Home ურთიერთობები

40 რამე ბიჭებზე

ბიჭები… როგორც არ უნდა გვაბრაზებდნენ, მათ გარეშე მაინც ცოტათი ძნელია.

როგორც ამბობდნენ ყველა გზა რომში მიდისო, ხოდა ბიჭებთანაც ასეა: გაგვაბრაზებენ, ნერვებს მოგვიშლიან, მერე სხვას ვნახავთ და ვიტყვით, ეს ისეთი არ არის, ეს სხვაა. მერე კი ყველაფერი თავიდან იწყება.

შემდეგ იწყება კონსულტაციები “გამოცდილ” დაქალებთან და ტირილი, გულის მოფხანა მათზე. თუმცა იქნება ყველფერი ბიჭების ბრალი არ არის? ხომ ამბობენ კაცები მარსიდან არიან და ქალები ვენერიდანო. ცოტა მეტად რომ მოვინდომოთ იქნება მათიც გავიგოთ და ყველაფერი ბევრად უფრო იოლი იყო.

აქ რამდენიმე მოსაზრებაა ბიჭების შესახებ, რომელთა უმრავლესობა ალბათ იცი, მაგრამ მე მაინც ერთად შევაგროვე და გადავთვალე, სულ 40 გამომივიდა. მზად ხარ? მოკლედ ერთად გავიგოთ, რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ.

