7 ფილმი საახალწლო განწყობისათვის
თუ შობა-ახალი წლის გატარებას შინ, ხმაურიანი წვეულებების გარეშე აპირებთ, საღამოებს ჩვენი ფილმების შვიდეული გაგიხალისებთ.
1. ახალი წლის ღამე / New year’s Eve
საახალწლო ისტორიების გმირები ნიუ-იორკის მაცხოვრებლები არიან, რომელთა ცხოვრებაც უცნაურად გადაიკვეთა.
2. არდადეგები / The Holiday
სახალისო ისტორია ორ ახალგზრდა ქალზე, რომლებმაც საშობაოდ სახლები გაცვალეს და შედეგად დიდი სიყვარული იპოვეს.
3. რეალური სიყვარული /Love Actually
სასიყვარულო ისტორიები დაწყებული პრემიერ მინისტრიდან, დამთავრებული მწერლამდე, შობა და ბედნიერი დასასრული.
4. ინტუიცია / Serendipity
თუ ბედისწერის გჯერათ, ეს ფილმი თქვენთვისაა. ბედს მინდობილი ორი ადამიანის ისტორია.
5. ბრიჯით ჯონსის დღიური / Brigdet Jones’s Diary
ბრიჯით ჯონსმა ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა. თუმცა ოცნებების ახდენა და ნამდვილი სიყვარული პოვნა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა.
6. ოთხი შობა /Four Christmases
შეყვარებულები ბრედი და ქეითი ცდილობენ შობა მშობლებთან გაატარონ. საქმეს ართულებს ის, რომ ორივეს მშობლები განქორწინებულები არიან და მათ ერთ დღეში ოთხი სახლის მონახულება უნდა მოასწრონ.
7. სთოუნების ოჯახი / The Family Stone
სთოუნების მრავალშვილიანი ოჯახი იშვიათი ურთიერთგაგებით გამოირჩევა. ერთერთი ვაჟი, ევერეტი შობას ოჯახის წევრებს გასაცნობად საცოლეს, მერედიტს ჩაუყვანს. და პრობლემებიც თავს იჩენს.