Home სტილი

ყოველი ახალი კვირისთვის რაიმე თემას ავირჩევთ ხოლმე. პირველი თემა კი უბრალოდ ჩვენი მოწონებული ნივთებია.

ისიამოვნეთ!

სახლი

დეკემბრისა და ზამთრის დადგომასთან ერთად, ჩვენი გარდერობიც შეიცვალა. ახლა მოდაშია ფიფქებიანი სვიტერები და ჟაკეტები. აქსესუარებიც – შესაბამისი. არ დაგავიწყდეს თბილად შემოსვა. ჩვენს ავტორებს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძლიერ უყვართ ფუმფულა ბეწვიანი ჩექმები. “უგებიც” გამოგადგება, რათა ფეხები არ გაგეყინოს. თუ საკუთარი ავტომობილი გყავს და არ გჭირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა სამსახურამდე და უკან, შეგიძლია უფრო თხლადაც გამოეწყო.

სახლი

 

სახლი by pinkge featuring acetate sunglasses

 


სამსახური

სამსახურში სოლიდურად უნდა გამოიყურებოდე. გაგიმართლა, თუ კი შენთვის დაშვებულია ჯინსების ტარება და არც ფერთა არჩევანში ხარ შეზღუდული. ამიტომ, გამოიყენე შანსი და გაიხალისე ცხოვრება მხიარული ტონალობებით.

მკაცრი უფროსობა გყავს და ზემოხსენებულთა კატეგორიაში არ მოხვდი? ნუ დაღონდები. აკრძალვების მიუხედავად მაინც შეგიძლია მომხიბლველად გამოიყურებოდე. თუ შესაფერისი ნივთები საქართველოში არ შეგხვედრია, ონლაინ შოპინგს მიმართე და უცხოეთიდან გამოიწერე ის, რაც მოგეწონება შენც და ბოსსაც. ამასთან, გულს ნუ დაიწყვეტ, რადგანაც ყოველთვის შეგიძლია სამსახურის “ფორმის” ქვეშ ულამაზესი თეთრეული ატარო და პაემანზე წასვლის წინ მხოლოდ რამდენიმე წამით სამსახურის საპირფარეშოში შეხედვა მოახერხო, რათა მოახდინო გარდასახვა, თუ სახლში წასვლისა და გამოპრანჭვისათვის დრო აღარ გრჩება.

სამსახური

 

სამსახური by pinkge featuring salvatore ferragamo handbags

 



პაემანი

რამდენადაც ლიფ-კორსეტები მოდაშია, შეგიძლია არჩევანი მასზე შეაჩერო. შეიძინე ისეთი, რომლის ჩაცმა მოსაცმელის გარეშეც შეგიძლია. ექვსი საათისკენ პერანგი შიგნიდან მოიქციე, ან საერთოდ – ჩანთაში ჩაჩურთე (სურვილისამებრ) და Voila’ – მზად ხარ საყვარელ ადამიანთან ან შენი ოცნების მამაკაცთან შესახვედრად.

პაემანი

 

პაემანი by pinkge featuring vintage sunglasses

 



წვეულება

ალბათ, კარგად იცი, რომ გარდერობში ერთი შავი სადა პატარა კაბა ყველაზე აუცილებელი ნივთია. იმედია, მოგეპოვება. სათანადო აქსესუარების შეხამება და წვეულებისათვისაც მზადა ხარ.

წვეულება

 

წვეულება by pinkge featuring bow sandals

 


თავისუფალი თემა: კოპლები

“ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო” – ხსენებულ ფრთიან ფრაზაზე პირველივე რაც მახსენდება, “ვინტაჟია”. ამ უკანასკნელს კი კოპლებამდე მივყავართ.

სცადეთ! ჩვენ ვცადეთ და მოგვეწონა.

თავისუფალი თემა - კოპლები

 

თავისუფალი თემა – კოპლები by pinkge featuring polka dot handbags

 



1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?