40 რამე ბიჭებზე

  1.  ბიჭები ექსტრასენსები არ არიან, ამიტომ შენი არაპირდაპირი ნათქვამის გაგება უჭირთ, ყოველთვის პირდაპირ უთხარი, რისი თქმაც გინდა.
  2. ბიჭებს არ მოსწონთ პაიკის როლის თამაში, ამიტომ ნუ წარადგენ მას შენს მეგობრებთან ისე, თითქოს ის პრიზია, რომელიც უნდა შეშურდეთ.
  3. ბიჭები ბუნებით მესაკუთრეები არიან, ასე რომ ფრთხილად იყავი.
  4. XXI საუკუნის მიუხედავად ბიჭების დიდ ნაწილს მაინც არ მოსწონთ, გოგონები რომ სიგარეტს ეწევიან (ისე, მე ბიჭებზეც არ მომწონს).
  5. ბიჭებთან ერთად ყოფნისას ივარჯიშე მსუბუქად, ნუ შეეცდებით მაინცდამაინც მათი თანდასწრებით დაიკლო წონაში და ჩადგე ფორმაში, ის ამ დროს აუცილებლად იფიქრებს, რომ თავს იტანჯავ და ვერც მიხვდება რატომ.
  6. ბიჭებს მოსწონთ, როცა უსმენ.
  7. კამათის დასრულება სიტყვებით “როგორც გინდა” ან “შენი ნებაა” მათთვის არ არის მისაღები.
  8. თუ გინდა სექსი, უბრალოდ უთხარი.
  9. ნუ დაელოდები, რომ ბიჭები ისეთ სასიამოვნო სიტყვებს გეტყვიან, როგორც ეს კინოში ხდება, იყავი რეალისტი, შეიძლება 10 ბიჭმაც კი ვერ მოახერხოს იმის თქმა, რასაც კინოში ერთი ბიჭი ამბობს.
  10. ბიჭების აზრით, მხოლოდ მოდელებმა უნდა ატარონ ის აბდაუბდა, რასაც მოდურ ჟურნალებში ათვალიერებ.
  11. ბიჭები ძალიან ეჭვიანები არიან, ამიტომ თუ მას მოსწონხარ, უნდა, რომ ის ერთადერთი ბიჭი იყოს, ვისაც ელაპარაკები, სხვა ურთიერთობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
  12. მიუხედავად ყველაფერისა, მათ შეუძლიათ თავისი ლანჩის ფულით შენთვის ყვავილები იყიდონ.
  13. ბიჭებსაც სჭიდებათ დაჯერება, რომ ისინი ისევ სასურველები არიან.
  14. მათ არ აინტერესებთ, როგორი მაღალფარდოვანი და არისტოკრატიული ხარ, მათთვის სულერთია თუ შენ “სწერვა” ხარ.
  15. ბიჭები მზად არიან, გააკეთონ ნებისმიერი საინტერესო რამე შენთან ერთად, ასე რომ უბრალოდ უთხარი.
  16. ბიჭები იმაზე უფრო ემოციურები არიან, ვიდრე შენ ფიქრობ.
  17. ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, რომ შენ შეამჩნიო.
  18. მაინცდამაინც არ აკვირდებიან დეტალებს და თუ შენ რამოდენიმე სანტიმეტრით შეიმოკლე თმა ნუ ელოდები, რომ ისინი შენი დაქალებივით მალევე შეამჩნევენ ამას.
  19. ბიჭებს მოსწონთ პორნოს ყურება.
  20. 6 თვის წინ ნათქვამ მის სიტყვებს ნუ გამოიყენებ არგუმენტად, მაქსიმუმი 1 კვირის წინანდელი ნათქვამი გაუმეორო.
  21. “თამაში დაიწყო” ეს მათი აზრით მობოდიშების ყველაზე კარგი ფორმაა.
  22. სამზარეულოში ტრიალი კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის გოგოს, ყოველ შემთხვევაში ჩემმა ძმებმა მას შემდეგ გადაიფიქრეს ჩემი სახლიდან გაშვება და ჩემს ნაცვლად ძაღლის მოყვანა, როცა ნამცხვრების ცხობა კარგად ვისწავლე :D :D :D
  23. არ შეიძლება იმაზე გაბრაზდე, თუ შენი შეყვარებული უარს გეტყვის შენი რომელიმე დაქალი გაურიგო მის მეგობარს, კაცური სოლიდარობა.
  24. შენ მოგწონს, როცა ბიჭები გეპატიჟებიან სადილად და ისე მათაც მოსწონთ, როცა გოგოები აკეთებენ იგივეს.
  25. ერთადერთი, რისი თქმაც მათ უნდათ სექსის შემდეგ, ეს არის “ძილი ნებისა”.
  26. მათი გაკრიტიკება მანქანის ტარებისას არ შეიძლება.
  27. გინდა დაიჯერე, გინდა არა, ბიჭების 99% არ უნდა შენი წყენინება.
  28. ბიჭები შეიძლება მთელი დღის მანძილზე ეფლირტავებოდნენ სხვა გოგონებს, მაგრამ ძილის წინ მხოლოდ იმ ერთადერთზე ფიქრობენ.
  29. მათ არ უყვართ, როცა შენ ყოფილზე ლაპარაკობ, არ აქვს მნიშვნელობა მოიხსენიებ მას ცუდ თუ კარგ კონტექსტში.
  30. თუ ბიჭი თავისი პრობლემის შესახებ გიყვება, არ აჩქარდე, რჩევის მიცემა მას არ სჭირდება, უბრალოდ ადამიანი უნდოდა, ვინც მოუსმენდა.
  31. არ უნდა გაგიკვირდეს, თუ ბიჭები განიცდიან სპორტის შედეგებს და იცინიან ემოციური დრამის ყურებისას, ისინი ხომ არ არიან ისე მოწყობილები, როგორც ჩვენ.
  32. ერთ–ერთი ნიშანი იმისა, რომ ბიჭს მოსწონხარ არის ის, რომ ის შენ გაბრაზებს და გაღიზიანებს, ამაზე არის ნათქვამი, ქართული სიყვარული სულ ლანძღვა-გინებააო :D
  33. თუ ბიჭი ამბობს თავის მეგობრებთან, რომ ის შენზე ჭკუას კარგავს, ეს მართალია, ბიჭები ამას იშვიათად აკეთებენ .
  34. თუ ბიჭი სერიოზულად იწყებს ლაპარაკს, აუცილებლად მოუსმინე, ისინი ამას იშვიათად აკეთებენ და აუცილებლად რაიმე მნიშვნელოვანს გეტყვის.
  35. მათ უფრო მეტი პრობლემები აქვთ, ვიდრე შენ წარმოგიდგენია.
  36. ბიჭები უფრო მეტს ლაპარაკობენ გოგოებზე, ვიდრე გოგოები ბიჭებზე – აი, ეს სრული სიმართლეა :)
  37. ბიჭებს უნდათ, რომ მათი შეყვარებულები ბედნიერები იყვნენ, უბრალოდ ხანდახან არ იციან, როგორ გააკეთონ ეს.
  38. ყველა ბიჭი იდიოტი არ არის, თუ ერთმა მათგანმა გული გატკინა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთია, ამიტომ ნუ უსმენ შენს დაქალებს, როცა ამბობენ ყველა კაცი ერთნაირიაო, ყველა კაცი ინდივიდუალურია :)
  39. ბიჭებს მოსწონთ ნაწნავებიანი გოგონები.
  40. ბიჭები ფეხბურთს და ვიდეო თამაშებს იმდენი ხანი თამაშობენ, დაახლოებით რაც ჩვენ გვჭირდება მაკიაჟის გასაკეთებლად და ახალი რომანების წასაკითხავ.
40 რამე ბიჭებზე

