Home ურთიერთობები

რა კავშირი შეიძლება არსებობდეს კლეოპატრასა და კაზანოვას შორის?

ისინი ორივენი დიდი რაოდენობით აფროდიზიაკებს მოიხმარდნენ – უმ ხამანწკებს პირდაპირ ნიჟარიდან მიირთმევდნენ და ხიზილალის ბურთულებს ერთი მეორეზე მიყოლებით ატკაცუნებდნენ კბილებით.

არსებობს ნოყიერი, უგემური, ეგზოტიკური, ჯამრთელი და კიდევ უამრავი სხვა სახეობის საკვები, თუმცა ამ სტატიაში შემოგთაზავებთ რომანტიულ და სექსუალურ საჭმელებს – რომელიც აფროდიზიაკებადაც მოიხსენება.

წყვილისათვის, რომელიც აქტიური სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობს ძალიან მნიშვნელოოვანია იმის ცოდნა თუ რა პროდუქტები ამაღლებს ლიბიდოს.

სატაცური

სატაცური

”სატაცური აღვივებს ვნებას ქალსა და მამაკაცში” – წერდა მე 17 საუკუნის ჰერბალისტი ნიკოლას კარპეპერი. სატაცურს მე19 საუკუნის საფრანგეთში ახალგაზრდა სიძეებს დიდი რაოდენობით აჭმევდნენ.

ეს პროდუქტი უხვად შეიცავს კალიუმს, ვიტამინებს A, C და B6 -თუ სხვა სასარგებლო ნივთიერებებს.

სატაცური ეხმარება ორივე სქესის ადამიანს ორგაზმის მიღწევაში.

ნუში

ნუში

ანტიკურ ხანაში ნუში გამრავლების სიმბოლო გახლდათ.

ნუშის არომატი ქალებში ვნებას აღძრავს.

ალექსანდრე დიუმა ყოველ საღამოს მიირთმევდა ნუშისაგან დამზადებულ კერძს სანამ თავის გულისწორს შეხვდებოდა.

ეს პროდუქტი უხვადაა გაჯერებული ვიტამინი E და მაგნეზიუმით.

ავოკადო

ავოკადოს ნაყოფი

ავოკადო ტკბილი მცენარეა და ქალურ ფორმებთან ასოცირდება, თუმცა ის  მამაკაცის სექსუალობასთანაცაა კავშირში.

აცტეკები მას ”ტესტიკულის(სათესლე ჯირკვლის) ხეს” უწოდებდნენ, რადგან ნაყოფი დაკიდული ხეზე – მამაკაცის ზუსტად ამ ორგანოსთან ასოცირდებოდა.

ესპანელებმა ავოკადოს მოქმედება იმდენად მიუღებლად და სექსუალურად ჩათვალეს რომ ესპანური ეკლესიის მთავრები მორწმუნეებს მის გამოყენებას უკრძალავდნენ.  ავოკადო ბევრ მინერალსა და ვიტამინს შეიცავს , ის საუკეთესოა იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის.

ბანანი

ბანანი

ეს თლილი და ძალიან ნოყერი ნაყოფი ფაქტიურად სრულფასოვანი სადილის ტოლფასია, გაჯერებულია რა კალიუმით, მაგნიუმითა და ვიტამინებით.

ამბობენ – ბანანი მამაკაცების ლიბიდოს ამაღლებს და ზუსტად ამიტომ არის რომ ცენტრალური ამერიკის მაცხოვრებლები წითელი ბანანის წვენს დიდი დოზით მოიხმარენ , როგორც აფროდიზიაკს.

ინდოელები კი ამ ხილს ნაყოფიერების სიმბოლოდ მიიჩნევენ.

რეჰანი

რეჰანი

ეს სურნელოვანი მცენარე პიტნისებრთა ოჯახის წარმომადგენელია და ძალიან მძაფრი გემო და არომატი გააჩნია.

მცენარეს ისეთი სურნელი აქვს რომ მისი დახმარებით ნებისმიერი თავის ტკივილის მორჩენა შეიძლება (მინიშნება: დიახ ნებისმიერის,გამონაკლისი გარეშე)

არ არის გასაკვირი რომ ძველ ბერძნებს რეჰანი სამეფო მცენარედ მიაჩნდათ. იტალიაში კი მიჩნეულია როგორც სიყვარულის სიმბოლო.

შოკოლადი

შავი შოკოლადი

რატომ ხდება ისე რომ შოკოლადის მიღების შემდეგ თავს კარგად ვგრძნობთ?

ეს მარტივი ქიმიაა.

”ღმერთების საჭმელი” შეიცავს ნივთიერებს (თეობრომინს), რომელიც ისეთივე ალკალოიდია როგორც კოფეინი.

ასევე ამ პროდუქტის მიღება ხელს უწყობს სეროტონინის გამოყოფას. მუქი შოკოლადი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს.

