galamazebas". ise ki, zemotac agvnishne, kvelaperi igbalia, mtavaria kali sikvarulisatvis mzad ikos

  4. მადლობა კომენტარისთვის, თამარ :)

    მოდი, მთლად იღბალს ნუ "დავაბრალებთ" და იმასაც ნუ გამოვრიცხავთ, რომ ასეა თუ ისე, წლებთან ერთად ქალს გამოცდილებაც უგროვდება :)

  5. никогда не знаем где найдем где потеряем……..magram faqti faqtad rcheba,არასოდეს ბერდება ქალი, რომელსაც სიყვარული შეუძლია!:)♥.

  6. me piradad egetyi qalis mnaxveli ara var da dgevandel cxovrebashi mgoni vegarc ki vanxavt ..ar tqvat arc is ro imedi ar maqvs didi siamovnebit velodebi magram ara mfonia ro shewmxdes arc ki dadis :(:(

  7. cxovrebas bevri siurprizi mosdevs da eg aris cxovrebnis mizezic ,,, ro cxov reba grdzerldeba ,, bedniereba ki arasdros mtavrdeba ,, yvelaferi axali karagd daviwyebukli dzvelia …

  8. ici ra arios chemo akrgo eg dgevandel cxovrebashi wamoiwia eg tema xalxi vegar ansxvavebs cheshmarit siyvarulsa da sexsa ai eg aris chevnei ubedureba ,, ratqma unda dzveli siyvaruli me wleebs vgulisxmob sanatrelia da dgesac arian is qartveli mandilosmnebi romlebic qartul mentalitets icaven da cheshmarit siyvaruls irgeben …rac sheexeba mamakacebi martla ro ukve tavis dakmayopilebaze zrunaven magramaris kategoria isetebo romlebc im qalebis girsebi arin visac cheshmariti siyvarulis wwyuria ,,, eg chemi tvalta xedvaa chemo kjargo …

  9. ქალი, რომელსაც სიყვარული შეუძლია? :)

    რას ამბობ, ბექა, ეგეთ ქალს რა დალევს?! კაცებზე რომ გეთქვა, კიდევ ჰო :)

    თუმცა თქვენშიც გამოერევა ხოლმე ისეთი, ვისაც სექსი და სიყვარული ერთიდაიგივე არ ჰგონია )))

  10. Salome Afciauri სიყვარულის ჩვევა?! შეიძლება ))) შენ ალბათ დარწმუნებული ხარ, რომ სიყვარული ერთადერთი და განუმეორებელი უნდა იყოს ცხოვრებაში. ვერაფერს გეტყვი… ზოგის ცხოვრებაში ასეც ხდება, ზოგს კი ცოტა ნაკლებად უმართლებს. სიყვარული ჩვენ არასოდეს გვეკითხება, როდის მოვა ან როდის დამთავრდება…

  11. Ketevan Gogiashvili me magis sulac ar mjera da egec dzalian kargad mesmis,magram am ambavidan gamomdinare )) mgoni ubralod martoobis shishi qonda an bervia isetic kacis gareshe ver sheudzlia :D

  12. Salome Afciauri რა ვიცი, აბა… მარტოობის შიში რომ ჰქონოდა, ჩემი აზრით, მეტ კომპრომისზე წავიდოდა. პირიქით, ყოველთვის დიდ გამბედაობას იჩენდა. ადვილი არაა ცხოვრების ხელახლა დაწყება, თან ამდენჯერ…

  13. Ketevan Gogiashvili arc martoobaa advili )) nu tu galati igulisxmeba eg sxva temaa,tavmoyvareoba sxva ramaa,egre rogor unda icxovro martooba kiara rac unda gemuqrebodes ))

  14. Salome Afciauri გეთანხმები. ადვილი არაა ამასთან შეგუება, თუმცა ბევრი ქალი (მითუმეტეს, ქართველი) სწორედ ამ გზას ირჩევს… მგონი, ეს კიდევ ერთი ძალიან მტკივნეული თემაა. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ… სხვა პოსტებში.