სულაც არ არის ბევრი :)

მსგავსი სტატიები
70 კომენტარი to this post
  1. საინტერესო ფაქტებია მაგრამ როგორც შენ აღნიშნე ყველა ბიჭი ინდივიდუალურია და შჶსაძლოა არ ექვემდებარებოდეს ამ ჩამონათვალის ყველა პუნქტს ……
    :))

    • მართალია ეს უბრალოდ ზოგადი ინფორმაციია რაც უმრავლესობას ახასიათებს

  2. gogoebis umravlesobisgan gansxvavebit chemi cxovrebis arc ert etapze ar mipiqria rom yvela kaci ertnairia, amazi didi sisulele ar asebobos. the icit kide ra? bichebic isetive admianebi arian rogoric chven, sulac ar vart veneradan the marsidan :))).

  3. საინტერესო სტატიაა,ყველა კაცი ერთნაირი არ არის ისევე როგორც ყველა ქალი

    • როგორც წესი მე ვარ ის დაქალი ვისთანაც კონსულტაციებს გადიან და ვისთანაც ბიჭებს ლანძღავენ ::D :D

  4. 1 გამოცდილი მაქვს და სულ ვბრაზდები ამაზე :D 33 მართალია,თუმცა ისინი ქალებზე მეტად ჭორიკნები არიან და ყველაფერს ლაპარაკობენ თავიან ძმაკაცებთან

    • და მე მქონია შემთხვევა რომ არა მხოლოდ ძმაკაცებთან ლაპარაკობენ და მე ეს მიშლის ყველაზე ძალიან ნერვებს

  5. ჰმ, რთულია ასე ჩამოაყალიბო ყველა ის პუნქტი რაც ბიჭებს მოსწონთ ან აღიზიანებთ :)

    და მაინც, ყველაფერი ინდივიდუალურად ხდება ^^

  6. საინტერესოა. მე აGარ გამომადგება, ჩემი შვილისთვის ნამდვილად აქტუალურია:)

  7. :) ჟურნალი სარკეა? :)))
    სტერეოტიპები, სტერეოტიპები და კიდევ ერთხელ სტერეოტიპები. ჯერ ”კანონებს” წერთ, რომ ისეთები და ასეთები არიან, ბოლოში კიდევ ”ყველა ინდივიდუალურიაო” :) მოკლედ, მორიგი ”გამოყენებითი ფსიქოლოგია ქერებისთვის” :)

  8. Mariam Blanc ქერებზე არ მაქვს ლაპარაკი ) საერთოდ, არაა ეგ იდეის ფოინთი )

  9. Nato Belkania იმჰო რადგან ასეთი პუნქტები და ჩამონათვალი არსებობს, ესეიგი ვიღაც ამით ხელმძღვანელობს და თუ ვიღაცას ადგება ესეიგი საჭიროა : ) კაკ ნი კრუწი : )

