Home სტილი

თუ შენ 13-დან 17 წლამდე ხარ, თანაც თბილისში მცხოვრები, დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ შენს კარადაში მინიმუმ ერთი, მეტად გახუნებული „სკინი“ ჯინსი აუცილებლად მოიპოვება.  ჩვენს დედაქალქში – „სკინი“ ჯინსი თუ არა, ე.წ. ლეგინსი (ტენდენციურად შავი) მრავალჯერ მოგწყვეტს თვალს.

ერთი საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე – ხშირად ტანსაცმლის ფერი ადამიანის ხასიათს გამოხატავს, ხოლო სტილი – ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს. მაგალითად, ჩემს ნაცნობებში ხშირია იმ ადამიანთა კატეგორია, რომლებიც მუდმივად შავი ფერის სამოსს ანიჭებენ უპირატესობას, მათი ბუნება-განწყობილებაც შესამჩნევად  ჩაკეტილი და გაღიზიანებულია.

თბილისში ფერთა შუალედური ტენდენცია პრაქტიკულად არ არსებობს. ერთი ნაწილი თუ მთელს სტილს – ჩანთას, ფეხსაცმელს, მაისურსა და აქსესუარებს ერთ, მუქ ტონალობაში წყვეტს, მეორე ნაწილი, საკუთარ სტილს თამამად უხამებს ცისარტყელის ყველა ფერს  და არაჩვეულებრივი კონტრასტი გამოჰყავს.

მხცოვანი და დარბაისელი საზოგადოება, ახალგაზრდებისაგან განსხვავებით, ცდილობს სპეციფიური სტილის მორგებას. მათ სამოსში არსებული ფერთა გამა ხაზს უსვამს მათ სტატუსსა თუ მდგომარეობას.

დიახ, მოდის ტენდენციები მნიშვნელოვანია, თუმცა არ დაგავიწყდეთ თქვენი სხეულის პარამეტრისა და თავისებურებების გათვალისწინება სტილის მორგებისას. არ დაივიწყოთ ისიც, რომ ადამიანი თქვენგან პირველ შთაბეჭდილებას სწორედ ვიზუალიდან იღებს.

15 კომენტარი to this post
  1. არა მგონია ფერები ყოველთვის გამოხატავდეს ბუნებას და ხასიათს.მაგალითად;შეიძლება მომწონდეს წითელი სვიტერი,მაგრამ ფასს ვერ შევწვდე და შედარებით იაფი და შავი ვიყიდო:))

  2. "ხშირად ტანსაცმლის ფერი ადამიანის ხასიათს გამოხატავს," მართალია!

  3. ჩემი აზრით, ვინც რა ფერის და სტილის ტანსაცმელში გრძნობს თავს კომფორტულად ისე უნდა ჩაიცვას. სხეულის ფორმას კი ნამდვილად უნდა მიაქციონ ყურადGება.
    მაპატიეთ, G გამო.არ ბეჭდავს:(

  4. როგორც წესია სულ მუდამ კლასიკუარდ მაცვია და აქედან გამომდინარე მუქ ფერებს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ ჩაკეტილი და გაღიზიანებული ნამდვილად არ ვარ :D :D ისე დანარჩენში გეთანხმები

შენ რას იტყვი?