“ვოგი” მსოფლიოს 17 ქვეყანაში გამოდის ყოველთვიურად. ჟურნალი “ვოგი” მოდის ბიბლიად მიიჩნევა და მისი ყოველი ახალი გამოცემა დიდ ინტერესს იწვევს ამ სფეროს მოყვარულებში. ნებისმიერი მოდელის, ფოტოგრაფის, სტილისტის, ბრენდის ოცნებაა ერთხელ მაინც მოხვდეს ვოგში. ამ პოსტში იხილავ 2013 წლის ოქტომბრის 17 გარეკანს მთელი მსოფლიოდან.
ბრიტანელი მოდელი სარა დელევინგი ავსტრალიური ვოგის გარეკანს ამშვენებს დოლჩე გაბანას კაბით, გვირგვინით და ბარბერის მოსასხამით. ბენი ჰორნის ფოტო. სტილისტი ავსტრალიური ვოის მთავარი რედაქტორი კრისტინ სენტენელა.
ჰოლანდიელი მოდელი Ymre Stiekema ამავე ქვეყნის ვოგს ამშვენებს. Alique ფოტო.
ჰოლივუდის ვარსკვლავი სანდრა ბალოკი ამერიკული ვოგის გარეკანზე. ლეგენდარული ფოტოგრაფის პიტერ ლინდბერგის ნაუშევარი
ვანესა აქსენტი გერმანული ვოგის გარეკანზე. ლუიჯი დანიელის ფოტო
ტაო ოკამოტო იაპონური ვოგის გარეკანზე პატრიკ დემარშელიეს ობიექტივში
რუმინელი ამომავალი ვარსკვლავი, ამჯერად ესპანური ვოგის გარეკანზე ლუი ვიტონის კაბაში იწონებს თავს, გენიალური ფოტოგრაფის, მარიანო ვივანკოს კამერის წინ