  10. Mariam Blanc ნუ, როცა ტვინი არ გაქვს, გიწევს სხვისი ჩამოწერილი სიებით იხელმძღვანელო, სხვა რა გზაა :)))) თორემ, მარიამ, აი, შენით გადახედე და მითხარი, ბულშითი არაა ამის განზოგადება? ერთი ტიპი არის არჩეული კაცის, ცალკეული რაღაც თვისება და ვსე, უცებ ”ყველა ასეთია” პონტი გაიჩითა.

  11. Nato Belkania მე ნაწილობრივ ვიზიარებ იმ ფაქტს რომ ჩვენ ყველა თითქმის ერთნაირები ვართ და ცხოვრების ძირითად მომენტებში ერთი და იგივე გასაღები გვერგება : ) მიუხედავად იმისა რომ ყველა ინდივიდუალიზმს ვაწვებით დნმს საბაზისო სტრუქტურა ერთი აქვს : )

  12. Mariam Blanc ადამიანების დაყოფა შეიძლება კატეგორიებად, მაგრამ აბსოლუტურად ერთ მატრიცას ყველას ვერ მოარგებ, უბრალოდ სისულელეა ) ასეთი პოსტები კიდევ კულინარულ რეცეპტებს ჰგავს.. ”აიღეთ ორი კვერცხი”… :)))
    საბოლოო ჯამში ცარიელი ენერგიის ხარჯვაა, წაიკითხო და დაიკიდო. ჩემმა მტერმა მისდია ამ პუნქტებს თავიდან ბოლომდე )

  13. Nato Belkania Tavidan ბოლომდე არც უნდა მისდიო კაცო : ) შეიძლება ეს მოერგოს ერთ ორ შემთხვევას ან იყოს ერთი და საბზისო რომელზეც დაფიქრდები : )))) ყველას ერთად ვერც გამოიყენებ : ) ისევე როგორც 5 სხვადასხვა რეცეპტს ერთი ნამცხვრის შემთხვევაშჳ

  14. აზროვნებით ერთნაირები არიან, გარეგნობით ნამდვილად განსხვავდებიან ერთმანეთისგან:))

    • აქედან გამომდინარე ჯობია გარეგნობით მაინც იყოს ნორმალური და შეიძლება ნერვები ნაკლებად მოგეშალოს :D

    • როგორი შეფუთვით მოგწოდება დიდ გავლენას ახდენს :D როგორც ამბობენ ლამაზად შეფუთული ნაგავიც კი გაიყიდებაო :D :D ეს ისე გადახვევა :D

  15. ნაწნავზე რამდენადაა მართალი ვერ გეტყვი, რადგან ჩემი ნაცნობი ბიჭების აბსოლუტურ უმრავლესობას, გაშლილი თმა მოსწონს (ცხელ ამინდში, ვიმალები ხოლმე :))

    • ეს ყველას არ ეხება :) და ბიჭებს რომ გოგონების გაშლილი გრძელი თმები მოსწონთ ესეც ცნობილი ფაქტია :)

  16. მომწეონა ძალიან,ყველა ერთნაირი არ არის რათქმაუნდა და მაგალითად დაბწნილ თმებზე რა მოგახსენოთ მყავს ნაცნობები ბევრი ბიჩი და ყოველთვის როცა თმა აწეული ან შეკრული მაქ სულ დამზდევენ და თმებს მიშლიან და რეზინებიც ასე მეკარგება სულ და ვარ მერე პირგია ხოლმე :D:D:D:D

