Home ურთიერთობები

როგორ იქცევი მაშინ, როდესაც ურთიერთობა, რომლის გამოც ამდენი იბრძოლე, ამდენი დათმე, ამდენი იშრომე, ნელ-ნელა უფერულდება და ამას უკვე ორივე ამჩნევთ?

როგორ იქცევი მაშინ, როდესაც ბრძოლა მოგბეზრდა, იმედი გადაგეწურა, ოცნებები წყალში ჩაგეყარა, ილუზიები დაგემსხვრა, რეალობას შუბლით შეასკდი და ხვდები, რომ ის “ერთადერთი” კი არა, უბრალოდ “ერთ-ერთი” აღმოჩნდა? თანაც, მისი ბრალი სულაც არაა. ის არსად ჩქარობდა, დინებას მიჰყვებოდა, ზედმეტს არ ლაპარაკობდა, გრძნობებს არ ჰყვებოდა, არ გიმტკიცებდა, რომ “ერთადერთი” იყო. მის ყოველი საქციელი ამტკიცებდა მის “ერთ-ერთობას” და შენ მაინც ჯიუტად თავს აჯერებდი, რომ ეს ყველაფერი ზედაპირზე ხდება, შიგნით სიღრმეში კი ყველაფერი სხვაგვარადაა.

როგორ იქცევი მაშინ, როდესაც გული გიგრძნობს, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად დაშორდებით. და ეს მოხდება უფრო “ადრე”, ვიდრე – “გვიან”. უფრო “მტკივნეულად”, ვიდრე – “მშვიდად”.

როგორ იქცევი, როცა ხვდები, რომ ურთიერთობას ვადა გაუვიდა?

missing_you

იქნებ შენ უნდა გადადგა პირველი ნაბიჯი და დრო უკეთესის მოლოდინში ტყუილ-უბრალოდ არ უნდა გაწელო? იქნებ მის წვალებას თავი უნდა დაანებო და შენც კარგად დაფიქრდე, რა გინდა მომავალი ურთიერთობებისგან? იქნებ დაშორებისგან მოყენებულმა ტკივილმა მიგახვედროს, რომ არსად წასვლა არ გინდა? რომ ეს ვადაგასული ურთიერთობა გირჩევნია უმისოდ ყოფნას.

იქნებ სავარჯიშო დარბაზში უნდა წახვიდე და მოწოლილი ემოციები სარბენ ბილიკზე დატოვო? იქნებ საცურაო კოსტუმი უნდა ჩაიცვა და წყალს შეაფარო თავი?

იქნებ უბრალოდ უნდა გაჩერდე? გაჩერდე და გაჩუმდე.

იმიტომ, რომ ტკივილი, რომელსაც დაშორება მოგიტანს იმაზე უფრო დიდი იქნება, ვიდრე ეს გაუფერულება. იმიტომ, რომ იქნებ სინამდვილეში “ვადის გასვლის” მერე იწყება ნამდვილი ზრდასრული ურთიერთობა. ვნებათაღელვების და ერთმანეთზე დამოკიდებულების გარეშე. იმიტომ, რომ იქნებ ეს “ვადის გასვლაა” ის მისტიკური საზომი, რომლითაც ნამდვილი სიყვარული იზომება და რომელსაც თუკი დაძლევ, უფრო მეტს მოიმკი.

იქნებ მას უნდა დაუთმო პირველი ნაბიჯის უფლება? კაცია მაინც.

ან იქნებ სიყვარული არ არსებობს?

scariest_thing

21 კომენტარი to this post
  1. ცოტა პესიმისტურია, მაგრამ ძალიან აქტუალური…
    ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როცა არ იცი, რა ქნა, არც წასვლა გინდა და არც დარჩენა და ვერ წყვეტ, რომელ კედელს შეეხეთქო….

  2. ძალიან ბევრი “მაგრამ” და კითხვის ნიშნები დაგიტოვებიათ ჩვენთვის:)))
    ჩემი აზრით, ყველა ურთიერთობაში, რაღაც მომენტში, დგება კრიზისი და თუ ამას გადალახავ და მიხვდები, რომ მის გარეშე ცხოვრება თუნდაც შეგიძლია, მაგრამ აღარ გინდა, თუ ისევ მისკენ იწევს გული, მერე უკვე სხვა ფაზაში გადადის სიყვარული და ურთიერთობა ნამდვილი, გამოცდილი და მყარი ხდება!..

