Home მნიშვნელოვანი

ბევრისათვის შეძლება არ არის ცნობილი, რომ PCT (post-coital tristesse) – ანუ, სქესობრივი აქტის შემდგომი მელანქოლია ქალებზე მეტად მამაკაცებს იპყრობს.  მისი ხანგრძლივობა ხუთი წუთიდან ორ საათამდე მერყრობს.  თავად ტერმინი ლათინური – coital (სექსუალური ურთიერთობა) და ფრანგული – tristesse (მოწყენილობა) სიტყვების შეერთებითაა მიღებული და ასვე ცნობილია სექსის შემდგომი დეპრესიის სახელით – იუწყება ვიკიპედია.

ლათინური ანდაზა: “Omne animal post coitum triste praeter gallum mulieremque” – ყველა ცხოველი სქესობრივი აქტის შემდგომ იწყენს მამლისა და ქალის გარდა – ეხება სწორად ამ სინდრომს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ როგორც რომაელები შეცდნენ, ისე არც ვიკიპედიიაში განთავსებული სტატიაა ამ კუთხით მთლად სანდო, რამდენადაც ქალებიც საკმაოდ ხშირად განიცდიან ხსენებულ მელანქოლიას.

მათ შემთხვევაში გამოწვეულია აქტის შედეგად გამოყოფილი ნივთიერება პროლაქტინის ურთიერთქმედებით ნივთიერება დოპამინთან.

მამაკაცებში PCT -ის გამომწვევი მთავარი მიზეზი ორგანიზმის მიერ თესლის დაკარგვა და სხეულის გამოფიტვაა, რაც თან ახლავს აქტს. შვების ნაცვლად, ორგანიზმი გადაღლასა და სისუსტეს განიცდის.

არისტოტელესა და ბევრ სხვა ფილოსოფოსს, მწერალსა თუ პოეტს აქვთ შრომები PCT- ის შესახებ. პროლაქტინი, რომელიც რძის გამომუშავებაში ეხმარება ორგანიზმს, მამაკაცთა სხეულშიც მოიძებნება და თავს იჩენს ორგაზმის განცდისთანავე. ასევე, აღსანიშნავია, რომ პარტნიორთან აქტის შედეგად, 400%-ით მეტი პროლაქტინი გამოიყოფა, ვიდრე თვით დაკმაყოფილებისას, რასაც მეცნიერები მიჰყავს იმ მოსაზრებამდე, რომ პირველი უფრო აკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნილებებს, ვიდრე – მეორე. როგორც კი აიწევს პროლაქტინის შემცველობა ორგანიზმში, ის ემოციების მოზღვავებას განიცდის.

მელანქოლია იპყრობს ადამიანს მაშინაც, როცა მას რამდენიმე წუთით ადრე ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა მასთან, ვინც მისთვის არ არის “ძვირფასი”.

ყოველი შემთხვევისათვის, თუ კი აღმოაჩინეთ, რომ ეს სინდრომი თქვენს გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს. შესაძლოა, ფსიქოლოგიც დაგჭირდეთ.

თუ არ იმკურნალებთ, ორგაზმი თქვენში ღიმილისა და ბედნიერების ნაცვლად მელანქოლიასა და სევდას გამოიწვეევს.

8 კომენტარი to this post
  1. და რითი უნდა იმკურნალო პოსტ კოიტალური დეპრესია? დოსტინექსი ვაჯახოთ ორგანიზმს? : დ

  2. კი, მასეა ზოგადად. რაც წერია მართალია, ზოგი უკვირდება ოღონდ და ზოგი არა.აქაც ამდაგვარი რამეები წერია :)

    როგორ მივიყვანოთ ქალი ორგაზმამდე

  3. მე მჭირს უცნაურობა.. სექსის შემდეგ ყოველთვის ვტირი, გავაგიჟე ჩემი პარტნიორი.. არა და სექსი ძალიან მომწონს და ხშირად მინდება. სექსის დროს უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, თუმცა ორგაზმი არასოდეს განმიცდია. იქნებ ეს ანორგაზმიაა ჩემი ცრემლების მიზეზი? ან იქნებ სექსის შემდეგ პარტნიორის სითბო მაკლია? მართლა ვერ ვხვდები რა მჭირს..

    • კლიტორის გაღიზიანებით გიცდია ორგაზმის მიღწევა? ცადე, ორგაზმს აუცილებლად მიაღწევ და გეცოდინება როგორია, მერე შეადარე სექსის დროს რაც ხდება იმას და მიიღებ შედეგს.

  4. roca chems partniortan seqsi maqvs ver agvigrdznebi da dzalian ganvicdi.. radgan siamovnebas ver vigeb .ra sheidzleba iyos amis mizezi da rogor sheidzleba iolad agvigrdzno… ???

შენ რას იტყვი?