Home ურთიერთობები

ამასწინად დიდი ხნის უნახავ მეგობარს შევხვდი. სალაპარაკოდ ბევრი თემა დაგვიგროვდა და ქალების ფსიქოლოგიასაც გადავწვდით. მან, როგორც მამაკაცმა მკითხა, რა სურთო ქალებს? აღმოჩნდა, რომ პასუხი არ მქონდა…

არსებობენ კარიერაზე, ოჯახზე, ქმარე, საკუთარ თავზე შეყვარებული ქალები, ისეთი უმცირესობაც არსებობს, რომელმაც იცის, რა უნდა, მაგრამ, ალბათ, ყველაზე სასტიკი და სიმართლესთან ახლოს მყოფი პასუხი მაინც ისაა, რომ ჩვენ თვითონ წარმოდგენა არ გვაქვს, რა გვინდა. ეს სწორედ ის საიდუმლოა, რომელსაც არც ერთი საღ გონზე მყოფი ქალი არ გაუმხელდა მამაკაცს.

ჩვენმა უმრავლესობამ ნამდვილად კარგად იცის, რა არ უნდა. ახლაც შეუცდომლად ჩამომირაკრაკებდი ამას. მაგრამ, აბა შევეცდო და ვიკითხო, რა გინდა… დიახ, ბევრს, ჩემი ჩათვლით, ამაზე პასუხი არ გვაქვს. მაგრამ ყველაზე მთავარი ამაში ისაა, რომ არცოდნა არ ნიშნავს იმას, რომ ვერასდროს გავიგებთ პასუხს ამ შეკითხვაზე.
ცხოვრება ძიებაა. ხოდა, ჩვენც ვეძებთ: ვირჩევთ პროფესიას, ვაბამთ და ვწყვეტთ ურთიერთობებს, ვიზრდებით, ვვითარდებით და საკუთარ მეს ვეცნობით…

მამაკაცების უმრავლესობას რატომღაც ჰგონია, რომ ქალები ცხოვრებას ერთი პრინცის მოლოდინში ატარებენ, მხოლოდ კოსმეტიაზე, მოდურ სამოსზე ფიქრობენ და, საერთოდაც, არ ფიქრობენ. და თუნდაც ასე იყოს, რა ხდება მაშინ, როცა პრინცები თავდება და გვრჩება მხოლოდ ცხენები?

ეს სტატია კი მაინც უფრო განსჯისთვისაა, ვიდრე სხვა რამისათვის, ამიტომ თქვენ აზრს ნუ დატოვებთ მოუწერელს. მე, როგორც ქალს, შეიძლება წარმატებული კარიერა მინდოდეს, ან, მყუდრო იჯახის შექმნა და სამუდამოდ წინსაფრის მორგება. ამისთვის ვერც ვერავის გააკრიტიკებ, თავისუფალი ნება ჯერ კიდევ დაშვებულია ჩვენი კონსტიტუციით. მაგრამ რა გჭირდება შენ, მხოლოდ შენ? დაფიქრებულხარ ამაზე? თუ არა, დროა, დაიწყო…

ჩემი და ჩემი მეგობრის დისკუსია ამ თემაზე მის მიერვე მოფიქრებული გამოსავლით დასრულდა. დასკვნა ასეთი იყო, რომ შეუძლებელია ერთი რომელიმე თარგი მოარგო ყველა ქალს. არ არსებობს კლიშე, რომელიც ერთ ფორმაზე მოასწორებდა ყველა მდედრის გონებას. სამწუხაროდ მამაკაცებისათვის და საბედნიეროდ, ჩვენთვის ქალების მოფუთფუთე აზოვნება არასდროსაა ერთნაირი და, მე თუ მკითხავთ, მითი ქალის ხასიათის ცვლილებაზე სწორედაც რომ მითია. ჩვენ, უბრალოდ, არ გვინდა მივხვდეთ ხოლმე რაღაცას, არ გვინდა ჩვენი სურვილების გაგება, გვეშინია მათი…

საუბარში ისიც მოვაყოლეთ, რომ ცალკე, თითოეული ქალი განსაკუთრებული მეცნიერებაა. უფრო ადვილია, აირჩიო ის ერთი და ისწავლო ცხოვრების ბოლომდე. მთავარია, არჩევანში არ შეცდე…
ერთი კარგი, პირადი მეცნიერი, ალბათ, არც ჩვენ გვაწყენდა; ყოველ შემთხვევაში, მე მაინც…

10 კომენტარი to this post
  1. მშვენიერი, ფართო სიაა :)
    მართლა კარგია, თუ თვლი, რომ პირადი ბედნიერებისა და საკუთარი თავის რეალიზებისათვის ეს ვყველაფერი საკმარისია.
    მეც მინდა ასე :))))

  2. ოჰ… ყველა ქალს რომ ერთიდაიგივე უნდოდეს მართლა არ იქნებოდა კარგი. ისე აი მაგალითად მე, ზუსტად ვიცი რა მინდა :დ.

  3. ra kutxit ar gvaqvs carmodgena ra gvinda am cxovrebashi? ver dagetanxmebi, radgan umravleosabs bednieri ojaxi-qmar shvili unda, stavla ganatleba, karieruli tsinsvla, saintereso samsaxuri, kargi shemosavali, sakutari saxli, mogzauroba….. zogs erti ram unda upro metad vidre meore. aseve cxovrebis sxvadasxva etapebze sxvadasxa ram gvinda.

  4. ხომ ხდება ისეც, როცა მიაღწევ ამ ყველაფერს, შეასრულებ დიდ სიას და ხვდები რომ ეს მაინც არაა ის რაც გინდოდა? რა ვქნათ მერე ? :)
    მართლა კარგია, თუ იცი, რა გინდა, და იმათაც მოგვეშველე, ვინც ძიების პროცესში ვართ :)))

  5. ძალიან კარგად ვიცი რა მინდა.
    1. არ მინდა ქმარი, მინდა ძლიერი მამაკაცი გვერძე.
    2. საკუთარი სახლი მქონდეს.
    3. მეტი შემოსავალი.
    4. ერთგული მეგობრები გვერდით.
    5. შვილი არ მინდა.
    ^. არ მინდა მივაღწიო სიბერემდე.

  6. bevri araferi…
    sayvareli adamianis gverdit cxovreba.
    didi saxli ro iyos tan myudro.
    siyvaruli sitbo the vneba ro gvakavshirebdes.
    2 shvili garkveuli drois shemdeg..
    meugle ro mushaobdes the normaluri shemosavali qondes.
    me shvilebs gavzrdidi the samzareuloshi vifusfusebdi..
    kide minda bednierebistvis ro yvela kargad iyos,,,, visac ar vicnob isinic,,, yvela bednieri iyos minda…
    da erti patara saxli minda tyeshi….

  7. […] ჩვენზე. მთელი მსოფლიო ცდილობს გაიგოს ქალების სურვილი, ჩვენ კი საერთოდაც არ გვიფიქრია ამ […]

შენ რას იტყვი?