Home ურთიერთობები

მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს შორის ყოველთვის იმართება პატარა დისკუსიები იმაზე, რა სჯობს? გყავდეს საყვარელი ადამიანი, იცხოვრო მის გვერდით დიდხანს და ბედნიერად, თუ ეს წარმოუდგენელია, და უმჯობესია, მარტო იყო, სხვადასხვა პარტნიორების ცვლაში.

ბუნებრივია, ორივე მხარეს აქვს არგუმენტები თავიანთი პოზიციის გასამყარებლად: პირველნი ამტკიცებენ, რომ მამაკაცის გარეშე ქალის სრულფასოვანი არსებობა წარმოუდგენელია და უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება სწრაფად ვიპოვნოთ ცხოვრების თანამგზავრი, რათა მარტო არ დავრჩეთ. გარკვეულწილად მეც ვეთანხმები, ყველა ქალისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ძლიერი, საიმედო და კარგი პარტნიორის ყოლა, რომელიც გიყვარს და რომელსაც უყვარხარ. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, თუმცა რა ვქნათ მაშინ, როცა არ გვიმართლებს და ჯერ კიდევ ვერ ვიპოვეთ სასურველი მამაკაცი?

მარტოობისას თავის დასამშვიდებლად ათასგვარ ხერხს წავაწყდებით ჟურნალებში, მოვისმენთ მეგობრებისგან: დიახ, ჩვენ შეგვიძლია ის ძვირფასი დრო, რომელიც მამაკაცს უნდა დაახარჯო, მხოლოდ საკუთარ თავებს მივუძღვნათ, თავი გავანებივროთ, გვქონდეს უამრავი საინტერესო თავგადასავალი, თუმცა სინამდვილეში თავის დამშვიდება საჭირო არცაა. ქალები, რომლებიც საყვარელი კაცის გარეშეც ისეთივე ბედნიერები და ლაღები არიან, როგორც მასთან, მართლა არსებობენ.


დიახ, ეს შესაძლებელია. უბრალოდ ამისთვის საჭიროა ბევრი ფლირტი, ბევრი ყურადღება მამაკაცებისგან და შეგრძნება იმისა, რომ ყველასთვის სასურველი ქალი ხარ. რაც მთავარია, მთელი სიამოვნება წინ გაქვს – ჯერ ისევ გამოუყენებელი შანსი იმისა, აირჩიო სასურველი პარტნიორი და გაიხანგრძლივო პირველი პაემნით გამოწვეული სიამოვნება..

უბრალოდ, საჭიროა, საკუთარ თავს ხშირად შევახსენოთ – ის ბედნიერებები, რაც ჯერ არ გამოგვიცდია, უბრალოდ წინ გველოდება!

5 კომენტარი to this post
  1. ამიტომ ვცდილობ საკუთარი თავი გავანებივრო :) და ვფიქრობ რომ სისულელეა რაც შეიძლება სწრაფად ვიპოვოთ ცხოვრების თანამგზავრი, მთავარი ისაა ზუსტად ის იპოვნო ვინც შენ გჭირდება

  2. გრძნობდე ადამიანს გვერდით ბედნიერებაა, როცა არსებობს მამაკაცი მაგრამ ვერ გრძნობ მის არსებობას საშინელებაა, ასეთის ყოლას არ გყავდეს და ცოტახანი იყო მარტო ნამდვილად ჯობია, ამიტომ მინუსები და პლიუსები ნამდვილად აქვს ორივე მდგომარეობას :)

  3. მე მარტოობა მირჩევნია, უკეთსად ვარ, უფრო თავისუფლად ვარ და ლაღად. არავინ მირეკავს ყოველ წუთას და არ მიწყობს ეჭვიანობის სცენებს ვინმე ბიჭთან დალაპარაკების გამო. თავისუფლებას არაფერი შეედრება, თან როცა შეყვარებული გყავს ბიჭები არ გეპრანჭებიან და ერთი ადამიანის ყურადღება კიდევ არ არის საკმარისი ( ყოველშემთხვევაში ჩემთვის) :D

  4. ბედნიერება არ მოაქვს მხოლოდ ვიღაცის ყოლას გვერდით. კარგია კი სასიყვარულო კონდიციაც, თუმცა მარტო რომ ხარ ეს არ არის უბედურება და ცხოვრებისეული დრამა. :) არ ხარ კონტროლზე, პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული, ხარ ის რაც ხარ, დათმობები არ გიწევს და ბევრ სასურველ რამეზე უარს არ ამბობ, რომ შენ თანამგზავრს არ ეწყინოს. ბოლომდე შენია შენი ცხოვრება და რასაც გინდა იმას აკეთებ. ^^ თავისუფალი ხარ <3 თუმცა, თუ შენთვის სასურველ დროს თანამგზავრიც ჩნდება და მასთანაც პოულობ იგივე თავისუფლებას, ეს უკვე ჰარმონიაა :)

  5. Amitomac vcdilob yvelanairad chem tavs siurprizebi movuwyo.vicxovro jansagi cxovrebis wesit,Viyo aqtiuri, tavs movuaro da ise vgrdznobde tavs, rogorc me momwons .roca tavdajerebuli xar da araferi gaqvs mizezi sawuwunod.
    Bednieri da kmayofili xar cxovrebit :))) sulac ar vtvli , rom aucileblad exlave unda myavdes sayvareli adamiani gverdit. Bedniereba mxolod vigacis yola araa, mtavaria is ipovo vista yofnis drosac ityvi es isaa visa vedzebdio :)))

შენ რას იტყვი?