    • “მის გარეშე ცხოვრება თუნდაც შეგიძლია, მაგრამ აღარ გინდა”

      მგონი ეს მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

  3. ჩემთვის დროული პოსტი იყო ((( ზუსტად ახლა ვფიქრობდი ჩემს ურთიერთობაზე, რომელსაც თითქოს ვადა გაუვიდა და ამ პოსტს წავაწყდი. გმადლობ ))

  4. არის რაღაც სხვა უხილავი ძაფები , რომლის გაწყვეტა არ გინდა , ახლიდან დაწყება გეზარება ან უბრალოდ შეჩვეული ჭირი გირჩევნია.

  5. მე არ მჯერა იმის, რომ გრძნობების გაუფერულების და ურთიერთობების გაცივების მერე რამე კიდევ შეიძლება აეწყოს და გადარჩეს. თუ რეალურად გრძნობ, რომ ერთმანეთი აღარ გიყვართ და დაშორების საკითხს ყოველდღიურად არჩევ საკუთარ თავთან, მაშინ მორჩა. ყველაფერი მართლაც დამთავრდა და სიმართლეს თვალებში უნდა ჩახედო.

  6. “იქნებ ეს “ვადის გასვლაა” ის მისტიკური საზომი, რომლითაც ნამდვილი სიყვარული იზომება და რომელსაც თუკი დაძლევ, უფრო მეტს მოიმკი.” – მე ამ გზას ვირჩევ, როდესაც ვხედავ, ურთიერთობაში რაღაც მერევა… :)

  7. აქტუალური თემაა ჩემთვის :( ცოტა ხანში მეცოდინება ამ კითხვებზე პასუხი

  8. ისევ თავიდან შევაყვარებ თავს და ვიბრძოლებთ ბევრს, რომ ვერასოდეს ვერავინ და ვერაფერმა დაგვაშოროს ♥.

  9. იქნებ სავარჯიშო დარბაზში უნდა წახვიდე და მოწოლილი ემოციები სარბენ ბილიკზე დატოვო? იქნებ საცურაო კოსტუმი უნდა ჩაიცვა და წყალს შეაფარო თავი?

  10. dzalian cudad var ar vici rogor moviqce.wasvlit sad unda wavide tviton tu wava davisveneb …ase jobia mgoni…sxva gamosavals ver vxedav…mombezrda yvelaperi…

  11. ra drouli postia ….swored aseti situacia maqvs tan didi xania grdzeldeba da dasasruls bolo ar uchans ara da vici rom ganwirulia…am postit kidev upor davrwmundi,rom morcha :) madloba avtors.

  12. მე ვთვლი რომ თავს როცა გალიაში გრძნობ, როცა აღარ გსიამოვნებს და გაბედიერებს ურთიერთობა უკვე შეყვარებულობის პერიოდში და ეს უფერულობა როცა დიდი ხანი იწელება ყველაფერი უნდა დაამთავრო. იმიტომ რომ ყოველ დღე, ყოველ დილით დაგტანჯავს ეგ ფიქრი. მართალია ასეტი ტკივილისთვის ერთმანეთის გამეტება რთულია მაგრამ, მერე უფრო ცივი გონებით განსჯი

  13. გაურკვევლობაა აი რა არის ყველაზე საშინელებაა როსა ურთიერთობა ჩიხში შედის და გზა ერთია გადალახო???რააა??გიყვარს იმდონემდე გიყვარს რომ ძარღვებში სისხლი გეყინება მტელი სხეულით მთელი არსებიტ აუხწერელია ის გრძნობა როგორც გიყვარს მაგრამ დამთავრდა დამთავრდა არა იმიტომ რომ ვადა გაუიდა ან გაუფერულდაა უბრალოდ გტკივა და დაიღალეე უბრალოდ გაუშვებ შენი სხოვრებიდან მმაგრამ სამუდამოდ დარჩება გულში,გონებაში და სყლში უშვებ იმიტომ რრომ ჯობია შეინარჩყნო ის გრდნობა რითას ხარ გაჟგენთილი ვიდრე გამოგფიტოს გაყრკვევლობამ

შენ რას იტყვი?