Home მკითხველის ისტორიები

წერილი ერთი გოგონასგან, რომელიც თქვენს მხარდაჭერას საჭიროებს:

“მას შემდეგ ჩემი ცხოვრებ თითქოს რადიკალურად შეიცვალა, დაღი დამასვა მომხდარმა ფაქტმა, თითქოს ჩემი დრო უკვე წავიდა, რამდენი ხანია უკვე აღარ მსმენია, რომ ვინმეს მოვეწონე ან მსგავსი. არადა ადრე განებივრებული ვიყავი საპირისპირო სქესის მხრიდან.

რაც მოხდა ამის დამსახურებაა დღევანდელი ეს სიტუაცია. სასაცილოა და მონატაცები გოგოს მოწონება ან სიყვარული ხომ დღევანდელ  საქართველოში ‘გრეხია’! შეცდომას არ გპატიობენ. შეცდომას, რომელიც შენ დაუშვი და არა მათ. შეცდომამ, რომელმაც ზიანი შენ მოგაყენა და არა მათ. ისინი ხომ სხვები არიან, მათ ხომ არ შეეხებიათ ის, რაც მე გადავიტანე, თუმცა რა…

ეს პატარა ქალაქია, ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის. გაივლი ქუჩაში ხელს მოგათითებენ, “ნახე ეს ისაა, რომ გათხოვდა და მერე დაბრუნდა, იცი? თურმე ბიჭის დედას არ მოსწონებია და გოგო დაუბრუნებიათ…”

სინამდვილეში კი არავინ იცის რა იყო, მხოლოდ მე ვიცი და მეც ჩუმად ვარ, რა აზრი აქვს ხმის ამოგებას მოგისმენენ? გაგიგებენ? რა თქმა უნდა არა, ბრბოს ხომ მხოლოდ ის ესმის და მხოლოდ იმას გებულობს, რაც თავად აწყობს. მე კი მირჩევნია ჩუმად ვიყო. ჩემი ტკივილი, სიმართლე, შეცდომა გულში დავიტოვო, მაგრამ მზად ვარ თუკი ვინმე გულწრფელად დაინტერესდება რეალობით გავუმხილო ის, რაც ჩემია, მაგრამ ასეთები მხოლოდ ფიქრებში არსებობენ, რეალურ სამყაროში არარეალურნი არიან.

მიკვირს რატომ? მაგრამ პასუხი თავადაც არ მაქვს, ალბათ იმიტომ რომ  მე ვარ განსხვავებული, სხვა სამყაროში გავიზარდე, მდაბიო აზროვნება უცხო და მიუღებელია, ამის თქმა კი ხმამაღლა არ შემიძლია მეტიჩრობაში ჩამითვლიან, თავიანთი ჭკუით ჩამქოლავენ, არადა ვერაფერს დამაკლებენ. ჩემი სიმართლით ვცხვრობ, იმ სიმართლით რომელიც ჩემივე სამყაროშია სამართლიანი, სამყარო სადაც მე ვცხოვრობ და ადგილიც ბევრია, მაგრამ ჯობს ცარიელი იყოს ვიდრე ისინი დამკვიდრნენ ვისი ადგილიც არ არის.

ცხოვრებამ წერის სურვილიც დამიკარგა, წერის ანუ გრძნობები გამიქრო, არანაირი განცდა აღარ არსებობს ჩემს სხეულში, ნუთუ ერთი ადამიანი მაინც არ გამოჩნდება რომელიც შეძლებს და სურვილი ექნება ჩემს გვერდით ყოფნის ყოველგვარი ეჭვის და წარსულის დაუმადლებლობის გარეშე?

