Home სახლი

pajama party

ალბათ ყველას გვქონია ბავშვობაში ოცნება, რომ ოდესმე, როცა დიდი გაიზრდები, იცხოვრებ მარტო ან მეგობრებთან ერთად; ყოველდღიურობა გახდება ერთი დიდი დღესასწაული; შენს დაქალებთან ერთად მარტო სახლში, სადაც არავინ გეუბნება, როდის უნდა დაიძინო, რამდენი ხანი იჯდე კომპიუტერთან, როდის ჭამო, რომელ საათზე დაბრუნდე სახლში და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ გარდატეხის ასაკის შემდეგ და ფაქტობრივად, არც მანამდე (თუ ჩემს უფროს ძმას არ ჩავთვლით) არავითარი პრობლემა არ მქონია არც სადმე გაშვებაზე, არც გვიან დაბრუნებაზე, მაინც ყოველთვის მინდოდა დამოუკიდებლად მეცხოვრა. მქონოდა ჩემი კუთხე, ჩემი შემოსავალი, რადგან სახლში ჩემი ოთახიც კი არ მქონდა.

მარტო ან რუმმეითებთან ცხოვრება რამდენიმე ეტაპად შეგვიძლია დავყოთ, ესენია: სახლიდან წამოსვლა, მშობლების შემზადება, ბინის პოვნა, ახალ ბინასთან შეგუება და ყოფითი პრობლემები, რომლებიც განსაკუთრებით მაშინაა აქტუალური თუ არავითარი კომუნალურების გადასახადი ან საჭმლის გაკეთება თქვენს კომპეტენციაში არ შედიოდა.

alone home

მშობლების შემზადება

დაახლოებით 10 თვის წინ მე და ჩემმა დაქალმა გადავწყვიტეთ, რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, მარტო გადავსულიყავით. არც კი მახსოვს საიდან წამოვიდა ეს იდეა. ალბათ, უბრალოდ მორიგი ლაპარაკის დროს, როცა მე ჩემი ოჯახის წევრებზე ვწუწუნებდი, ის კი თავისაზე. დავსვით საკითხი და ბინის ძებნას შევუდექით.

მართალი რომ გითხრათ, ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ამას შევძლებდით, რადგან მე არ მჯეროდა საკუთარი თავის და იმის რომ, ის სახლიდან წამოსვლას შეძლებდა. ჩემები სიხარულით შეხვდნენ ახალ ამბავს, რომ მე დამოუკიდებლად ცხოვრება გადავწყვიტე, რომ მინდოდა საკუთარი თავის და ცხოვრების ბატონ-პატრონი გავმხდარიყავი. თუმცა, ეს ისედაც ასე იყო ყოველთვის, რასაც ალბათ, ჩემი თვითშეფასებიდან გამომდინარე, ვერასდროს ვაცნობიერებდი.

მე ჩემებთან პრობლემა არ მქონია. რასაც ვერ ვიტყვი ჩემს დაქალზე, რომელსაც ბევრი დავიდარაბის გადატანა მოუხდა. თუმცა ბევრი კამათის, ჩხუბის და ცრემლების შემდეგ, მან თავისი პოზიცია არ დათმო და სახლიდან წამოვიდა.

თუ თქვენც იგივე პრობლემის წინაშე დგახართ, ნუ იფიქრებთ, რომ მშობლები თქვენზე უარს იტყვიან. ეს ყველაფერი დროებითია. ბოლოს ყველა მშობელი ეგუება იმ აზრს, რომ მათი შვილი გაიზარდა და დროა დამოუკიდებლად იცხოვროს.

ბინის მოძებნა

თუ ფიქრობთ, რომ სახლიდან წამოსვლა ყველაზე რთული რამ არის, ცდებით. შესაფერისი ბინის მოძებნა! აი, რა არის მთავარი ამოცანა, რომელსაც დაახლოებით 6 თვე ვასრულებდით.

