Home სახლი

ნივთი თუ ძველია, ეს იმას სულაც  არ ნიშნავს, რომ მას სარგებლის მოტანა აღარ შეუძლია. თუ არ გჯერა ამის, ეს სტატია შეგაცვლევინებს აზრს. მაგრამ შენც თუ ჩემსავით გიყვარს სახლის დეკორის თვალიერება და მისი ელემენტების შენი ხელით დამზადება, მოემზადე: დღეს გემრიელი მასალა გვაქვს მომზადებული “ჰენდმეიდომანებისთვის”.

დღევანდელი თემა ძველი, გამოუყენებელი ხის ნივთებია.

საწყობის ძველი ხის ფიცარი

wheles-for-pallets - Copy
ალბათ, გინახავს ასეთი ხის ჩარჩოები გამოუყენებლად, ან, შეიძლება, აგარაკზე ან სარდაფში შენთანაც მოიძებნოს.

ნუ გასწირავ მზესა და წვიმაში გასაფუჭებლად და ნახე, რა კარგი რამეები შეიძლება გამოვიდეს მისგან:

 

გორგოლაჭებს რაც შეეხება პატარა მაგიდისთვის, რკინა-კავეულის მაღაზიაში შეგიძლია შეიძინო, ან ამაზონზე  $3.49 – ად:

wheles-for-pallets

გორგოლაჭების შესაძენად დააწკაპუნეთ ფოტოზე!

სადენების დასახვევი ძველი კოჭა

ალბათ ესეც შეგიმჩნევია სადმე. შეგიძლია, მაგიდა, ან ძალიან საყვარელი და უნიკალური სავარძელი გააკეთო მისგან:

ბოსტნეულის ძველი კონტეინერები

მათ აუცილებლად გადააწყდებოდი, ერთხელ მაინც თუ მოხვედრილხარ ბოსტნეულის შესაძენად ბაზარში. ჰოდა, რა აჯობებს იმას, ბოსტნეულსაც თუ იყიდი და  ასეთ ლამაზ ნივთებსაც თუ დაამზადებ:

ძველი  ღვინის კასრები

სხვადასხვა ზომის ხის მორი და ტოტი

ინსპირაციისათვის

ეს კი ბონუსად. წარმატებებს გისურვებთ.

 

6 კომენტარი to this post
  1. აი უსაყვარლესი სტატია..ეს ყველაფერი მე რომც ვერ გავაკეთო,როცა წარმოვიდგენ რომ ვიღაც ხელმარჯვე გააკეთებს და ახალ სიცოცხლეს აჩუქებს ძველ ნივთებს მიხარიაააა…

  2. საწყობის ძველი ხის ფიცარი – DIVE BAR-შია მაგისგან გაკეთებული ავეჯი <3

  3. პალეტის და მორის ნაჭრის გარდა ვერაფერს აქ ვერ იშოვი სამწუხაროდ.
    პალეტიც უნდა იყიდო ნორმალურ მდგომარეობაში ისე არავინ არ მოგცემს, მაგრამ რეალურად ძალიან საინტერესო რაღაცეების გაკეთბა შეიძლება.

  4. ხის მორისგან რა მარტივი ყოფილა ნივთების დამზადება, მომეწონა <3

  5. პალეტები ცალობით სად ვიშოვო? რამდენიმე ცალი მინდა და არ ყიდიან მასე :(

შენ რას იტყვი?