კვერცხი

კვერცხი

კვერცხი უძველესი დროიდან ნაყოფიერებისა და გამრავლების სიმბოლოდ იყო აღიარებული.

ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით B6 და B5 ვიტამინს, რაც უზრუნველყოფს ჰორმონალურ ბალანსს და ეხმარება ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში.

ითვლება რომ  უმი კვერცხის ჭამა სექსუალური აქტის წინ ამაღლებს ლიბიდოს. არ დაგავიწყდეთ რომ ამ კატეგორიაში ყველა სახის კვერცხები შედის, ამიტომ დაფიქრდით ხიზილალისა და მწყერის კვერცხების გასინჯვაზეც.

ლეღვი

ლეღვი

ამბობენ რომ ეს მოიასამნისფერო ნაყოფი კლეპატრას საყვერლი საკვები იყო.

ის სექსუალურია როგორც ვიზუალურად ისე ტექსტურის გამოც.

ნათელია ის  მიზეზიც თუ რატომ ასოცირდება ეს ხილი ქალის სასქესო ორგანოსთან.

ძველი ბერძნები მას ოქროზე ძვირად აფასებდნენ ხოლო სხვადასხვა ერებში ის ნაყოფიერებისა და გამრავლების სიმბოლოა.

ფუა გრა (მსუქანი ღვიძლი)

ფუა გრა

ერთ ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ფუფუნების სიმბოლოდ მიჩნეული საკვებია.

ფუა გრა ითარგმნება როგორც მსუქანი (ნოყიერი) ღვიძლი და იგი ისეთივე ფუფუნების საგანია, როგორც შამპანური და ბრილიანტები.

”მისი გასინჯვისთანავე მიხდვებით თუ რატომ იწვევს უსაზღვრო სიამოვნებასა და აღტკინებას ეს პროდუქტი ”- ამბობენ კერძის მოყვარულები.

ხამანწკები

მოლუსკები

ყველასათვის ცნობილი მოლუსკები ეჭვს გარეშეა რომ აფროდიზიაკის ყველა საჭირო მახსიათებლის მფლობელები არიან.

კვლევების მიხედვით უმი ხამანწკები დიდი რაოდენობით თუთიას შეიცავს, რაც მნიშვნელოვანია ტესტოსტერონისა და სპერმატოზოიდების გამომუშავებისათვის – ეს კი თავის მხრივ ლიბიდოს ზრდას გულისხმობს.

მოლუსკებში ბევრია ომეგა 3-ის კატეგორიის ცხიმოვანი მჟავები რაც ხელს უწყობს სტრესთან ბრძოლას. ამბობენ რომ კაზანოვა ყოველდღიურად 50 უმ ხამანწკას მიირთმევდა – რაც ალბათ იყო კიდევაც მისი სიყვარულის საიდუმლო.

რომელია თქვენი ფავორიტი აფროდიზიაკი?

View Results

Loading ... Loading ...
ავტორი
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
16 კომენტარი to this post
  1. ალბათ იმან ვისაც უყვარს ხორცი და ეს კიდევ ალიან გემრიელი რამეა და იცის ამის შესახებ : )

  2. ფუა გრა ვისაც უყვარს უნდა იცოდეს რომ ეს დელიკატესი საწყალი ბატების ტანჯვა-წამების შედეგად მიიღება :(

  3. ისევე როგორც ნებისმიერი ცოცხალი არსების პაშტეტი : ))) ან კუპატი : ))

  4. ikneb kargad agvixsnat vin icit, fua gra sad sheidzleba shevidzinot romeli cxovelis an pronvelis ghvidzlia rogor udna movamzadot ro yvelaze efekturi shedegi mivighot da yvela detali rac icit. madloba cinascar

  5. ფუა-გრა (ფრანგ. Foie gras /fwɑːˈgrɑː/, "ცხიმიანი (სქელი) ღვიძლი") არის ბატის ან იხვის ღვიძლი, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიით არის გასქელებული (გაცხიმოვანებული) ე.წ. ფრანგული წესით.

    ფუა-გრა იყიდება, როგორც მთელი, ისე მუსის, პარფეს ან პაშტეტის ფორმით მომზადებული და, როგორც წესი, სხვა საკვებთან თანმხლები პროდუქტია.

    http://www.perfectcook.org/index.php?option=com_content&view=article&id=69:foie-gras&catid=36:2009-09-30-19-47-35&Itemid=65

  6. Shoko Chaladze ზუსტად ვერ გეტყვით ამზადებენ თუ არა ამას რომელიმე რესტორანში, თუმცა ფრანგული რესტორანი გვაქვს აბაშიძეზე. გირჩევთ დაუკავშირდეთ მათ და ჰკითხოთ.

შენ რას იტყვი?