  17. ისე თავში ამბობ რომ ბიჭების გარეშე ძნელიაო და მაშAსადამე რაღაცეები უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ გოგოებმა…ჰმ.. როგორ შეგიძლია უბრალოდ იმიასთან შეგუება რომ ბიჭი შეიძლება უამრავ გოგოს ეფლირტავებოდეს და მხოლოდ ერთზე ფიქრობდეს დაძინების წინ? ვერ ვხვდები ლოგიკას თუ სხვას ეფლირტავება მაშინ ვიღაც ერთზე რაღატომ ფიქრობს? შენ შეგიძლია რომ რამდენიმეს ეფლირტავო და ძილის წინ მხოლოდ საყვარელ ადამიანზე ფიქრობდე? განსხვავება კულტურასია ჩემო კარგო და ამ სტატიით შენ კიდევ ერთხელ ჩამოთვალე და ხაზი გაუსვი ქართული კულტურის მანკიერებებს, რომელიც ძირითადად პატრიარქალურია და შესაბამისად მხოლოდ პატრიარქალურ ღირებულებებს ატარებს და სტატიის თავში აღნიშნული ის რომ ბიჭების გარეშე ძნელია, ლეგიტიმურობას აძლევს ბიჭს გიღალატოს (მერე რა მთავარია შენ უყვარდე), სახლი საჭმელი გაკეთებინოს, თავისი ბოდვა გასმენინოს გატაროს თავის ჭკუაზე შენი სურვილებისმიუხედავად… დაე იყავი სამზარეულოში აცხვე ნამცხვარი და დაძინებისას იფიქრე მოღალატე შეყვარებულზე რომელსაც პლატონურად უყვარხარ..:)) დიდი მადლობა ყელამდეა ეს ყველაფერი ასეთ მამაკაცებს ჯანდაბამდე გზაც ჰქონიათ სამყარო მათ გარეშეც მშვენიერია

  18. momeconaa kargi statiaa..sakmaod mnishvnelovani informacia mivighe :D sachestan martla ar sheidzleba bichis gabrazeba an chxubi rameze..piradi gamocdilebidan vicii gogoebo :D :*

  19. გინდა დაიჯერე, გინდა არა, ბიჭების 99% არ უნდა შენი წყენინება. ვერ ვიჯერებ, ვერაფრით !!!!!! :))))

  20. ძალიან საინტერესო მსჯელობა იყო – პირველი – ბავშვები ხომ არ ვართ რომ ვთქვად ყველა კაცი ერთნაირიაო. რა ყველა ქალი ერთნაირია? ყველა ადამიანი ინდივიდია. ყველა ქალს შევეკამათები ვინც ამბობ ყველა კაცი ერთნაირიაო – ეს ხომ უაზროობა,,, მეორე არანაირად არ ვეთანხმები რომ ყველა კაცი ეჭვიანია. ეს ჩემი პირადი აზრია რომ ეჭვიანობა ძალიან ცუდია, ეს პირველი მტერია სიყვარულის,,,, მე არასოდოეს არ ვიქნები ეჭვიანი ,, და კიდევ აი ეს უნდა მეთქვა – როცა მამაკაცს პრობლემა აქვს, დამიჯერეთ დაქალზე უკეთესად ვერცერთი ძმაკაცი ვერ ურჩევს როგორ მოიქცეს. და ბოლოს, ყველა ადამიანი ინდივიდია, გვახსოვდეს ეს,,,, თუმცა მაინც კარგად არის ზემოთ აღწერილი სიტუაციები, რისთვისაც მადლობა ავტორს,,,, ყველას გისურვებთ სიყვარულში ბედნიერებას ,,,

    • ეს იყო ყველაზე კარგი კომენტარი ამ სტატიაზე… არ დაიჯეროთ, სისულელეებია :)))

