Home ურთიერთობები

ყველას აქვს მისი პირადი ცხოვრება, ცხოვრება და სიამოვნება, ხოლო იმისათვის რომ ჩვენი სიამოვნების განცდა არ მოგვიწიოს ეულად (ნუ თუ შეიძლება მაგ შემთხვევას ვუწოდოთ სასიამოვნო, მაშინ როცა ეულად ხარ) არ იქნებოდა ურიგო გავცნობოდით მეტ-ნაკლებად საზრიან და სანდო სტატიიას.

მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ ეს წესები ყველა ქალმა იცის ქვეცნობიერად, არ იქნება ცუდი ამის შეხსენება არგუმენტირებულადაც.

წყვილი

1. სიცილი

უნდა აღინიშნოს რომ სიცილი მამაკაცთან საწოლში (მისი სიამაყის შემხედვარე) არაფრით არ შეიძლება მიუხედავად იმისა იცინით თქვენ სიამაყისა და ბედნიერებისაგან, თუ გაგახსენდათ სასაცილო სიტუაცია და ა.შ.

ასეთ შემთხვევაში მამაკაცი აუცილებლად განაწყნედება და შემდეგ მისი დარწმუნება იმაში, რომ თქვენ არ გაგეცინათ მის მოძრაობაზე, აღნაგობასა თუ მიხვრა მოხვრაზე ფაქტიურად შეუძლებელი იქნება.

აქვე უნდა აღინიშნოს რომ სექსის დროს სიცილი ასევე შეურაცხყოფს ქალსაც.

2. პარტნიორების რაოდენობის ხსენება

საუკეთესო ვარიანტია თუ ამ თემას საერთოდ არ შეეხებით.თუ მაინც და მაინც მამაკაცი არ გეშვებათ და უნდა სიმართლის გაგება შეგიძლიათ უპასუხოთ 1 (თუ ეს სიმართლესთან ახლოა), ან შესაძლებელია უპასუხოთ რამოდენიმე (თუ პარტნიორები იყვნენ 10მდე ან ცოტა მეტი :) )

ძირითადად ასეთ შემთხვევებში მამაკაცი მომართულია იმისაკენ რომ დაიჯეროს თქვენი ნათქვამი. შესაძლოა ის ამბობდეს, რომ მას უბრალოდ აინტერესებს და მეტი არაფერი, ამ შემთხვევაშიც კი, არ ღირს ზუსტი დეტალებისა და რაოდენობის დასახელება, მისივე კეთილდღეობისათვის.

ნებისმიერ ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე მამრსაც კი სიამოვნებს “პირველობა” და შესაძლოა სიმართლის ცოდნის შემთხვევაში მან არაფერი თქვას, ის ამას როდისმე მაინც ცუდად გაიხსენებს.

3. წინა თაყვანისმცემლების ცუდად მოხსენიება

განსაკუთრებით არ შეიძლება მათ სექსუალურ შესაძლებლობებზე ყურადღების გამახვილება, თუნდაც თქვენ გინდოდეთ ახლანდელი პარტნიორისათვის “კომპლიმენტის” გაკეთება.

ამის შედეგად შესაძლოა მის თავში მინიმუმ 2 ასეთი აზრი გაჩნდეს : ” ჩვენ რომ დავშორდებით მეც ასე გამანადგურებს” ან “იქნება ამას სჭირს რამე, ყველა ასეთი დებილი თუ ამასთან იყო”.

დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომ არც ერთი აზრი ჩვენს სასარგებლოდ არ არის. ყველაფერ ზემო ხსენებულს ჯობია თქვათ დაახლოებით ასე : “ჯერ არასოდეს ვყოფილვარ ასე კარგად”.

4. ყოფილების გახსენება

მამაკაცებს შეურაცხყოფთ ისეთი ფრაზებიც კი, როგორიცაა “გუშინ ვნახე X მისი შვილით , რა საყვარელი ბავშვი ყავს…”

ასევე თქვენი მამაკაცისათვის შეურაცხმყოფელი იქნება წარსულიდან პატარა სიტუაციის გახსნებაც კი, სადაც ფიგურირებს თქვენი ყოფილი.

სიცილი

5. ყველაფერში სიმართლის თქმა

არც ისე იშვიათია რომ მამაკაცებს (ისვე როგორც ქალებს) უნდათ იცოდნენ მათ პარტნიორზე ყველაფერი: ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობის დეტალებიდან დაწყებული მათ ახლანდელ ურთიერთობებში არსებული შეგრძნებებით დამთავრებული.

სექსუალური სიახლოვე და ემოციური მიჯაჭვულობა თითქოს საკმარისი მიზეზებია იმისათვის რომ ორივე ნახევარმა მშვიდად მოისმინოს ყველა წარსულისა თუ აწმყოს ისტორიები და განცდები , იმ იმედით რომ “ჩვენ ხომ ასე კარგად და ამდენი ხანია ერთად ვართ და უკვე ხელს ვეღარაფერი შეგვიშლის”.

