Home ურთიერთობები

შესაფერისი პარტნიორის პოვნა რომ ძნელია, ეს უდავოა. თუმცა მხოლოდ პოვნა ხომ საკმარისი არაა? უნდა იპოვო, “მოიპოვო” და შეინარჩუნო. ხშირად, ჩვენ მათ უამრავ წვრილმან თვისებას ზედმიწევნით ვაკვირდებით, მის პატარა ნაკლსაც ვაკრიტიკებთ. ნუთუ მხოლოდ მამაკაცები არიან ურთიერთობის ნგრევის მიზეზი? ზოგჯერ საკუთარ ქცევასაც რომ დავაკვირდეთ, ცუდი არ იქნება.

იდეალური არავინ არის, ამას ყველა ვეთანხმებით, მაგრამ თვით იდეალურობაც ძალიან ზოგადია, ერთი შეხედვით უნაკლოობა შეიძლება თავად იყოს ერთი დიდი ნაკლი. გარკვეული შტრიხების არ არსებობა ისეთივე ნაკლია, როგორიც მათი ზედმეტობა. სწორედ ეს “ზედმეტი” მოქმედებები უთხრის ძირს ურთიერთობებს, ცვეთს და აფუჭებს მათ.

ზედმეტი ყურადღება

შეიძლება უყურადღებობა ცუდია, თუმცა ზედმეტ ყურადღებას ნამდვილად ჯობია საყვარელი მამაკაცის მიმართ უყურადღებო იყო. მიზეზი? ეს მოსაბეზრებელია (მით უმეტეს მამაკაცისთვის), ეს შეგიქმნის დისკომფორტს და კომპლექსს თუ სანაცვლოდ იმდენსავე ყურადღებას ვერ მიიღებ. მამაკაცი ბუნებით მონადირეა და თუ შენში ადვილად მოსანადირებელი ცხოველი დაინახა, აუცილებლად დაიწყებს სხვა “ცხოველებზე” ნადირობას. ამიტომ, გირჩევ ყურადღება გამოიჩინე მოულოდნელ ვითარებებში, ეცადე სხვა რამეებსაც დაუთმოთ დრო, რომ ნათლად გაუსვა ხაზი, რომ  მხოლოდ მის გამო არ ცხოვრობ.

ზედმეტი ლაპარაკი

გასაგებია, რომ შენს გარშემო ბევრი რამ ხდება, თუმცა ბევრი დეტალი, რომელიც შენ საინტერესოდ გეჩვენება, შესაძლოა მისთვის მომაბეზრებელი, სავალდებულოდ მოსასმენი სიტყვების ერთობლიობა იყოს. ამიტომ უმჯობესია ამ ყველაფერზე შენს მეგობრებთან ფინჯანი ყავის ფონზე ისაუბრო. გარდა ამისა, რაც უფრო მეტს ისაუბრებ საკუთარ თავზე, მით უფრო ნაკლებად იდუმალი იქნები მისთვის, ამიტომ, ნუ ილაპარაკებ ბევრს, დარჩი ამოუცნობი და საინტერესო.

ზედმეტი მაკიაჟი

შეიძლება მაკიაჟი ხაზს უსვამს შენი ნაკვთების სილამაზეს,  თვალის ფერს ან ტუჩების ფორმას, თუმცა ზედმეტობა აუცილებლად შეუქმნის შენს პარტნიორს დისკომფორტს. ცნობილია, რომ მამაკაცებს არ უყვართ ხელოვნურობა, ისინი შენში ბუნებრიობას უფრო დააფასებენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაკიაჟი საერთოდ არ გაიკეთო. უბრალოდ, ბევრი ტონალურის სახეზე ფენად დადებას, რა თქმა უნდა ჯობს თხლად გადაინაწილოთ ის. ასევე, სახეზე ერთდროულად რამდენიმე დეტალს ნუ გაუსვამ ხაზს, თორემ შენი სახე ერთიანად “იყვირებს”.

მაგალითად, თუ თვალების ჩახატვა გადაწყვიტე, ტუჩებზე მკვეთრი ფერის პომადას მოერიდე, ან პირიქით, თუ ტუჩებს უსვამ ხაზს, შეეცადე, თვალებზე მხოლოდ ძალიან მკრთალად ან საერთოდ არ გამოიყენო მაკიაჟი.

