Home ურთიერთობები

love is

სიყვარულის გამოხატვის მრავალი გზა არსებობს. შეიძლება შენ უკვე იცი  როგორ გამოხატო შენი სიყვარული, მაგრამ მაინც გადაავლე თვალი 25 პუნქტიან სტატიას, იქნებ რომელიმე გამოგადგეს კიდეც.

ჩვენთვის , ქალებისთვის რომანტიკა ისეთივე აუცილებელია, როგორც მაკიაჟი. რომატიკული იდეები შეიძლება გვეწვიოს ისეთ დროს, როგორიც არის ტელევიზორის ყურება, ან მეგობრებთან  ჭორაობა. თუმცა აქ მოყვანილი რჩევები არა მარტო გოგოებს, არამედ ბიჭებსაც აუცილებლად გამოადგებათ. ასე რომ ბიჭებო, ნურც თქვენ დაგეზარებათ წაკითხვა.

  1. გულის ფორმის კექსები და მაფინების გამოცხობა – ლამაზიც არის და გემრიელიც;
  2. ერთად ისეირნეთ პარკში – ბავშვურია, მაგრამ უბერებელი, ხელიხელჩაკიდებულები უკეთესია; :)
    love is

    ხომ ვთქვი უბერებელია თქო

  3. მოამზადეთ მისთვის აბაზანა – სურნელოვანი ქაფი ჩაუმატეთ, სანთლები აანთეთ, ოღონდ დაიცავით უსაფრთხოების წესები;
  4. გაანებივრეთ ერთმანეთი – მაგალითად საუზმე ლოგინში;

    love-is

  5. საჯაროდ გამოხატეთ ერთმანეთის სიყვარული – არ მოგერიდოთ, მაგრამ არ გადაამლაშოთ;
  6. ერთად ივარჯიშეთ – დილის გამამხნევებელი ვარჯიში ან სირბილი;
  7. საქორწინო ფიცის განახლება – თუ დაქორწინებულები ხართ;
  8. მის მაისურში დაძინება – ღამის პერანგის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ;
  9. ძიძის დაქირავება და დაუგეგმავი პაემანი – მთელი საღამო  ერთად;
  10. ერთმანეთის ოცნებების ახდენა – ნებისმიერი ოცნება, რომლის ერთად შესრულებასაც შეძლებთ;
  11. ვნებიანი სიყვარული – გიყვარდეთ მხოლოდ ის, ბოლომდე დაიხარჯეთ სიყვარულში;
  12. დაეხმარეთ რუტინულ სამუშაოში – დაეხმარეთ საჭმლის მომზადებაში, დოკუმენტების მოწესრიგებაში;

    love is

  13. ცივ ლუდზე ზრუნვა, სანამ ის ფეხბურთს უყურებს – თავის დამცირებაში არ ჩაგეთვლებათ;
  14. დაწერეთ პატარა ზღაპარი და თქვენ იყავით მთავარი გმირები – თქვენი ზღაპრული ისტორია გექნებათ;
  15. გაუგზავნეთ სიურპრიზი სამუშაოზე – ყვავილების გაგზავნა ყველგან შეიძლება;
  16. უმეორეთ ერთმანეთს, რომ ძალიან გიყვართ, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე იცით –ამის მოსმენა ყოველთვის სასიამოვნოა;
  17. გაუხახუნეთ ცხვირები – რომელიღაც ქვეყანაში კოცნასაც კი ცვლის;
  18. არ დაგავიწყდეs მადლობის თქმა – ყველგან და ყოველთვის;
  19. გაიყავით პიცის ბოლო ნაჭერი – ზედმეტ კალორიებს აიცილებთ თავიდან; :D
  20. დაბანე თმა – სახალისოა და განსაკუთრებულად აახლოვებს;
  21. პირველმა თქვი “ბოდიში” ჩხუბის შემდეგ – მერე რა, თუ თავს დამნაშავედ არ თვლი;
  22. უარი თქვით როლების გენდერულ განაწლებაზე – შეცვალეთ როლები, ბიჭებმა სცადეთ სახლის დალაგება და გოგოებმა ნათურის გამოცვლა ან კარის სახელურის შეკეთება;
  23. სიტყვიერად დაარწმუნე შენს სიყვარულში – შეგიძლიათ რამოდენიმე ენაზე ისწავლოთ სიყვარულის ახსნა;
  24. კომპლიმენტების თქმა – ბიჭებსაც ისევე მოსწონთ კომპლიმენტების მიღება საყვარელი ადამიანისაგან, როგორც გოგონებს;
  25. გაუგზავნეთ ხელით დაწერილი და გაფორმებული წერილი – ვიცი, რომ XXI საუკუნეა, მაგრამ რომანტიკა რამდენიმე საუკუნით უკან დაბრუნებასაც აიტანს;

love is

37 კომენტარი to this post
  1. მომეწონა, განსაკუთრებით სამზარეულოში ფუსფუსის შესახებ. გულის ფორმები უნდა მოვძებნო, იქნებ კექსიც გამომიცხოს:)))

  2. Mariam Talakhadze სიტყვიერად დაარწმუნე შენს სიყვარულში – შეგიძლიათ რამოდენიმე ენაზე ისწავლოთ სიყვარულის ახსნა; es me tu mitxav :| veranair romantikas ver vxedav

  3. ძიძის დაქირავება და დაუგეგმავი პაემანი – მთელი საღამო ერთად;
    მშვენიერია :)

  4. რა მაგარია თითქმის ყველა პუნქტს ვასრულებ და მომწონს პოსტი… და ჩემი თავიც რა რომანტიული ვყოფილვარ!!!

    • ძალიან მიხარია დიდი მადლობა :) მართლა ძალიან რომანტიული ადამიანი ყოფილხარ :)

      • ან ძალიან შეყვარებული ,თუმცა ცხობას რაც შეეხება საყვარელი ადამიანიც კი ვერ მაიძულებს…:(

        • ხო ეგ პუნქტი მე ძალიან მიყვარს, ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ჰობია რაღაცეების გამოცხობა, სამწუხაროა რომ ახლა დრო ნაკლებად მაქვს ხოლმე

  5. ცივ ლუდზე ზრუნვა, სანამ ის ფეხბურთს უყურებს – თავის დამცირებაში არ ჩაგეთვლებათ; – სიამოვნებით ჩავაცივებდი და ვუყურებდი მატჩს მასთან ერთად :^)

    • :) შენ ბევრად უფრო შორს წახვედი და მერე შეგიძლია გამარჯვება მასთან ერთად აღნიშნო ან დამარცხებული ანუგეშო

  6. არცთუ ისე მგრძნობიარეა ეს 25რჩევამაგრამ ცოტაარი იყოს საინტერესოა მაგრამ არამგონია ეს ყვეალფერი საკმარისი იყოს შეყვარებული ადამიანისთვის სიყვარულის გამოსახატავად მე ვფიკრობ უფრო ამაღელვებელი, და ბევრად რომანტიკული არის საჭირო….

შენ რას იტყვი?