  21. უკვე საზოგადოება ისეთი გაცივებულია, რომ გრძნობებს ვეღარ ანსხვავებენ. ზედაპირულად უყურებენ ამ ყველაფერს და მხოლოდ გარემო პირობებით კმაყოფილდებიან. ასეთი ადამიანებისთვის უკვე დიდი შედეგია როცა ბიჭი ძილის წინ მასზე ფიქრობს, ესეიგი უყვარხარ?!! და ეს კმარა?? გრძნობების ნიჭი დავკარგეთ ხალხნო. სამწუხაროა !! იცით ეს ჩამონათვალი რა არის?? -შიშია !! შიში რომ სამუდამოდ მარტონი არ დარჩეთ ! თითქოს უფრთხილდებით ბიჭებს, სინამდვილეში კი ელაქუცებით, თქვენ აქტიურობთ და თავს იმცირებთ მასთან ამით. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კაცი მაღლა დგას და ეს მხოლოდ თქვენი დამსახურება… კაცმა ქალის ფასი არ უნდა იცოდეს?? როგორ ფიქრობთ?? პირველ რიგში თქვენ თვითონ უნდა იცოდეთ საკუთარი თავის ფასი! ქალი ყოველთვის მოიწვდომელი უნდა იყოს!! და როცა ქალიც ამ ჩამონათვალის მსგავსად იქცევა, ამით იმ უმცირესობასაც უწურავთ იმედებს რომლებსაც ნადვილი "ქალი" ენატრებათ. ჭკუას მოუხმეთ და გულს უსმინეთ!! საკუთარი თავი შეიცანით ვინ ხართ, რას წარმოადგენთ, რა გინდათ ცხოვრებაში, როგორი მეწყვილე შეგეფერებათ და ურთიერთობაში საკუთარი პოზიცია გეჭიროთ ყოველთვის!! მთავარია სიყვარული, ურთიერთდაფასება და ნდობა!! ყველაფერი კარგად იქნებაა …

  22. უკვე საზოგადოება ისეთი გაცივებულია, რომ გრძნობებს ვეღარ ანსხვავებენ. ზედაპირულად უყურებენ ამ ყველაფერს და მხოლოდ გარემო პირობებით კმაყოფილდებიან. ასეთი ადამიანებისთვის უკვე დიდი შედეგია როცა ბიჭი ძილის წინ მასზე ფიქრობს, ესეიგი უყვარხარ?!! და ეს კმარა?? გრძნობების ნიჭი დავკარგეთ ხალხნო. სამწუხაროა !! იცით ეს ჩამონათვალი რა არის?? -შიშია !! შიში რომ სამუდამოდ მარტონი არ დარჩეთ ! თითქოს უფრთხილდებით ბიჭებს, სინამდვილეში კი ელაქუცებით, თქვენ აქტიურობთ და თავს იმცირებთ მასთან ამით. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კაცი მაღლა დგას და ეს მხოლოდ თქვენი დამსახურება… კაცმა ქალის ფასი არ უნდა იცოდეს?? როგორ ფიქრობთ?? პირველ რიგში თქვენ თვითონ უნდა იცოდეთ საკუთარი თავის ფასი! ქალი ყოველთვის მოიწვდომელი უნდა იყოს!! და როცა ქალიც ამ ჩამონათვალის მსგავსად იქცევა, ამით იმ უმცირესობასაც უწურავთ იმედებს რომლებსაც ნადვილი “ქალი” ენატრებათ. ჭკუას მოუხმეთ და გულს უსმინეთ!! საკუთარი თავი შეიცანით ვინ ხართ, რას წარმოადგენთ, რა გინდათ ცხოვრებაში, როგორი მეწყვილე შეგეფერებათ და ურთიერთობაში საკუთარი პოზიცია გეჭიროთ ყოველთვის!! მთავარია სიყვარული, ურთიერთდაფასება და ნდობა!! ყველაფერი კარგად იქნებაა …