ზედმეტი აქტიურობა

მასთან ერთად სიარული, შენს მეგობრებთან ან მის მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება უდავოდ კარგია, მაგრამ შეეცადე ინიციატივა ნაკლებად გამოიჩინო, ან თხოვნა სადმე წასვლაზე გადაიყვანო შეთავაზების რეჟიმში. მაგალითად: “კინოში ის ფილმი გადის მე რომ მინდა, წავიდეთ რა” ჯობს შევცვალო  “მე კინოში ვაპირებ წასვლას, თუ გინდა ჩემთან ერთად წამოდი“.

დამიჯერე, თუ მას შენთან ერთად უნდა წასვლა, არ მოერიდება, ხოლო თხოვნაზე უარის თქმა, შესაძლოა შენთვის საწყენი იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ან ის უნდა გააკეთოს,რაც არ უნდა, ან უბრალოდ გაწყენინოს.

ერთხელ შეიძლება დაგთანხმდეს, მაგრამ მუდმივად იმის კეთება, რაც არ გინდა მგონი შენთვისაც მოსაწყენი იქნებოდა.

ზედმეტი ერთგულება

ამ სიტყვას პირდაპირი მნიშვნელობით ნუ გაიგებ. ზედმეტ ერთგულებაში ვგულისხმობ მომენტს, როცა ის ხვდება, რომ შენთვის მზესავით ერთადერთი და განუმეორებელია(არ გააგებინო იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს მართლა ასეა). შეეცადე სხვა მამაკაცების არსებობაც შეიმჩნიო. რა თქმა უნდა მათთან პაემანზე სიარულსა და ურთიერთობას არ ვგულისხმობ, თუმცა აღნიშვნა რომ ვიღაც სიმპათიურია, ვიღაც თქვენით დაინტერესებულია არასოდესაა უსარგებლო თქვენი ურთიერთობისთვის. ორი რამ განსაზღვრავს მამაკაცის შენდამი დამოკიდებულებას ყველაზე მეტად : 1. რომ შენთვის ის ერთადერთი და განუმეორებელი არაა. 2. რომ შენით მხოლოდ ის ერთადერთი არაა აღტაცებული.

მამაკაცებზე მრავალწლიანი დაკვირვებისა და მათთან ურთიერთობის შემდეგ, სხვა წყვილებზე დაკვირვებისა და მათი დაშორების/ურთიერთობის ნგრევის საფუძველზე, ჩემი აზრით, ეს 5 ყველაზე გავრცელებული ზედმეტი ქმედებაა, რომლებსაც ქალების მხრიდან აქვს ხოლმე ადგილი.

არ ვიცი გიფიქრია თუ არა ამაზე, მაგრამ გადახედე წარსულ თუ ახლანდელ ურთიერთობებს, დაძაბე გონება და გაიხსენე წვრილმანი დეტალები, შესაძლოა აღმოაჩინო ძაღლის თავი, რომელიც სადმე იქვეა დამარხული.

30 კომენტარი to this post
  1. eg ubralod imitom davwere rom albat kargi dge ar daadgeba sakutarma meuglem ase rom momiwyos shantaji rogorc aq ewera da ert mshvenier dges gamomicxados chemit sxvebic arian dainteresebulio.es martla miugevelia da darwmunebuli var 99% qartveli qali amas sakutar meugles ar akadrebs, gamonaklisebze sheidzleba saubari getanxmebit.mxolod gamonaklisebze.bodishs gixdit wina komentaristvis

  2. გიგა, სამწუხაროდ შინაარსი არასწორად აღიქვით. აქ არ იგულისხმება სხვებთან ურთიერთობა და სხვების დაინტერესებაზე ზრუნვა, იგულისხმება ის, რომ თავს იმდენად მაინც მოუარო, რომ ქალად მხოლოდ საკუთარი ქმარი არ აღგიქვამდეს. რაც შეეხება "კარგი დღე არ დაადგება" და "შანტაჟი" არაფერშუაშია. თუმცა ამაზე საუბარს ვფიქრობ აზრი არ აქვს, ჯობს უფრო ჩაუღრმავდეთ შინაარსს და დასკვნების გაკეთება არ იჩქაროთ. : )

  3. მმმ, ამას მამრები არამგონია დაეთანხმონ თუ უყვარხარ, just open relationshipის სუნი უდის ამ ყველაფერს ))).

  4. eg xo isedac yvela gogom icis )) saettod yvelaferi individualuria the sheidzleba vigacas is sheni damokidebuleba ufro moswons misdami, an sheni gautavebeli laaparaki wvrilmanebze..urtiertoba imas nishnavs rom xasiats uwyobt ertmanets the ar chirdeba es zedmeti dakvirvebebi ase moviqce tu ise..ubralod iyavi is rac xar the shen sayvarel adamians yoveltvis eyvarebi….

