Home ურთიერთობები

ის, რომ ამ საგანს სკოლაშიც ვერ იტანდი, გაკვეთილის გაცდენის საბაბად არ გამოგადგება: რის თქმასაც ახლა შენთვის ვაპირებ, იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირველ პაემანზე დაუვიწყარი შთაბეჭდილების მოხდენა ან მამაკაცის გულისკენ მიმავალ ლაბირინთებში გზის გაკვლევა.

ამიტომ გირჩევ, მოთმინებით აღიჭურვო და ერთი-ორი მარტივი რიცხვის მიმატება-გამოკლება შევისწავლოთ, თუ გინდა, სასიყვარულო ურთიერთობებმა იმედი არ გაგიცრუოს და ამ ურთიერთობების შედეგად მიღებული ჯამი მუდამ შენთვის სასურველი აღმოჩნდეს.

50/50

ჩვენი სამეტყველო პრაქტიკა ძალიან ხშირად ფარდას ხდის ჩვენსავე წარმოდგენებს.

აი, მაგალითად, როგორ მოგწონს, როცა რჩეული თავის მეორე ნახევრად მოგიხსენიებს? ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, სიყვარულის მათემატიკური ფორმულა ალბათ ასე ჩაიწერება:

½ + ½ =1

ან

0,5 + 0,5 =1

სიტყვიერად კი, ამგვარად განიმარტება:

სასიყვარულო ერთობისთვის ნახევარ-ნახევარი ადამიანის მონაწილეობაა საჭირო.

რა გაცინებს? ამ ფორმულის ცხოვრებაში გამოყენებას თუ მოინდომებ, საქმე სასაცილოდ ნამდვილად არ გექნება – ნახევარი ადამიანის კარგად ყოფნა ვის გაუგია?!

კიდევ უარესი, თუ შენი პარტნიორი ამ პირობამ არ დააკმაყოფილა და არსებულ ტოლობაში საკუთარი წილის გაზრდას შეეცადა, ვთქვათ, ამგვარად:

0,1 + 0,9 = 1

თუ თქვენი ერთიანობის შენარჩუნება იმად გიღირს, რომ არაფრად მიგაჩნია, თავი თითქმის ნულად იგრძნო (ალბათ გახსოვს 0,1~ 0), ამ ტექსტს ბოლომდე ნუღარ ჩაიკითხავ, ხოლო თუ ფიქრობ, რომ სიყვარულში ჰარმონიის მისაღწევად ორი მთლიანი და სრულფასოვანი პიროვნების მონაწილეობაა საჭირო, ერთი-ორი მაგალითიც ავითვისოთ.

1+1=?

ახლა ის შემთხვევა განვიხილოთ, როცა არა მარტო ქალი და მამაკაცი, არამედ ორი ჩამოყალიბებული პიროვნება ხვდება ერთმანეთს და არცერთი აპირებს შეიცვალოს. შედეგად რა მიიღება, ყველამ კარგად იცის:

 1 + 1 = 2

ოოო… ხედავ, როგორ გართულდა ყველაფერი?! ციფრი 2 რომ ერთიანობის სიმბოლოდ არ გამოდგება და შესაკრებებად დაშლის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს, პირველკლასელი ბავშვიც კი მიხვდება.

გამოდის, ხანგრძლივი და ჰარმონიული სასიყვარულო ურთიერთობისთვის სულ სხვა ფორმულაა საძებარი, მაგრამ სად? როგორ? ერთს ერთი რამდენჯერაც არ უნდა მიუმატო, იმდენჯერვე ორს მიიღებ.

1+1=1

მოდი ერთი, კარგად დავუფიქრდეთ… მართლა ასეა თუ… გააჩნია, რა შემთხვევაში.

