Home ურთიერთობები

სულ ახლო წარსულში მეგობართან ერთად ვბჭობდი იმის თაობაზე თუ რა უნდა ქნა, როდესაც თითქმის უცნობ ადამიანთან მიდიხარ პაემანზე.

მოგეხსენებათ ასე დროს ხშირად ჩნდება უხერხული, ჩუმი პაუზები, ზოგჯერ არ იცი რა თემაზე შეიძლება ესაუბრო ადამიანს, თითქმის არ გაქვს წარმოდგენა მის მსოფლმხედველობასა და ინტერესებზე.

დიდი ხნის საუბრის მერე მე ჩემი ვერსიები შევთავაზე. თქვენც გაგიზიარებთ, რადგან ვფიქრობ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი მომენტების გამო ასეთ ექსტრემზე უარის თქმა არაფრით შეიძლება.

First_Date_by_pesare

იუმორი

ჩუმი პაუზების გასაუვნებელყოფად რამდენიმე სულელური ხუმრობა უნდა მოიფიქროთ, ნებისმიერი თემაზე.

შეგიძლიათ ასეთ დროს მოყვეთ:

  • როგორ დაილეწეთ გუდაურში და როგორ მოგხვდათ თავში საკუთარი თხილამური;
  • როგორ ჩამოვარდით ბავშვობაში საქანელიდან და ამოგევსოთ ცხვირ-პირი მიწით;
  • როგორ შეგაშინათ სოფელში ძაღლმა და შიშმა გადაგახტუნათ მეზობლის 2 მეტრიან ღობეზე;
  • როგორ დაავიწყდით დედას სკოლაში და როგორ გიპოვნათ მეზობელმა;

მოკლედ ვარიანტები ასეთ დროს სიტუაცის განსამუხტად ბევრია. ნებისმიერი სასაცილო ან/და სულელური ისტორია გამოდგება. ამასთანავე, ჩემი გამოცდილებით, ასეთ დროს ჯობია ყველაზე ამაზრზენი და სასაცილო სახეებიც მიიღოთ. ეს თანამოსაუბრეს გამოაფხიზლებს და გაახალისებს. იგი აუცილებლად მოდუნდება და საუბარიც უფრო მარტივად წარიმართება.

რა თქმა უნდა, ასეთ დროს არის შანსი ცოტა შერეკილის შთაბეჭდილება დატოვოთ, მაგრამ ჩემი აზრით ადამიანებს შერეკილი “სასტავი” უფრო მეტად იზიდავთ, ვიდრე გულისრევამდე წესიერად აღზრდილი, ზრდილობიანი ახალგაზრდები.

kiss

თემები

როგორ შევარჩიოთ თემები ისე, რომ მისთვისაც და თქვენთვისაც საინტერესო იყოს აქ ცოტა უფრო რთულადაა საქმე.

პირველ რიგში უნდა ისწავლოთ ისეთი კითხვების დასმა, რომელიც აალაპარაკებს თანამოსაუბრეს, აიძულებს მას “ხო ან არა”-ს გარდა კიდევ რამე ამოთქვას.

ასეთი გამხსნელი კითხვის დასმისას თემატურად  თქვენს შესახებაც მიაყოლეთ მოკლე ისტორია, ეს ბევრად გაახალისებს დიალოგს და უბიძგებს სხვასაც გულსწრფელობისკენ.

თუ მაინც დიდად არ გამოგივიდათ მოსაუბრის გახსნა და აყოლიება წამოიწყეთ საუბარი სპორტზე, რომელიმე კონკრეტულზე კი არა, ზოგადად. თითქმის ყველას (ადამიანების 90 %-ს) რომელიმე ერთი სპორტი მაინც მოსწონს.

არის სხვა ვარიანტიც, დაიწყეთ ფილმებზე საუბარი, ამ საუკუნეში იმდენი ფილმი კეთდება, რომ რომელიმე (ბოლოს გამოსულებიდან) ან ნანახი ექნება ან მოსწონს.