  15. Ketevan Gogiashvili ki dzaaan dzaaan xshiria egeti faqtebi…samwuxaroa magram mgoni eg (sheni wina postis ariyos) imis bralia rom qalebs wasasvleli ar aqvT )) saertod damokidebulebi arian da magitom ))

  16. udidesi bednierebaa rodesac siyvarulit txovdebi da qmari qalistvis yvelaze axlobelia.tu qristianlii ojaxia amaze didi bedniereba ar arsebobs.col-qmari xom erxorcia.da me usurveb imas rom marishas qorwineba amjerad martla gamartlebuli iyos.qals aqvs ufleba bednierebis…da ase vityodi..aris iseti ram cxovrebashi.ocnebac ki ver gagibedia.nu gaioceb gemudarebi es yvelaferi sheni bedia…

  17. არასოდეს ბერდება ქალი, რომელსაც სიყვარული შეუძლია! dznelia ar daetanxmo

  18. gmertma amravlos iseri qalebi romeltac sikvaruli sheudzliat. da iseti kacebi romeltac sikvarulis migeba da shepaseba sheeudzliat."
    im qals im berikacs gaumarjos visi cxovrebis gza shveulia …
    visac arasodes gaumartlda da mainc sikvaruli sheudzlia"

  19. კაცები ჩვენი მისამართით მოთქვამენ ხოლმე ასე :) არ გველევა პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ, რას იზამ…

  20. ქეთი ისტორია ძალიან კარგია , მაგრამ ასე ლამაზად რო არ იყოს დაწერილი ხიბლის დაკარგავდა ;-) შენ რა კარგი წერა გცოდნია მოვიხიბლე ;-) ,3

  21. namdvilad kvela kali imsaxurebs aset bednierebas, cxovreba xanmoklea dzalain da sanam vart manamde mainc vikot bednierebi. gauprtxildit ertmanets, madloba aseti kargi istoriistvis

  22. რეალობაა, ყველა ქალბატონმა, რომელსაც ერთხელ არ გაუმართლება, აუცილებლად უნდა ეძებოს სასურველი მეორე ნახევარი. ისე განსაკუთრებით ევროპელი კაცები გამოირჩევიან, როგორც საუკეტესო ქმრები. ასე რომ მიდით გოგოებო, ეძებეთ და იპოვნით :)

  23. განსაკუთრებით მომეწონა რეპლიკები ქალის შესახებ, რომელსა სიყვარული შეუძლია… კარგად დაწერილი ამბავია. მე მომეწონა : ))

  24. თავისთავად ისტორია მშვენიალურია, თუმცა ქეთის წერის სტილთან რა მოსატანია. იუმორით დაწყებული, ირონიით დამთავრებული ყველაფერია საჭირო დოზით!! ბრავო!!! კარგა ხანია, ასე საინტერესოდ “მოყოლილი” ამბავი არ მომისმენია.

  25. sxvata shoris evropashi mamakacebi ise arian rogorc saqartveloshi qalebi, if you know what i mean, colis ertgulebi da agmerteben! tavad trialeben saxlshic da samzareuloshic da colebs ar galatoben! diax!

  26. kargia arasodes ar unda danebdee erti idioti tu shegxvda cxovrebashi ar nishnavs rom kvela egetia, unda ibrdzolo adamianm abednierebistvis da aucileblad moipoveeb me amis mjeraa da kvela kali ase unda ikoos,

  27. MANAMDE UNDA EDZIO SANAM AR IPOVNI IMAS RAC GINDA ,VICIT RA QVEYANASHIC VCXOVROBT DA BEVRS RA GAGEBAAQVS AMAZE ,AUF ERTI YAVDA MEORE MESAME …RA MNISHVNELI AQVS SXVA RAS AMBOBS ,QALMA UNDA EDZIO SHENI RAC ARIS ,SHENS GULSHI RAC SHEMOVA DA DARCHEBA SAMUDAMOD …ISEDAC QALIS CXOVREBA RTULIA ,AMITOM UNDA VEDZIOT BEDNIEREBA MANAM SANAM COCXLEBI VAAAART

შენ რას იტყვი?