Home ურთიერთობები

გაცნობის ერთ-ერთი სოციალური ქსელის მესვეურებმა იმ მომხმარებლებს შორის გამოიკითხეს ქორწინების მიმართ დამოკიდებულება, ვინც თავის მეორე ნახევარს ეძებს.

აღმოჩნდა, რომ  მამაკაცთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ იდეალურია მოწიფულ ასაკში შეგნებულად შერჩეულ პარტნიორთან შექმნილი ოჯახი. იმავეს ფიქრობს ქალთა უმრავლესობაც. სხვათა შორის, მამაკაცები ქალებზე უფრო რომანტიკულები აღმოჩნდნენ. საქმე ის არის, რომ მყარი ოჯახის საფუძვლად სიყვრულს ხმა მისცა მამაკაცთა 13%-მა, როცა იმავეს ქალთა მხოლოდ 9%-ი ფიქრობს.

ასაკის მატებასთან ერთად ქალებშიც და მამაკაცებშიც იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მყარი ქორწინების საფუძვლად ცივი გონებით, შეგნებულად შექმნილ ოჯახს მიიჩნევენ, მაგრამ 40 წელს ზემოთ ქალბატონებში იღვიძებს სიყვარულის რწმენა.

სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა, რომ იმ საკითხში, რა არის საჭირო წარმატებული ქორწინებისთვის, მამაკაცებისა და ქალბატონების აზრი თითქმის ემთხვევა. წარმატებული ქორწინების “ინგრედიენტთა” სია კი საერთო ჯამში ასე გამოიყრება.

სიყვარული – ქალები 66% / მამაკაცები 69%

ნდობა – ქალები 64% / მამაკაცები 65%

ურთიერთობა – ქალები 39% / მამაკაცები 37%

ყურადღება – ქალები 32% / მამაკაცები 36%

რაც შეეხება განქორწინებას, შეგედი, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი აღმოჩნდა. თეორიულად მამაკაცთა (67%) და ქალბატონთა (69%) უმრავლესობას მიაჩნია, რომ ოჯახების დანგრევის მთავარი მიზეზი ღალატი და უნდობლობაა. თუმცა ისინი, ვისაც ამ სამწუხარო ფაქტის საკუთარ მხრებზე გადატანა მოუხდა, წინა პლანზე სხვა მიზეზებს აყენებენ:

განსხვავებლი ცხოვრებისეული ფასეულობები – ქალები 32% / მამაკაცები 30%

გაღიზიანება და ფსიქოგიური შეუთავსებლობა – ქალები 25% / მამაკაცები 27%

სრულიად არ ესმით ერთმანეთის – ქალები 21% / მამაკაცები 24%

და მხოლოდ ამ მიზეზების შემდეგ ასახელებენ ღალატს.

გამოიკითხა სხვადასხვა ასაკის მამაკაცი და ქალბატონი. გამოკითხვის მომენტში ქალბატონთა 78% და მამაკაცთა 84% არ იყო დაქორწინებული და არ ჰყავდათ მუდმივი პარტნიორი.

6 კომენტარი to this post
  1. ინგრედიენტები შეიძლება ზუსტად იყოს წარმოდგენილი, მაგრამ მზა სახით ვერ მივიღოთ სასურველი შედეგი (((

  2. sikvarulis gareshe ojaxi ar sheidzleba sheiqmnas. shechveva didi sisulelea, magram xasiatshi da fesvebshi aqvs gamjdari qartul sazogadoebas samwuxarod. rac kevlaze matavria, ojaxis sheqmnisas da daqorwinebis shemdeg aucilebelia shegneba. am tvisebis gareshe aranairi urtiertoba ar ,,gaqachavs”. esec gvaklia qartvelebs. kaci romelsac sacle eqspertizaze mikavs, sacodavia da sxva araferi. msgavsi ojaxi adre tu gvian daingreva. da bolos, gulwrfeloba da mitevebaa ojaxis da nebismieri urtiertobis sakrdeni!!!!!

  3. მე ვფიქრობ პირველ რიგში ადამიანმა შეძლებისდაგვარად კარგად უნდა გაიცნოს პარტნიორი, გაცვალონ აზრები სხვადასხვა თემაზე, იმსჯელონ ზოგადსაკაცობრიო თემებზე, ასევე ცხოვრებისეულ ფასეულობებზე. აი რო მიხვდებიან რო ბევრ რამეში ემთხვევა მათი აზრი, შეხედულება ვფიქრობ ცხოვრებისეულ საკითხებზე შემდგომში პრობლემა არ უნდა ქონდეთ. ხო ფსიქოლოგიურ შეუთავსებლობასაც რაც შეეხება, ეს ყველაზე ბოლოა რაც შეიძლება იყოს განმაპირობებელი დანგრევისა, რადგან აი თუ უგებთ ყველაფერს ერთი მიმართულებით მიდიხართ ხო მეეჭვება რა. და თუ არ გესმის ხო როგორ მიყვები მაშინ ცოლად: დ ისე უნდა ესმოდეს ერთი სიტყვით რო მთელი წინადადება მიხვდეს :დ მართალია ძაან გავამარტივე მე ყველაფერი, მაგრამ ასე მიმაჩნია და ალბათ მაგიტომაცაა რო ჯერ პარტნიორი არც მყავს.

    მარიტა 17 წლის.

  4. […] იმას, რასაც ახლა ხედავ და გაქვს. ნუ შეარჩევ მომავალ მეუღლეს იმ იმედით, …. იყავით ერთად, თუ მიიღებ მას ისეთს, […]

  5. […] იმას, რასაც ახლა ხედავ და გაქვს. ნუ შეარჩევ მომავალ მეუღლეს იმ იმედით, …. იყავით ერთად, თუ მიიღებ მას ისეთს, […]

შენ რას იტყვი?