  23. 1. ელემენტარული აზროვნების უნარი თუ შეუძლია ადამიანს ყველაფერს გაიგებს
    2.და ქალს ძალიან უხდება პაიკის როლის თამაში?? და საინტერესოა ეს პოზიცია თქვენთვის სასიამოვნოა??
    3.მესაკუთრეობა საფრთხილო ნამდვილად არ არის. და ქალიც ანალოგიურად უნდა იყოს მესაკუთრე
    4.სიგარეტის მოწევა მოსაწონი ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს ბევრისთვის მოთხოვნილებაა
    5.სავარჯიშოდ თუ მიხვედი, უნდა ივარჯიშო, და თუ სხვა მიზნებისთვისაა ეს ვარჯიში მაშინ გასაგებია…
    6.მოსმენა უბრალოდ კულტურაა და აქ ბიჭი არაფერ შუაშია
    7.იქნებ ისეთ რამეს გეუბნება რომ ზუსტად ამ პასუხის მოსმენა სურს???
    8.ბიჭისთვის ამის თქმა არაა საჭირო, საკმაოდ გარკვეულები არიან და ღრმად მიხვედრილები ამ საკითხთან მიმართებაში
    9.და რა საჭიროა რომელიმე გმირის როლის თამაში და მათი სიტყვების გამეორება?? ის უნდა ილაპარაკონ რასაც გრძნობენ და როგორც მათ გაუხარდებათ
    10.აბდაუბდა სამოსს თავისი ადგილი აქვს, მართალია, მაგრამ მოწესიგებული ქალი ყველა მამაკაცისთვის სასურველია
    11.თუ გოგოსაც უყვარს რატომ უნდა იფლირტაოს სხვასთან?? ეჭვი მიზეზგარეშე არ ჩნდება
    12.ეს უბრალოდ ყურადღებაა
    13.უბრალოდ უნდა გრძნობდეს ამას ქალის ქცევებიდან გამომდინარე (თუ ყელში ამოუხვედი და კისერზე ჩამოეკიდე არც ეგ ესიამოვნება)
    14.ცოტა “სწერვობა” უხდება ქალს. უბრალოდ “ნაზი ყვავილი” უმეტესობას არ აინტერესებს. და როცა უყვარხარ უნდა უყვარდე ისეთი როგორიც ხარ, არისტოკრატი იქნები თუ ვინც …
    15.ნებისმიერ რამეს კაცი არგააკეთებს… კაცური თავმოყვარეობა ყველა მათგანს გააჩნია
    16.ემოციები ყველას გააჩნიადა ის უსაზღვროა, განსხვავება იმაშია თუ როგორ გამოხატავენ ამას
    17.ბრძოლა რა თქმა უნდა საჭიროა
    18.როცა უყვარს ბიჭს, შეცვლილ პატარა წერტილსაც თავის და უნებურად შეამჩნევს
    19.და ეს ვინმესთვის უცხო იყო??
    20.თუ 6 თვის წინანდელ დაშვებულ შეცდომას ვერ იგებს მაშინ უნდა შეახსენო რათქმუნდა. მაგრამ გოგოც რომ ამდენ ხანს ამ პრობლემას ვერ გადაჭრის …
    21.და ეს რა უაზრობაა საერთოდ??
    22.ქალს ელემენტარული უნდა ეხერხებოდეს სამზარეულოში, და ისევ და ისევ მამაკაცისთვის საყვარელი ადამიანი ყველგან და ყოველთვის მომხიბვლელი იქნება, რა თქმა უნდა როცა უყვარს :)
    23.ჯერ გოგომ რატო უნდა გაურიგოს ?? და თუ მოეწონებათ ერთმანეთი ეს მათი გადასაწყვეტია? რა საჭიროა იქ ვინმეს ჩარევა
    24.ყურადღება ყველასთვის სასიამოვნოა
    25.ეს პირადი გამოცდილებაა??? …..
    26.გააჩნია მძღოლს :)
    27.რატომ უნდა უნდოდეს??
    28.თუ ჰყავს საყვარელი ადამიანი, რატომ უნდა უჩნდებოდეს სურილი ვინმეს ეფლირტავებოდეს?? ესეიგი არ უყვარს და სათანადოდ არ აფასებს
    29.მხოლოდ ამას ვეთანხმები მილიონი პროცენტით !!