ძნელია როცა გრძნობ, რომ წარსულის გამო უარგყოფენ მაგრამ, იმას ვერ ხვდებიან რომ ეს წარსულია და არა აწმყო. თუმცა რას მიხვდებიან, თვითონ ხომ ეს გზა არ გაუვლიათ…”

14 კომენტარი to this post
  1. ხალხის თაობაზე მართალია ეს ადამიანი… ყველზე ცუდი კი ისაა როდესაც იცი შენი შეცდომა, ცდილობ გამოასწორო მაგრამ ამის საშუალებას არავინ გაძლევს….. მაგრამ წარსულის გამო თავს ნურავის დააჩაგვრინებ! ნუ შეგეშინდება შენი აზრის ხმამაღლა გამოთქმის ხოლო ვინ როგორ გაიგებს ეს უკვე მათი საქმე იქნება… მთავარია შენ თავთან და ახლობლებთან იყო მართალი!

  2. am werils rom waikitxaven yvela dagetanxmeba da shen dagicavs, magram sinamdvileshi sazogadoeba martlac brbodaa qceuli da saerto, uazro azri aqvt aset sakitxebtan dakavshirebit:(:(:(:(:(

  3. xalxis taobaze martla martalia es adamiani. cudia, rom xalxi sxvebis saqmeebshi ereva. chemi azrit am adamians aranairi shecdoma ar daushvia. yvelam tavis tavs mixedos.

  4. არ შეიძლება ეგეთი დამოკიდებულება. ხალხს უნდა უთხრა, რომ გაჩუმდნენ და გაჩუმდებიან. ჩემი აზრით, თვითგვემას უნდა მოეშვა და წარსულში დატოვო უსიამოვნებანი.

    ვერავინ შეძლებს ჩემს დამცირებას, თუ მათ ამის უფლება თავად არ მივეცი.

    ასე რომ, მყარად დადექ მიწაზე და დაიცავი შენი უფლებები, მადლობა ღმერთს, არაბეთსა და ავღანეთში არ ვცხოვრობთ. ყველა ბნელი ვერ იქნება.

  5. me vpiqrob shen tviton xar realur samyaroshi mcxovrebi ararealuri arseba…(shen ar ginda, ar cdilob shecvalo sheni awmyo…..) დიანა კვარაცხელია-s vetanxmebi tu ar ginda rom dagamciron nu miscem im brbo sazogadoebas (romlis wevric titoeuli chventagania) sheuracyopa mogayenos…..

  6. ra uazrobaa aset xalxs yuri rogor unda daugdo mousmino. rogorc shen ginda ise una icxovro, xalxi brboa. sxvisi azri rashi gainteresebs, shen tviton una moaxerxo sheni tavis xalxshi adaptireba, da ar daisva ragac uazro dagi. think pink ♥

  7. xandaxan prolemis mteli sirtule tavad pirovnebidan gamomdınareobs.araperı araa tavıstavad cudı an kargı.mtavarıa shen rogor shexedav mas.shenshı sındısı sakmarıs agemateba da shens ganvlıls tavad uyureb skeptıkurad.axla shen dıdı kompleksıs matarebelı xar da shenı panjrıdav xedav movlenebs.ar arsebobs asetı ragac.ubralod moshale kedelı romelıc samyaros da shens shua agmarte.da aucıleblad mova rogorc ugırsı ıse gırseulı.gansxvavebas shen gaaketeb mere.es arıs problema magram ara katastrofa.cxovreba grdzeldeba da shenı shecdoma ar nıshnavs rom vınme shenze magarıa.gırseulıa anda uketess ımsaxurebs.gcamdes uplıs da shenı tavıs.giyvardes moyvası da aucıleblad shegıyvarebs ısıc.

