Home ურთიერთობები

შეხვდი ადამიანს, რომელიც სრულყოფილად მიგაჩნია? ფიქრობ, რომ ის საუკეთესოა მათ შორის ვისაც ოდესმე შეხვედრიხარ? ის დროა, როცა უნდა შეჩერდე და დაფიქრდე, დარწმუნდე გრძნობებში და გაარკვიო, არის თუ არა შენი გრძნობები ნამდვილად სიყვარული. ადამიანები ძალიან გვიან ხვდებიან, რომ ის, რაც სიყვარული ეგონათ, თურმე მხოლოდ სურვილი ყოფილა. სად არის ზღვარი? როგორ უნდა გაარკვიო ნამდვილად გიყვარს, თუ არა?

ვნება, სურვილი არის მეტისმეტად ძლიერი ფიზიკური მიზიდულობა სხვა ადამიანისადმი და როცა ამას გრძნობ, შეიძლება მოგეჩვენოს, რომ შეგიყვარდა, რადგან ერთადერთი, რაზეც განუწყვეტლივ ფიქრობ ის უცნობია, რომელსაც კარგად არც კი იცნობ.

როგორ შეიძლება ერთმანეთში აგერიოს მენტალური და ფიზიკური გრძნობა? როგორც წესი, გაურკვევლობა იქამდე გრძელდება, ვიდრე ფიზიკური ურთიერთობა რეალურად მოხდება. სექსის გარეშე ძალიან რთულია გაარკვიო, შეყვარებული ხარ, თუ არა.

თუ ეს მხოლოდ სურვილია, სექსის შემდეგ იწყებ იმის შემჩნევას, რასაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდი, ხვდები, რომ თურმე ამ სრულყოფილ ადამიანსაც ჰქონია ნაკლი, მასზე ისე აღარ ფიქრობ, როგორც მანამდე.

თუ აქამდე ეჭვიანობდი, ახლა აღარც კი უშვებ, რომ მან შეიძლება გიღალატოს, მაშინ შენ ნამდვილად არ ხარ შეყვარებული.

დაფიქრდი, როგორ გრძნობ თავს ამ ადამიანთან ერთად? კომფორტულად? თავისუფლად? სასურველად? მაშინ შეყვარებული ხარ.

თუმცა ფიზიკური სიახლოვის გარეშე ძნელია გრძნობებში გარკვევა, იყავი მომთმენი, იფიქრე ტვინით და არა გრძნობებით. ეცადე მიხვიდე სწორ დასკვნამდე. ნუ იქნები ზედმეტად კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ, ხანდახან სურვილიც შეიძლება უფრო ღრმა გრძნობებში გადაიზარდოს.

12 კომენტარი to this post
  1. სულაც არ არის რთული გაარკვიო შეგიყვარდა თუ არა სექსის გარეშე.

    არ ვეთანხმები ამ სტატიას.

  2. vetanxmebi gvancas,ra tqma unda masea.
    srulkofili sikvaruli suileri da fizikuri sikvarulia ertad da sexsis garshe rogor gaarkvev martla aris namdvili sikvaruli tu ara.
    mxolos sulieri sikvaruli arasrulfasovania.

  3. privet… ici ragacit getanxmebi mara bolomde vera… ar sheidzleba siyvarulis da sexis ase shejaxeba, mitumetes roca ginda grdznobashi garkveva… ar gamibrazde prosta chemi azria…

  4. მე ვფიქრობ, რომ სექსი სულაც არ არის აუცილებელი გრძნობებში გასარკვევად, მაგრამ როცა იბნევი, ეს სიტუაციის გამოსწორების საუკეთესო გზაა. თან ისიც მართალია, რომ სექსის გარეშე ურთიერთობა ბიჭებს ძალიან სწრაფად ბეზრდებათ, ძირითადად.

  5. თუ ტვინით იფიქრებ ადვილი შესაძლებელია არავინ არ შეგიყვარდეს :((( :)))

შენ რას იტყვი?