  5. ზუსტად, სწორად და ხაზგასმითაა წარმოდგენილი აქ ყველა ის ქმედება, რომელიც სუსტი სქესის წარმომადგენლებს ხანდახან გვეშლება მამაკაცებთან ურთიერთობაში. აუცილებლად გამოვასწორებ, ფრთიხილად და უმტკივნეულოდ :D მადლობ, ავტოროოოო :)

  6. ზედმეტობა არაფერში ვარგა, მითუმეტეს ურთიერთობებში, უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ზომიერებაა უპირველეს ყოვლისა მნიშვნლეოვანი!

    აქაც კარგი ხრიკები წერია გადახედეთ როგორ გავიგოთ ვუყვარვართ თუ არა ბიჭს

  7. sisulelea, tu unda urtietoba veranairi saqcieli ver dangrevs da tu ar unda kidev daaxvios visac ar unda yvelam jandabamdec gza qonia, gogoebo daikidet

  8. gamecina yvelaperze garda makiajisa:D aq albaat laitovi urtiertobebia nagulisxmevi 3 tvec rom ver dzleben:D chemi grma dakvirvebit da piradi gamocdilebit geubnebit ;)

  9. სწორია ))) ყველაფერი სწორი და გასათვალისწინებელია, მე რომ ამ რჩევათაგან 2 ან 3–ის შესრულება რომ შემეძლოს, ძალიან წარმატებული პირადი ცხოვრება მექნებოდა ))) მომწონს სტატია

  10. ყველაფერს ვეთანხმები) და კიდევ ერთი, როცა მამაკაცი შენთვის რაიმე სასიამოვნოს გააკეთებს და სიურპრიზს მოგიწყობთ, გამოხატეთ სიხარული და მადლიერება, ქართველი ქალების უმრავლესობა ამას არ აკეთებს, თვლის რომ ნეისმიერ სიურპრიზს იმსახურებს და მამაკაცი ვალდებულია მას ასიამოვნოს. ეს გულგრილობა კაცებს მოტივაციას უკარგავს რომ შემდეგშიც გაიმეორონ თქვენთვის სიურპრიზების გაკეთება)

  11. კარგი და ყურადსაღები სტატიაა, მაგრამ მთლიანობაში ინდივიდუალურია ყველაფერი… პირველ პუნქტს ვერ ვეთანხმები სამწუხაროდ (ზედმეტი ყურადღება).. როცა გიყვარს შენი მეორე ნახევარი ვფიქრობ ვერ გააკონტროლებ თავს რა დოზით უნდა გამოიჩინო ყურადღება… სხვა საკითხებში კი შეიძელება ცოტ ცოტა თამაში და ინტრიგა… მთავარი მართლაც გულწრფელი ორმხრივი სიყვარულია, თორე როგორც არ უნდა გაითვალისწინო ეს ან კიდევ სხვა რჩევები იქ სადაც არაა ქრისტიანული სიყვარული ვფიქრობ უკეთესზე უკეთესს ყოველთვის იპოვის ერთიც და მეორე მხარეც…

  12. თუ ურთიერთობა გულწრფელია, არაა საჭირო იმის სწავლა სხვისგან ,თუ როდის რა როგორ უნდა უთხრა და მოიქცე! თუ კინოში გინდა წასვლა, თქვი რომ კინოში გინდა წასვლა და არაა საჭირო მიკიბვ-მოკიბვა და სიყალბე, რომელსაც სულელიც მიხვდება :)

  13. momabezrebelia, tan magrad. zustad egre iqceoda chemi yofili sheyvarebuli, 2 weli jojoxeti gamoviare ,imitomac qvia yofili… exa ar daiwyot tu martla giyvardada egeti sirobebi, yvelafers sazgvari aqvs da mitumetes mandilosnis mxridan eget qmedebebs.. nu gamakritikebt imito ro ar micnobt, 2 weli xelis gulze vatare mara rac metad vitandi misimxridan zustad eget qmedebebs mit mited grmavdeboda “qaluri filosofiis fesvebi ” sabolood davshordi… tak shto gogoebo zalian didi xani rqebit nu miawvebit qalur principebs tore ert mshvenier dges mixvdebit ro gverdit sayvaraeli mamakacis nacvlad ubralod jigolo gyavt;)

შენ რას იტყვი?