შაბათს “ქარვასლაში” ისევ მხიარულებაა!
სავაჭრო ცენტრ “ქარვასლას” წინა წვეულებაზე მგონი ყველანი იყავით. Facebook-ზე ისეთი ამბავი იყო, ჩვენთან დადებულ პოსტს 50-ზე მეტი გაზიარება ჰქონდა. :)
უკვე არავისთვის აღარ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ყოველ შაბათს 2 საათზე “ქარვასლაში” აუცილებლად ხდება რაღაც შთამბეჭდავი!
ამ შაბათს “ქარვასლაში” ZUMBA ბრუნდება!
Zumba – ეს არის ლათინური მუსიკით შთაგონებული საცეკვაო ფიტნეს პროგრამა, რომელშიც შედის ლათინური და საერთაშორისო მუსიკა და მოძრაობები. ეს ყველაფერი ქმნის დინამიურ, საინტერესო და ეფექტურ გამაჯანსაღებელ სისტემას.
15 მარტს მსგავსი ღონისძიება “ქარვასლაში” უკვე გაიმართა და ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ გადაწყდა:
შაბათს ეს დაუვიწყარი Zumba გართობა უფრო დიდი მასშტაბით ჩატარდება!
ღონისძიებას გაუძღვება Zumba -ს სერტიფიცირებული ტრენერი – ქეთი ზაზანაშვილი.
ეს იმას ნიშნავს, რომ:
შაბათს, 17 მაისს გველის დაუვიწყარი გართობა, ცეკვა, ღიმილი და ბედნიერი სახეები. ქარვასლაში ბედნიერებისთვის გავერთიანდებით!
ასევე, გელის გათამაშებები და სასიამოვნო პრიზები! “ქარვასლა” გელოდებათ ყველას!
მონაწილეობა როგორც ყოველთვის უფასოა! :)
ღონისძიების პარტნიორები არიან:
მაგარია (Y)
Lal, გელოდებით <3