პირველი პაემანი

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ყველაზე წუნიებსაც კი, აქვთ საყვარელი საჭმელი, რომელზე საუბარიც დაუსრულებლად შეუძლიათ. მით უმეტეს, თუ ეს მსუნაგი არსება მამრობითი სქესისაა, უფრო დიდია შანსი, მეტი სიყვარულით და შთაგონებით ისაუბროს ამ თემაზე.

შეგიძლიათ დაინტერესდეთ იმით თუ ჰქონდა ბავშვობაში ისეთი სათამაშო აპარატები როგორიცა “დენდი” ან “სეგა”, შემდეგ კი საუბარი უკვე ამ საუკუნის კომპიუტერულ თამაშებზე გადაიტანოთ და ახალი ადამიანი აღმოაჩინოთ მასში.

რა თქმა უნდა ავტომობილებიც კარგი თემაა, თუ თქვენს რჩეულს  ჰყავს მანქანა ან შემჩნეულია ამ თემატიკის სიყვარულში, მერე რა თუ თქვენ ვერ ერკვევით? დაუსვით სულელური და გულუბრყვილო შეკითხვები, თუ ის ავტოსპორტში თავით ფეხებამდეა ჩაბმული ნამდვილად არ დაეზარება ყველა დეტალის აღწერა და ახსნა.

და ბოლოს რა თქმა უნდა სტანდარტული (არისტოკრატული) თემებია: ამინდი, სეზონი და ქალაქი (მისი გაფორმება და არქიტექტურა).

ვფიქრობ, თუ ეს რჩევები არ გამოგადგათ, სასწრაფოდ აიკარით გუდა-ნაბადი და გაიქეცით იმ ადამიანისგან, ის ყველაზე მოწყენილი და უინტერესო ქმნილება ყოფილა დედამიწაზე და თქვენ ასეთი ნამდვილად არ დაგჭირდებათ!

randevu

ავტორი
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
14 კომენტარი to this post
  1. Blanc in action :D
    არ მაქვს ხოლმე ეს პრობლემა, ყველა балтунი მე მეწებება და :D
    მერე ვზივარ ჩუმად და ისინი ქაქანებენ :D

  2. ყველაზე არასასიამოვნოდ რაც მახსენდება: როგორ მიყვებოდა ჩემი date ეკატერინე ჭავჭავაძის ისტორიას :(( come on man, I know you’re smart. what else are you?

  3. ამ შემთხვევაში საინტერესოა ე.წ. ”ზონდირების მეთოდი”, რომელიც ძირითადად კვლევებში გამოიყენება, ვთქვათ ფოკუს-ჯგუფებში, ან ინტერვიუებში, მაგრამ ჩვეულებრიც თანამოსაუბრესთანაც მიცდია და ძალიან კარგი შედეგი აქვს :)

  4. სასაცილო არ იყო მაგრამ მე ცუდად ვვაარ უკვე :დ:დ:დ კარგია საღოლ

  5. მეწებება და მსგავსი ბაქიაობები არ გვინდა აქ არ რია ^_^ დარწმუნებული ვარ პაემანი ჯერ არც გქონია :P

  6. ძალიან გამხსნელი თემაა ბავშვობა, ამის მერე ყველაფერზე შეიძება საუბარი :))

  7. ერთი რაც ახლა მახსენდება ისაა რომ სულ ის ლაპარაკობდა :დ მე პრინციპში ისე ვიჯექი

  8. აუ,ხო ვითომ არაფერი,მაგრაამ ფინალმა ბოლო მომიღო :დ :დ :დ ახლახან მქონდა ზუსტად ეგეთი პაემანი. დასაბამიდან დღემდე რა ფილმიც გამოსულა და რა წიგნიც წაგვიკიტხვას ყველაფერი ამოვწურეთ -_- რომ მოვედი სახლში,ეგრევე სოც.ქსელიდან დავაპირე მისი ამოშლა და უკვე ამოშლილი ვყავდი ;დ ;დ

შენ რას იტყვი?