ზუსტად ეს არის შეცდომა. იცოდეთ ეს არათუ საკმარისი საერთოდ არაფრის მომცემი პირობაა მსგავსი საუბრებისათვის. არ ღირს პარტნიორის განაწყენება ისიც წარსულის გამო. არ დასვათ შეკითხვები და თვითონაც უარი თქვით პასუხზე.

6. ტკივილის მიყენება

მიუხედავად იმისა დნება თუ არა პარტნიორი თქვენი გრძელი ფრჩხილების დანახვისას (სავარაუდოა რომ მაგაზე მხოლოდ თქვენი მეგობრები დნებიან), მაინც არ ღირს მისთვის ზურგის დაკაწვრა, ვნების შემოტევისას. ის რაც ეკრანზე შესაძლოა ძაიან ეროტიკულად გამოიყურებოდეს, რეალურ ცხოვრებაში ფრიად მტკივნეულია.

7. არასასიამოვნო სუნები და არომატები

კაცები ძალიან მძაფრად გრძნობენ ქალის სხეულზე არსებულ ყველა სუნს, იმდენად მძაფრად გრძნობენ რომ შესაძლოა ერთი “არომატის” გამო საერთოდ გაუქრეთ სიახლოვის სურვილი. ნუ ეცდებით სხეულზე სუნამო იპკუროთ უკეთესი შედეგისათვის.

მამაკაცისათვის სხეულის ბუნებრივი სურნელი ყველაზე მისაღები და ყველაზე საყვარელია, ასე რომ ჯობია თქვენს სხეულს წყლის წვეთების, შხაპის გელის, ტანის კრემისა და რბილი პირსახოცის ხაოების ერთობლივი არომატი ამკობდეს რაც თქვენი სხეულის ჭეშმარიტ სურნელებასთან ახლოა და ქმნის კიდეც მას.

ავტორი
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
მსგავსი სტატიები
15 კომენტარი to this post
  1. სტატიას ვეთანხმები.

    განსაკუთრებით – ყოფილების ამბავში.

    ძაან დიდი turn off-ია :დ გინდ კაი ითქვას და გინდ ცუდი პახოდუ.

  2. სტატიას ვცელომ ვეთანმხები…

    ვოტ ტოლ’კო დაკაწვრასთან დაკავშირებით ისე რა :) ნუ ახლა, კილომეტრიანი ფრჩხილები არ უნდა გქონდეს… :მო:

  3. მეც ვეთანხმები სტატიას, თუმცა რაღაც ისე უშნოდ კიარადა ბევრჯერ იყო ნახსენები ყოფილი, რომ ყურსა და თვალს ცოტა არ იყოს ცუდად მოხვდა…

    რა და რატომ უნდა დაინტერესდეს შენი ყოფილი შეყვარებულით ახალი შეყვარებული???
    მე ხომ არ მიჩნდება კითხვა: “ჩემამდე რომ იყო, როგორი იყო???” ხშირ შემთხვევაში ძალიან მკიდია კიდევაც ვინ ჰყავდა და როგორი იყო…
    იმიტომ არის ex, რომ ის წარსულია..

  4. “თუ მაინც და მაინც მამაკაცი არ გეშვებათ და უნდა სიმართლის გაგება”, და ამას თუ ლოგინში გეკითხებათ, შეგიძიათ თავისუფლად ადგეთ, ჩაიცვათ, დასცინოთ და სახლში წახვიდეთ/კარისკენ მიუთითოთ :):):))))))))

  5. ნათარგმნი რომ არის როგორ ეტყობა. 10 პარტნიორი რა უბედურებაა ცრკთან კი არ დგას ვიღაც :D საერთოდ კი სტატია საინტერესოა ;)

    • შენ ეგრე გეგონოს და 10ც ყავთ და მეტიც, ამ ჩვენ ქართველ გოგოებს რომ თავი პატიოსნად მოაქვთ, და ყველაზე მეტი ამ ე.წ სოფლებიდან და რაიონებიდან გადმოსულ გოგოებშია , არ იციან რითი დაიმკვიდრონ თავი და ან რა არის კარგი., და შეხედავ რაღაც ჩამოძონძილია აცვია იბრუნწკება, გეგონება ახლა გადმოვარდა აკვინადანო და აკვიდან კი არა ახალი გადმოვარდნილია ვინ იცის მერამდენე კაცის საწოლიდან.მე პირადად ერთი შემხვდა ეგეთი გორელი, წითელი ლოყებით, ნადიეტარი ტანით, მეთქი რა უნდა ამ ყოველღამე რას მთავაზობს შეხვედრებს, რომ მივიდა ფეხების გაშლამდე საქმე მაიმუნის “…ლე” ცოტა იყო მისთვის. ანონიმურობა დაცულია :დ

შენ რას იტყვი?