ამას ფიქრი რას უშველის? რატომაც არა: აინშტაინის ფარდობითობის თეორია არ აღმოჩნდა უნივერსალური და ეს ტოლობა ვითომ ეგეთი რა ჭეშმარიტებაა?! აბა, რას იტყვი, მაგალითად, ასეთი რამ რომ შემოგთავაზო:

1 + 1 = 1

მათემატიკურად არასწორია? არაფერიც. თუ თავდაპირველ პირობაში სიყვარულს დაუმატებ, ეს ტოლობა აუცილებლად ჭეშმარიტი აღმოჩნდება.

აბა, ნახე, რა გამოვიდა:

თუ ორ დამოუკიდებელ და რეალიზებულ პიროვნებას ერთმანეთი შეუყვარდა, შეუძლია ერთ განსხვავებულ მთლიანობად გადაიქცეს ისე, რომ საკუთარი თავი არ დაკარგოს.

აბა, როგორ მოგწონს? მე – ძალიან.

თუმცა ეს უკვე „უმაღლესი მათემატიკის“ სფეროა და ალბათ… ბევრისთვის გაუგებარი.

იმედია, შენ იმ ბევრისგან განსხვავებული ხარ…

შენი აზრით სასიყვარულო ურთიერთობაში ვისი ინტერესებია უფრო მნიშვნელოვანი?

View Results

Loading ... Loading ...
37 კომენტარი to this post
  1. wowowowowow, ძალიან მაგარი პოსტია :დ შესანიშნავი, ავტორი ფორმაშია როგორც ყოველთვის :* ჩემი პასუხი გამოკითხვაზე კი შემდეგი: ერთი განსხვავებული მთლიანობის შესაქმნელად ორი სხვადასხვა არსება ყველაფერში უნდა შეუთანხმდეს ერთმანეთს, თანაც თანაბრად, ანუ ორივეს აზრი ერთნაირად უნდა იყოს გათვალისწინებული, წინააღმდეგ შემთხვევაში 1+1=1 გადაიქცევა ჯერ 1+1=1,1 მერე =1,2 და ასე საბოლოოდ ნამდვილ მათემატიკურ პასუხს მიაღწევს და 1+1=2-ს გახდება, ეს სიყვარული არ არის.
    პ.ს. მომიტევეთ ამხელა კომეტარისთვის :დ.

  2. ორივეს ერთდოულად)) ორივეს ინტერესები დაკმაყოფილებული უნდა იყოს და ამ შემთხვევაში მიიღწევა სრულყოფილება)) და საზოგადოება საერთოდ რა შუაშია :დ

  3. მთლად ეგრეც არაა, ბევრ ადამიანს არ ყოფნის 1+1=1 პრინციპით სიყვარული, ის კი არა 1+1=2-საც არ გამოსდით, მათთვის 1+1=3, და ეს მესამე საზოგადოებაა, უყვართ, მაგრამ თუ ხალხი ეწინააღმდეგება ბედნიერებას ვერ ახერხებენ. სუსტი ადამიანების, ან ზედმეტად კეთილთა ხვედრია ეს

  4. Rocker Meloman ისე კარგად უპასუხე სალომეს, რომ ჩემი კომენტარი აშკარად ზედმეტია :) დიდი მადლობა :*

  5. Rocker Meloman თუ არ მისცემ საზოგადოებას მაგის უფლებას და იმის უფლებას არ მისცემ რომ შენს და "ვინც იქნებას" ურთიერთობაში ჩაერიოს..არ ჩაერევაა )) მთავარია თითი დაუქნიოო :დ

  6. Ketevan Gogiashvili გმადლობ ქეთევან ისეთი პოსტის დაწერისთვის, რომ საშუალება მომეცა ჩემი აზრი გამომეთქვა

  7. მოგიტევოთ კი არა და… დიდი მადლობა :) გაკვეთილი ისეთი მაგალითებით გაამდიდრეთ, "უმაღლესი შეფასება" ალალია! იმედია, გამოცდაზე მასახელებთ :))