გვინდოდა ბინა, არა-ძვირი და რომელსაც ექნებოდა ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ოთახი. ვინაიდან და რადგანაც ადამიანი, რაც არ უნდა გიყვარდეს, მაინც გჭირდება მისგან „დასვენება“ და განმარტოება. უამრავი ბინა ვნახეთ და ძალიან უცნაურ ადამიანებთან მოგვიწია ურთიერთობა. მაგალითად, ერთხელ, ვაჟა-ფშაველაზე მივედით ბინის სანახავად, რომელიც განცხადების მიხედვით ორ ოთახიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ორ ოთახში შუაში გაფარებული ფარდა იგულისხმებოდა. ერთმა ქალმა კი გვითხრა, რომ ბინაში ცხელი წყალი არ მოდიოდა, მაგრამ თვითონ მეოთხე სართულზე ცხოვრობდა და შეეძლო ჩამოეწოდებინა ხოლმე. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება თუ მაშინვე არ წახვალთ ბინის სანახავად და ჯერ გაარკვევთ რა გჭირდებათ, რა არის ბინაში, როგორ მდგომარეობაშია და ა.შ.

ბინის საძიებელი საიტები საშინელ დღეშია. არ არის გამართული ძიების ფუნქცია და უმეტესად დევს განცხადებები დღიურად გასაქირავებელ ბინებზე, რომლებისთვისაც ცალკე გამოყოფილი კატეგორია ურიგო არ იქნებოდა, მაგრამ რატომღაც ეს აზრი არავის მოსდის თავში. სასურველი ბინის შერჩევა გაზეთითაც შეიძლება, თუმცა ჩვენ გაზეთით არ გვისარგებლია, უმეტესად საიტებზე ვეძებდით და ბოლოს იდეა მოგვივიდა ჩვენი საიტი გაგვეკეთებინა, რომელშიც ათასი უაზრო განცხადება არ იქნებოდა გამოქვეყნებული.

brunette roommates

უმჯობესი იქნება, როცა დარეკავთ ყველაფერი დეტალურად გამოკითხოთ: არის თუ არა ცხელი წყალი და მაცივარი სახლში; ოთახების რაოდენობასაც უცილობლივ გაუსვით ხაზი; იკითხეთ სველი წერტილების მდგომარეობა და აუცილებლად(!) არის თუ არა მომავალი დიასახლისი თქვენი მეზობელი, რაც საკმაოდ არასახარბიელოა განსაკუთრებით მაშინ, თუ ის  უმუშევარია და საღამოს ყავაზე გამოსასვლელად მუდმივად სცალია.

მენტალური სახის პრობლემებიც შეგვეხო. თუ „ორი სტუდენტი გოგონა“ არ ხართ, თან თბილისში ცხოვრობთ, ძალიან საეჭვოა რატომ გინდა სახლიდან წამოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ არავის საქმე არ არის, მაინც ყველა ამით ინტერესდება. ასევე, რამდენი გაქვს ხელფასი, რა პროფესიის ხარ, სად მუშაობ, ვინ არიან შენი მშობლები და ა.შ.

საბოლოოდ, როცა ნორმალური ბინის პოვნის იმედი თითქმის გადაგვეწურა, კიდევ ერთი მეგობარი შემოგვიერთდა და სამმა გოგომ ერთ კვირაში სრულიად შემთხვევით ვიპოვნეთ იდეალური ბინა, სადაც მეორე დღესვე გადავედით.

დანარჩენი ეტაპების შესახებ, როგორებიცაა ახალ ბინასთან თუ რუმეითებთან შეგუება და ა.შ., მომდევნო პოსტებში მოგითხრობთ.

21 კომენტარი to this post
  1. ცალკე გადადიხარ იმიტომ რომ გინდა შენთვის იყო მშვიდად ცალკე!!!!!!… და თუ მაინც სხვა სამ გოგოსთან ერთად მოგიწევს ცხოვრება, რა აზრი და რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ სხვაგან გადასვლის ხლაფორთს და ქირის ხარჯებს, ცალკე და მშვიდად მაინც ვერ იქნები… სისულელეა…

    • მარტო ცხოვრება საშინელებაა… ჯობს სამმა დაქალმა შეგაწუხოს, ვიდრე მშობლებმა და ნათესავებმა )))))

    • anu imas vetanxmebi rom marto gadadixar sacxovreblad da ra mnishvneloba eqneba daqali wamigebs tvins tu mshobeli )))))))) simshvide da ganmartoeba minda chems sakutar saxlshi romelic imedia odesme megirsebaa!

