Home ურთიერთობები

იცით, სულ ახლახანს უხოელი სტუმარი იყო ჩამოსული ჩემს მეგობართან.

ისე მოხდა, რომ ერთ საღამოს ძალიან გადაჭედილ ბარში მოგვიწია წასვლა (სტუმარს ხომ არ მოვაწყენდით). ეს ადამიანი მამრობითი სქესის, ძალიან გახსნილი და მხიარული ვინმე გახლდათ. გულღია და კეთილგანწყობილი იყო გარშემომყოფებისადმი, სულ იღიმოდა. მოკლედ საუკეთესო თანამოსაუბრეც აღმოჩნდა.

ბარში ცოტა ხნის ჯდომის მერე გაოცებული სახით დაიხარა ჩემი მეგობრისკენ და ჰკითხა:
“აქ მე ადამიანთა გუნდის ორ სახეობას ვხედავ – მხოლოდ ქალები, რომლებიც ერთმანეთში აქტიურად ურთიერთობენ და კაცები, რომლებიც არც ერთმანეთში ურთიერთობენ და არც ამ ეულ ქალებთან, თუმცა ვერ ვხვდები, რატომ არის ასე”.

კიდევ ბევრი კითხვები დასვა იმ მიზეზების შესახებ, თუ რატომ არ მიდიან ეს კაცები ქალების გასაცნობად, ან პირიქით.

20130215_233746

ბარი El Centro

ჩვენმა სტუმარმა ვერაფრით გაიგო, რომ საქართველოში ცხვირის უსაშველო აბზუება იცის ყველამ ასეთ შემთხვევით ნაცნობობაზე, რომ შეუძლებელია ნორმალურად მოიქცეს კაცი ასეთ დაწესებულებაში, უარი მშვიდად და ზედმეტი მობეზრების გარეშე მიიღოს.

შემდეგ მეც დავფიქრდი – ნუთუ ჯერ კიდევ ვერ გავიზარდეთ და განვვითარდით აქამდე? რატომ არის ასეთი წარმოუდგენელი და არარეალური, რომ კლუბში, ბარში, კაფეში გაიცნო ვინმე ადეკვატური? იქნება ნორმალურ ადამიანებს ასე გაცნობა არ მიაჩნიათ ნორმად? მაგრამ ეგრეც ვერ იტყვი, ხომ ასეა?

დიდი ხანი ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი. თითქოს, ხომ ვნახეთ უკვე რაღაცები, ევროპას ვედრით, საზღვრებსაც ვტოვებთ, ამერიკულ ფილმებზე წვდომაც ყველას გვაქვს, ფიქრს და თვითგანვითარებას არავინ გვიზღუდავს – მაშინ სად არის ძაღლის თავი? იქნებ კულტურა გვაკლია? ან სულაც გაბედულობა?

ჩემთვის აუხსნელი ფენომენია ეს უსაფუძვლო მორიდებულობა თუ შიში. უარის თქმა ხომ ყოველთვის შეიძლება?

იქნებ ვინმეს გქონდეთ არგუმენტირებული ახსნა ამ ყველაფერზე?

ავტორი
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
6 კომენტარი to this post
  1. ქალები ცხვირს უაზროდ იბზუებენ, იმიტომ რომ ქართველ მამაკაცებში ჯერ ისევ ღრმადაა ფსევდო აზიური მენტალიტეტი. რაც ჩემი აზრით სიბნელე და შეუგნებლობა უფროა, ვიდრე მენტალიტეტი

  2. დავეთანხმები წინა დამპოსტველს ნათიას…
    და დავამატებდ იმასაც, რომ მამაკაცებს (უმეტესობას) არა აქვს გაცნობის რაღაც გამორჩეული, ინდივიდუალური მეთოდი, რითიც გამარჯობის თქმისთანავე კეთილგანწყობით დამუხტავს ქალს…
    ელემენტარულ მაგალითს გეტყვით:
    ამასწინათ მეგობართან ერთად სკვერში ვიჯექი,გაზაფხულის მზეს ვეფიცხებოდით,რომ შევამჩნიე ორი ახალგაზრდა ყმაწვილი გვიტრიალებდა… მაშინვე მივხვდი მოსვლას აპირებდნენ და ასე აგიხდეთ ყველაფერი…
    მტკიცე უარიც (როგორიც მსგავს სიტუაციებში მჩვევია) გამზადებული მქონდა, მაგრამ…
    მოვიდა და –"შეიძლება ლექსი წაგიკითხოთო"?…
    პირზევე შემეყინა ეს უარი, და ხისტი გამომეტყველება ღიმილმა შეცვალა… მშვენიერი ლექსი მოგვიძღვნა და რაღას ვიზამდით?… ასე მარტივად გაგვიცნეს…
    ადამიანზე, მის გამჭრიახობასა და მოხერხებულობაზეა ყველაფერი დამოკიდებული…
    თორე ბიჭი ნაგლად რომ აგაყოლებს თვალს ფეხებზე, ან უხერხულ ადგილებზე შეგავლებს თვალს და ასე ხარბი მზერითა და ტუჩების წკლაპუნით მოვა გამეცანიო, ნორმალურ გოგოს არა მგონია სურვილი გაუჩნდეს ასეთი არსების გაცნობის…

  3. მართალია, აი ამ მაგალითში ხომ ფაქტია რომ მოახერხეს გაოცება და სიამოვნების მონიჭება, რატომ ვერ ახერხებს ამას უმეტესობა? :|

  4. კეთილგანწყობა და კულტურა გვაკლია,ჯერ კიდევ შორს ვართ ცივილიზაციისგან!

  5. tbilisshi rac ufro magla aweven cxvirs ufro magari topi goniat tavi! quchashi vinmes rom miesalmo da gaigimo giji egonebi esaa qartuli kompleqsi romlesac araferi ar eshvela samwuxarod

შენ რას იტყვი?