Home ურთიერთობები

14 თებერვალი მსოფლიო მასშტაბით შეყვარებული წყვილებისა და სიყვარულის დღედ მოიხსენება. დაზუსტებით არავინ იცის სად აიღო სათავე ამ დღესასწაულმა და როგორ გაჩნდა იგი, თუმცა ბევრი ვერსიები არსებობს ამის შესახებ.

მთავარი ამ დღესასწაულში მაინც ისტორია კი არა, აღნიშვნა და კიდევ ერთი მიზეზია ძვირფასი ადამიანისათვის სიხარულის მისანიჭებლად.

თაიგული

სხვადასხვა ქვეყნებში სიყვარულის ”აღნიშვნის” ტრადიცია სხვადასხვანაირად ჩამოყალიბდა, მოდით რამოდენიმე ასეთი საინტერესო წეს-ჩვეულება განვიხილოთ.

♥ იაპონია ♥

იაპონიაში ვალენტინობის დღესასწაულს მხოლოდ მამაკაცებს ულოცავენ. ქალები ცდილობენ რაც შეიძლება საინტერესო საჩუქარი და სიურპირიზი მოამზადონ საყვარელი კაცებისათვის.  ძირითადი საჩუქარი ამ დღეს შოკოლადის ფიგურები აქვთ წმინდა ვალენტინის გამოსახულებით.  ითვლება რომ მხოლოდ ამ დღეს შეუძლია ქალს გამოუტყდეს მამაკაცს სიყვარულში ისე, რომ არ ავნოს საკუთარ რეპუტაციას.

ზუსტად ერთი თვის თავზე ანუ 14 მარტს იაპონელი მამაკაცები ”ვალს აბრუნებენ”. ისინი ულოცავენ ქალებს სიყვარულის დღეს , უკეთებენ საჩუქრებს და ცდილობენ ასიამოვნონ მათ.

♥ ინგლისი ♥

არც ისე დიდი ხანია რაც ინგლისში ახლებული ტრადიცია ჩამოყალიბდა. ყოველ ვალენტინობას მეგობრების წრეში ლამაზ ბარათებზე წერენ ერთმანეთის სახელებს , შემდეგ ამ ბარათებს ათავსებენ ყუთში და მორიგეობით იღებენ. ის ვინც შეხვდებათ მთელი წელი მათი ”ვალენტინი” ან ”ვალენტინა” იქნება,ისინი კი სულ უნდა ეცადონ ასიამოვნონ და ლამაზი სუვენირები აჩუქონ. ამით იხანგრძლივებენ დღესასწაულით ტკბობას და მთელს წელს საინტერესოდ ატარებენ.

ვალენტინობის ყველაზე გავრცელებული საჩუქარი ხის პატარა კოვზებია, სხვადასხვანაირი ორნამენტებით – მათ სიყვარულის კოვზებს უწოდებენ.

♥ ამერიკა ♥

19 საუკუნის დასაწყისში ამერიკაში შაქარი საკმაოდ ძვირი ღირდა, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი საჩუქარი მარციპანის ფიგურები გალხდათ. ამ ფიგურებსა და სხვა სახის კამფეტებს აუცილებლად გულის ფორმის ყუთში ალაგებდნენ. ვალენტინობის დღის ფერები თეთრი და წითელი გახლდათ (ვნების სიძლიერისა და წრფელი სიყვარულის ნიშნად).

დღესდღეობით ამერიკაში ვალენტინობის აღნიშვნის ტრადიცია დამოკიდებულია შტატზე. თუ წყვილი ატლანტასა და ნიუ იორკში ხვდება, მაშინ გოგოს შეუძლია პირველმა გაუკეთოს ბიჭს ქორწინების შეთავაზება და ამ დროს კაცის მხრიდან უარი დაუშვებელია.

იდეა

♥ გერმანია ♥

გერმანელებს სიყვარულისადმი ცოტა უცნაური დამოკიდებულება აქვთ – ისინი თვლიან სიყვარულს მსუბუქ სიგიჟედ, ამიტომ ამ დღეს წითელი ლენტებითა და ბუშტებით ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს რთავენ, ეკლესიაში კი სპეციალური ღვთისმსახურება აღევლინება.

♥ საფრანგეთი ♥

ფრანგებთან ვალენტინობის დღესასწაულზე მხოლოდ ძვირფასი სამკაულები ითვლება სრულფასოვან საჩუქრად , ამასთანავე მათი მოგონილია მისალოცი ბარათებით 4 ტაეპიანი ლექსების მიძღვნაც.

♥ დანია ♥

დანიელები მეტად რომანტიული და თბილი ხალხია, ამიტომ მათთან საუკეთესო საჩუქრად საკუთარი ხელით გაკეთებული თაიგული ითვლება, რომელიც მანამდე სპეციალური ხერხით არის გამხმარი და შეკრული.

♥ იტალია ♥

იტალიელები თვლიან რომ ამ დღეს საუკეთესო საჩუქარი ტკბილეულობაა და ვალენტინობას ”ტკბილ დღეს”-აც უწოდებენ.  ასევე მათთვის მნიშვნელოვანია ვარდისფერ კონვერტში მოთავსებული სასიყვარულო წერილების გაგზავნა ფოსტით.

ტრადიციული სასაჩუქრე ყუთი

მიუხედავად იმისა რომ ვალენტინობის დღესასწაული თითქმის მთელს მსოფლიოში ვრცელდება, არსებობს ადგილები სადაც ამ დღესასწაულის აღნიშვნა კანონით არის კარძალული და ეს მუსულმანური ქვეყნებია.

სიყვარულის დღის მიმართ ყველას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, ზოგი თვლის რომ სისულელეა, ზოგიც იმას ამბობს, რომ ერთი დღე არ კმარა და წელიწადის ყველა დღე სიყვარულისაა, ზოგიც დიდი სიამოვნებით აღნიშნავს და ცდილობს საყვარელ ადამიანს განსაკუთრებულად ასიამოვნოს ამ დღესასწაულზე.

როგორც არ უნდა იყოს, არასოდესაა ზედმეტი ისეთი დღეები, როდესაც თავი ოდნავ მეტად უნდა შეიწუხო და საყვარელ ადამიანს ბევრი , ბევრი, ბევრი სიხარული მიანიჭო.

ავტორი
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
მსგავსი სტატიები
9 კომენტარი to this post
  1. ვთვლი რომ ყველა დღეს სიყვარულისაა და მარტო ერთ დღეს კი არა მთელი წელი უნდა ვეცადოთ ადამიანები ერთმანეთს სითბო და სიყვარული ვაჩუქოთ

    • კი მაგრამ განსაკუთრებული თარიღები იმისათვისაა კარგი, რომ ძალიან გამორჩეული სითბოები და სიყვარულები ვაჩუქოთ (ისეთი სხვა დროს რომ თავს უფლებას ვერ მივცემდით) ♥

      • :) ისე მე ძალიან მომეწონა ინგლისელების იდეა :) მთელი წელი ვალენტინობა გამოდის

  2. საინტერესო იყო. მე ალბათ მალე დავწერ ვალენტაინ ბრეიქაფზე. არ მგონია ვინმეს წაკითხვის სურვილი გაუჩნდეს, მაგრამ მაინც))

შენ რას იტყვი?