  2. მეც შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი სასწაული 1 წლიანი ევროპული გამოცდილება… )))
    მართლა ძალიან რთულია Flat-mate-ებთან შეწყობა, შეგუება, ერთად ჭამა… მერე სისუფთავის დაცვა (ლოლ) უფ…
    მარა, ამ ყველაფერსაც აქვს რათქმაუნდა დადებითი მხარეები… მარტო ცხოვრობ (დიდივით), შენ წყვეტ საღამოს 8 საათზე გახვიდე სახლიდან, 7ზე, 5ზე თუ საერთოდაც 11ზე.. ))))))
    გააკეთო ფართი, დაპატიჟო მეგობრის მეგობრებიც კი (აქ ერთხელ ვცადე და კრახით დამთავრდა) და კიდევ მრავალი მაგარი რამე… <3
    და იმ ყველაფრის მიუხედავად, რომ მართლა საკმაოდ რთულია ცალკე, ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრება, მაინც ყველას ვურჩევ…. წ-ა-დ-ი-ი-ი-ი-ი-ი-ი-თ….))) ყველაზე მაგარი პერიოდი იქნება თქვენს ცხოვრებაში! <3
    გისურვებთ წარმატებებს…

  3. მართლა ძალიან კარგი იქნებოდა პირადად ჩემთვისაც მარტო ჩემ დასთან ერთად გადასვლა მშობლების გარეშე, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ მაგდენი შემოსავალი არ მაქვს :(((((

  4. გადავდივარ საცხოვრებლაააააად:))))) გამიმართლა და 2 კვირის ძიების მერე მივაგენი ნორმალურ ბინას. მარა ცოტა მეშინია.

  5. უკვე 8 წელია მარტო ვცხოვრობ :) სტუდენტი გავხდი თუ არა მაშინვე ცალკე გადავედი, თავიდან მშობლები მაფინანსებდნენ, მაგრამ ეხლა მე ვარ ჩემი თავის ”ბატონ-პატრონი” :) უკეთ გავიცანი საკუთარი თავი, ვისწავლე დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა, არ ვიცი მე როგორ მოვიქცევი ჩემსავით 17 წლის შვილმა, თან გოგომ რომ გამომიცხადოს ცალკე მინდა ცხოვრებაო, მაგრამ ძალიან ვეცდები ჩემი მშობლებივით ვენდო და გაუშვა, დიდი მადლობა დედა და მამა <3

  6. იმას ვიტყვი რომ, 2 წელია მარტო ვცხოვრობ ვინაიდან ევროპაში ვსწავლობ და სულაც არ მომწონს ეს ამბავი. რა ჯობია მშობლებთან ერთად თბილად სახლში ყოფნას. ცალკე ცხოვრება ერთი დიდი თავისტკივილია და მეტი არაფერი. ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია. გარდა მაგისა ხალხს გადავეჩვიე, ერთი ნივთიც რომ ადგილშეცვლილი მხვდება უკვე ვღიზიანდები. მოკლედ დარჩით მშობლებთან ვიდრე ისინი გყავთ, მარტო ყოფნას, ფართებს და მეგობრების დაპატიჯებას ისედაც არ მგონია გიშლიდნენ!