  8. მდაჰ.
    მე მაინც მგონია, რომ სხვები ისეთად აღგიქვამენ, როგორადაც შენ თვითონ აღიქვამ თავს. ასე არაა?
    არ ვიცი, ამაშია საქმე, თუ არა, მაგრამ გადამტყავდა ენა იმის მტკიცებით რომ 3 სანტომეტრიანი შემაერთებელი ქსოვილი არ წყვეტს ადამიანის ადამიანობას და ვერაფრით ვერ იქნება ბოზობის თუ პატიოსნების საზომი! ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა, რომ ამის შეგნება არ უნდათ თვითონ ქალებს!
    მოკლედ, სადამდეც ჩვენ გვენდომება, რომ დისკრიმინაცია ავიტანოთ, იქამდე ყველა მსურველი დიდი სიამოვნებით შეგვაწმენდს ფეხებს და იმაზეც არ დაგვზარდებია, მეორედ მობრუნდეს იგივეს გასაკეთებლად. ამ წერილის ავტორს ურჩევნია, იმაზე დაფიქრდეს, სად უნდა ცხოვრება და როგორ. თუ გინდა, რომ მონატაცების სახელი გერქვას, ჩადრით იარო და ცოცხლად დაიმარხო, სხვა არავინ შეგაშველებს ხელს. მაგრამ რახან წერილს წერს, არის იმედი, რომ ტივი არ წაუღია წყალს. ხოდა აფართხალე ფეხები. მდინარეს 2 ნაპირი აქვს, მეგობარო. და დაიმახსოვრე, შენ შენთვის ცხოვრობ და სამყაროც ისეთი შავი არაა, როგორც ახალგაღვიძებულზე ჩანს. ვინც ეძებს, ის პოულობს, ხოდა, სწაორად მოძებნე :)

  9. depresiahi nu havardebi xalxi brboa da urhevniat gakicxon, yvela da yvelaferi samwuxaro.tavs hemuzaxe da zlieri iyavi, aucileblad gamohndeba iseti adamiani vinc yvelanairi kitxvis dasmis garehe migiges=b da gverdhi dagidgeba, gjerodes amis

  10. ვის გამო და რის გამო იგდებ თავს ასეთ მდგომარეობაში? რატომ გინდა გაიგო ვინ რას ფიქრობს შენზე, რომელი საუკუნეა, ვის რაში აინტერესებს სხვისი აზრი, იცხოვრე რა შენი ცხოვრებით რაში გჩირდება ვიგაცის გაგება და თანაგრძნობა, სანამ ეგეთი შეშინებული და გასაცოდავებული იქნები ხალხს მუდამ ექნება შენიი დაცინვის სურვილი, ნურავის მისცემ ამის უფლებაას, იყავი ძლიერი, განსხვავებულ ადამიანებს ვერ იტანს საზოგადოება, ხოდა ძა;ლიანაც კარგ არც გჩირდება საზოგადოების სიყვარული, იცხოვრე შენი ცხოვრებით, ატას ყ…. გადამხტრები ბევრად წარმატებულები არაიან ცხოვრებაში ვიდრე შენნაირები, გაახილე კარგად თვალები, რეალურად უყურე სამყაროს

  11. ჩემო მშვენიერო, ცხადია მივმართავ ამ წერილის ავტორს, იმ ,,ბნელი" ხალხის აზრი თუნდაც ათარსობით უიყნენ სულაც ნუ განაღვლებს.
    დამერწმუნე ბევრია შენს მდგომარეობაში მეტ – ნაკლებად, ვისაც ის მიღმა სამყარო აქვს , გვერდით მიგულე <3

  12. მოეშვი თვითგვემას, დაიკიდე ყველას აზრი, გაიმართე მხრებში და ყველაფერი კარგად იქნება. ისევ შენ თუ არ შეუძახე საკუთარ თავს, სხვა ამას არ გააკეთებს.
    წარამტებები! ვიღაც ნაგავის გამო არ ღირს იმედის დაკარგვა… დრო გავა და თავადაც მიხვდები :*

  13. როდის უნდა დაანებოს ამ ხალხმა სხვის ცხოვრებას თავი..მეზიზღება უკვე თბილისი ეს ქვეყანა ამდენი პარაზიტის გამო..სულ ამ პარაზიტების ბრალია უამრავ ადამიანს ცხოვრებას რომ ურთულებენ…გამაგრდი მეგობარო ყურაღება არ მიაქციო არ მისცე უფლბა შენი ცხოვრება მართონ,სიცოცხლის ბედნიერი წუთები წაგართვან ♥

შენ რას იტყვი?