  8. Salome Afciauri გეთანხმები სალომე, მაგრამ ყველა ადამიანი ერთნაირი რომ იყოს, დამიჯერე სუსტად ყოფნასაც კი არჩევდი :დ ეს მოსაწყენია, ყველა ორიგინალურობას ასწრაფვის, ზოგი მორალის და წესიერების, ან რელიგიის ნიღაბს ეფარება და ამით ამართლებს თავის სისუსტეს. საბოლოო ჯამში ასეთი შემთხვევებიც არის – ვინც ვერ ეწინააღმდეგება, ის ემორჩილება საზოგადოების აზრს :))

  9. Rocker Meloman ვთვლი რომ ყველა ადამიანს შეუძლია დაძლიოს თავისი სისუსტე თუ ამას მოინდომეს მაგრამ ა მოინდომებს იმიტომ რომ სუსტია )) ისე მართალია ყველა ძლიერი რომ იყოს ბანალური იქნებოდა ))

  10. ეგო ჭამს და ეგო სვაამს : ) როგორც არ უნდა იყოს ეს : ) უბრალოდ ზოგიერთები მეტად არიან მიდრეკილი და მომზადებულები ფიქრისა და დიალოგისათვის ზოგიერთები კი ნაკლებად : ).

  11. მაგაში ცუდი არაფერია (ეგოს ვგულისხმობ), უბრალოდ, ოქროს შუალედის პოვნაა საჭირო. ზედმეტად ძლიერი ეგო ანადგურებს პარტნიორს, სუსტი – პიროვნებას, ურთიერთობას კი არც ერთი არგია და არც მეორე :)

  12. Ketevan Gogiashvili ჰო ზუსტად ამიტომ დავწერე რომ ცოტას შეუძია დიალოგზე წასვლა, მოსმენა და ამ ყველაფერზე დაფიქრება შემდეგ : )

  13. ინტერესები მაინც 50/50-ზე, რაღაცას თუ არ დათმობ, ტორტის ნაჭერსაც ვერ ჩაახრაბუნებ და პირიქით :). ეგომ, ხანდახან, შეიძლება ყველაფერი გაგიფუჭოს, ეგოს არარსებობასაც აქამდე მოყავხარ. ასე, რომ, ზომიერებ და კიდევ ერთხელ ზომიერება ყველაფერში.
    ზოგადად კი მე 1+1=3 ფორმულაც მომწონს <3.

  14. თამრი, მაპატიე, არ მინდა საკუთარი აზრით ზეწოლა მოვახდინო გამოკითხვის შედეგებზე, ამიტომ მხოლოდ მადლობით შემოვიფარგლები (პოზიციის დაფიქსირებისთვის) :)

  15. ძალიან მომწონს შენი წერის სტილი. საკითხავად მარტივი და საინტერესოა, თუმცა ყველაფრის ესე განზოგადება იმ წყალში ცურვას გავს, რომლის ნაპირიც ზედმეტად შორს არის გადასაცურად და თუ გადაცურავ ამ წყალში მეორედ აღარ შეხვალ :დ.

  16. ადამიანი შედგება ორი ნახევრისაგან, კარგი და ცუდი… სწორედ ამ კარდი ნახევრებით უნდა შეივსოს და გამოვიდეს "ერთი" ხოლო მეორეს მხრივ რაც მას "ცუდი" აქვს ის უნდა ჰქონდეს მეორე ნახევარს "კარგი"… შედეგად მივიღებთ ფორმულას: კარგ ნახევარს (რომელიც მეორე ნახევრისათვის ცუდია) + კარგი ნახევარი (რომელიც პირველისათვის არის ცუდი) = სრულ პიროვნებას (სადაც სხვადასხვა მხარეს მყოფი ადამიანები ერთმანეთის უკეთესი მეორე ნახევრები არიან)…

  17. ასეთი ზუსტი კომბინაციის შედგენა კომპიუტერსაც კი გაუჭირდება :)

  18. Ketevan Gogiashvili მარტო კი არ გაუჭირდება, უბრალოდ ვერ შეძლებს…. ვერც კომპიუტერი (ადამიანის ყველაზე დიდი მეგობარი) და ვერც თავად ადამიანი (კომპიუტერის შემქმნელი)…. გამოსავალი არის ძალიან მარტივი: ლაბირინთიდან ვერასოდეს გავალთ თუ არ მივყვებით და არ დავემორჩილებით მას, ვინც ლაბირინთს სრულად ხედავს… ღმერთზე მინდობა გაგვიყვანს სამშვიდობოს და გვაპოვნინებს იმ იდეალურს, რომელიც ჩვენი მეორე ნახევარი უნდა იყოს… :-)