  7. 6 celia marto vcxovrob arc dakalebi damchirvebia binis saashovnelad da rac aravin :DDD marto cxovreba dakalebtan erta cxovrebas ar nishnavs dakalebi megobrebi natesavebi stumraad:D tu ginda rom srul harmoniashi iko

  8. 4 წელი მარტო ვიცხოვრე, მშობლების გარეშე, როცა თბილისში ვსწავლობდი. ჯერ ჯგუფელებთან ერთად (ეს ძალიან გამიჭირდა, ხასიათით დიდად რბილი არა ვარ და ამიტომ ლამის ისტერიკამდე მივდიოდი დაულაგებელი და უსუფთაო თუ დამხვდებოდა რამე, სამიდან ერთი იყო საშინლად მოუწესრიგებელი და რაც მთავარია ამპარტავანიც), შემდეგ მე და დეიდაშვილი ვიყავით ერთად. საკმაოდ კარგად ვართმევდით თავს. მერე ბათუმში დავბრუნდი და აქ მშობლებთან ერთად ვცხოვრობ. თუმცა ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ცალკე ცხოვრებაზე. მართალია ოჯახში მე,დედა და მამა ვართ (დები უკვე თავიანთ ოჯახებში ცხოვრობენ,), მაგრამ მაინც მინდა ცალკე, ჩემთვის ვიცხოვრო. ვფიქრობ, მშობლებიც უკეთ იქნებიან, მაინც “ვუშლი” ხელს მათ “მყუდროებას”. არა და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს განცდა არ გამიჩნდეს, რომ ცალკე მინდა წასვლა. ვთქვი კიდეც, მაგრამ ჯერ წაუყრუეს, მერე დეიდა და ბიძა მომიგზავნეს და ბოლოს ეჭვი გაუჩნდათ რაღაც-რაღაცებზე. დედამ ფრთხილად მიმანიშნა: ქალაქი მაინც ჯერ პროვინციულია და ცუდად გაიგებენ, გინდა ახლა შენ იმის მტკიცება, რომ მხოლოდ საკუთარი განმარტოებისათვის გჭირდება ცალკე წასვლა? მამაშენი ვერ გაუძლებს ჭორებს და გული გაუსკდებაო :)))))

  9. არანაირი ჭორები არ მაღელვებს,წლების წინ მე თვითონ მიწევდა ცალკე ცხოვრება, თანაც საზღვარგარეთ, უცხოელ რუმეითებთან, თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი და სახლში ფულსაც ვაგზავნიდი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც არ გავუშვებ ჩემს გოგონებს მარტო საცხოვრებლად, ვთვლი, რომ მშობლებმა შვილებს ცხოვრება მაქსიმალურად უნდა გავუადვილოთ, დამოუკიდებლობას რაც შეეხება_აბსოლუტური სმენასავითაა, ან გაქვს, ან არა.ჩემი შვილები ისედაც თანდაყოლილი დამოუკიდებლობით გამოირჩევიან, ცხოვრება ისედაც ძნელია, დამატებითი პრობლემები რაღა საჭიროა.
    მოკლედ არანაირ ამერიკულ და ევროპულ მოდელსა და ბარტყების ბუდიდან გადმოგდებას არ ვეთანხმები:ზოგი ფრენას სწავლობს, ზოგი სასიკვდილოდ იმტვრევა.ჩემი დევიზი ასეთია: აჩენ ბავშვს?_მოუარე! მყუდროებაც შეუქმენი, სხვა ბინაც უყიდე, მაგრამ არასოდეს მიატოვო მხოლოდ იმიტომ რომ გაიზარდა.

  10. მე ვერ ვიცხოვრებ მარტო ნამდვილად არც გამიშვებენ და ბევრ რამეზე მზრუნველობა მარტოც ძალიან ძნელია ისედაც მარტო სახში დეპრესიულია

  11. titqmis yvela adamianis cxovrebashi dgeba periodi rodesac marto cxovrebaze iwyeben piqrs da mec ra tqma umda eseti periodi mqonda. nervebs mishlidnen ojaxis wevrebisxvadasxva shenishvnebit, darigebebit, esumravlesobistvis gamagizianebelia , magram me exla arc erti mshobeli agar myavs cocxali da yvelapers mivcemdi imisatvis rom chemtaniyvnen, aserom visac gyavt icodet rom bednierebixart, aucilebeli araris sikvdili, rom amas mixvdet))

შენ რას იტყვი?