    30.საერთოდ ჭირშიც და ლხინშიც უნდა გქონდეს საყვარელი ადამიანის თანადგომის იმედი. და როცა პრობლემაზე გელაპარალება შენ, ესეიგი რაღაცას ელის შენსგან. მაგრამ გოგომ ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს როგორ მოიქცეს. ამიტომ სათანადოდ უნდა იცნობდე მას რომ მიხვდეს რას სჭირდება მას უბრალოდ თანადგომა, გაზარება, რჩევის მიცემა თუ უფრო მეტიც
    31.რა შუაშია??? სპორტი თუ უყვარს და გიჯი ფანი თუა იყვირებს და თუ დრამა არ უყვარს საერთოდ რატომ უყურებს??? და თუ ამას საყვარელი ადამიანის გამო აკეთებს თავსაც შეიკავებს ხო?? ან უკეთესი ვარიანტი უნდა შესთავაზოს რაც ორივესთვის მისაღები იქნება. გასაკვირი ნამდვილად არაფერია ამაში
    32.იდეალური ვერასდროს იქნება ურთიერთობა, მაგრამ “ლანძღვა-გინება” !!! ეს ნამდვილად მიუგებელია
    33.ეს თავისი ნებაა და ჩვეულებრივი მომენტია. ყველა შემთხვევაში დასამალი მგონი არ უნდა იყოს როცა ნამდვილ გრძნობა გააჩნია
    34.და რატომ?? როცა სიყვარეულზეა ლაპარაკი არასერიოზული როგორ შეიძლება ოდესმე იყოს??
    35.მითუმეტეს ცხოვრებისეული პრობლემები ძალიან პირადულია და ინდივიდუალური ყველასთვის
    36.ხო მაგრამ გააჩნია კაცს და გააჩნია რას ლაპარაკობს რა თქმა უნდა, არა?? და არ გინახავთ გოგო ვინც საერთოდ არ ლაპარაკობს ბიჭებზე ან ძალიან ცოტას ლაპარაკობს?? ესეც ხო პიროვნულია??? ანალოგიურად შეიძლება იყოს ბიჭებშიც
    37.როცა ორივე მხარეს უყვარს მაშინ ერთმანეთის ბედნიერება რა თქმა უნდა ენდომებათ (მხოლოდ ბიჭებს ნუ დავაბრალებთ რაღაცეებს) და თუ ვერ ახერხებენ სიყვარული მიცემთ იმის საშუალებას რომ ერთმანეთს ამ მხრივაც გაუგონ
    38.დაქალებს კი უნდა მოუსმინო მაგრამ საკუთარი აზრი უნდა გაგაჩნდეს პირველ რიგში, და დაქალების რჩევა აუცილებლად გასათვალისწინებელი არა
    რა თქმა უნდა
    39. ეს მორიგი იდიოტობა :დ (პირადი და რამე??? :დ)
    40.გააჩნია ვის როგორ ეხერხება მაკიაჟის გაკეთება და როგორ მაკიაჟს იკეთებს, და საკითხავია რამდენი კითხულობს რომანებს, როცა ასეთ შედარებას აკეთებ… მეორე საკითხი ყველა ბიჭს უყვარს თუ არა ფეხბურთი და ვის აქვს დრო ვიდეო თამაშებისთვის?!!!

  24. metvrametes rac sheexeba absoluturad isetive azri maqvs rogorc xatunas. bichs tu uyverxar is aucileblad sheamchnevs tundac imas rom axali fexsacmeli gacvia an tma sheicheri da sulac makiaji arasworad gisvia.

  25. ეს გუშინ მაგრად მომეწონა ;-) შენ თუ ეგრე გეფიქრება ასწორებს ;-)

  26. ბიჭები იმაზე უფრო ემოციურები არიან, ვიდრე შენ ფიქრობ. <<< es ki ssimartlea… piradad mqonia shemtxveva, roca is tavis grdznobebze miyveboda da rogor atkines guli ))) chvenze metad isini ganicdian :)))

  27. me biji var da vpiqrob rom aq rac weria yvelaperi simartlea garda ertisa zogi biji siyvaruls sheyvarebulis gabrazebit gamoxatavs zogi ki piriqit da yvela biji ertnairi araa me chems sheyvarebuls guli vatkine da es dzalian inane

შენ რას იტყვი?