  19. Xokaido T. Gnucious ღმერთი კი სიყვარულის ენაზე ლაპარაკობს… სწორედ ამიტომ დამჭირდა ბოლო მაგალითის პირობაში ამ კომპონენტის დამატება :) შესანიშნავი მკითხველი და კომენტატორი ხართ – დიდი მადლობა <3

  20. aba mxolod imis interesebs gauwio angarishi da sheni daiviwyo maseti urtiertoba didxans ar gagrdzeldeba, an piriqit sheni pirvel adgilze daayeno da sheni meore naxevari dagaviwydes. ertmanets unda gauwion angarishi :)

  21. რა თქმა უნდა, იდეალურია, როცა შესაძლებელია, ორივეს აზრი თანაბრად იქნეს გათვალისწინებული, მაგრამ, როცა შენ და შენი პარტნიორი პრინციპულად სხვადასხვა პოზიციაზე ხართ, ეს შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მოგიწევს არჩევნის გაკეთება და… როგორი იქნება თქვენი არჩევანი? :)

  22. albat chems azrs gavitvaliswineb :) tu saqme principebzea laparaki . magram normalur urtiertobashi principuli mdgomareobac "morigebadia" me vpiqrob shevtanxmdebit , saertod urtiertobas ise ver aawyob tu ragac ar datme ..

  23. Ketevan Gogiashvili albat chems azrs gavitvaliswineb :) tu saqme principebzea laparaki . magram normalur urtiertobashi principuli mdgomareobac "morigebadia" me vpiqrob shevtanxmdebit , saertod urtiertobas ise ver aawyob tu ragac ar datme ..♥

  24. Qeti Gortamashvili გეთანხმები, ქეთი, მაგრამ კომპრომისი ყველაზე ძნელად მისაღწევი მიზანია ურთიერთობაში. არის ისეთი რამეები, რაზეც (როგორც არ უნდა გიყვარდეს ადამიანი) კომპრომისზე ვერ წახვალ და ვერ დაუშვებ შენს ცხოვრებაში, ამიტომ იძულებეული ხარ შენი აზრის პატივისცემა მოითხოვო :)) თუმცა, სამართლიანობის გამო, იგივე უფლებას ვერც პარტნიორს წაართმევ… რას იზამ :))

  25. Ketevan Gogiashvili თეორიის ჩამოყალიბებას ვგულისხმობ სიყვარულთან დაკავშირებით : ) მინიშნებაც შეიძლება იყოს განზოგადებული

    • თუმცა ბევრი ურთიერთობა, სამწუხაროდ, სწორედ საზოგადოებრივ აზრს ეწირება…

    • იდიოტური ფილოსოფია არ არსებობს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იდიოტებს ფილოსოფია არ აინტერესებთ :) სიტყვა “მიყვარხარ”კი, მიუხედავად იმისა, რომ ამქვეყნად ყველაზე საჭირო სიტყვაა, ურთიერთობის ყველა პრობლემას ვერ აგვარებს.

  26. ურთიერთობა მაშინ იქნება იდეალური, როდესაც ორივე მხარის ინტერესები თანაბრად იქნება გათვალისწინებული. სხვა შემთხვევაში, ყოველთვის უკმაყოფილების გრძნობა ექნება რომელიმეს და ურთიერთობაც გაფუჭდება.

  27. როგორაა, იცი, ქეთი – კომპრომისი, ჩემი აზრით, იძულებითი ღონისძიებაა :). არის რაღაცეები, რასაც ვერ დათმობ. ვერც ის დათმობს. როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? მგონი, ამ თემაზე ახალი სტატია უნდა დავწერო… ;)

შენ რას იტყვი?