Home სტილი

სეზონის დადგომამდე კარგა ხნით ადრე უკვე განსაზღვრული  იყო გაზაფხული 2015-ის მოდური ტენდენციები. მსოფლიოს ოთხ უდიდესი ქალაქში: პარიზში, მილანში, ლონდონსა და ნიუ-იორკში გამართული ასზე მეტი ჩვენების შემდეგ, მოდის კრიტიკოსები და ბლოგერები გაზაფხული 2015-ის მთავარ ტენდენციებზე ჩამოყალიბდნენ.

ბოჰემური საღამოები

ნაზი, გამჭირვალე აბრეშუმის ქსოვილით შექმნილი კაბები, რომლებიც კარგად კვეთს ქალის სილუეტს და ხაზს უსვამს მის სექსუალურობას ჩვენებებში გამოიყენეს ისეთმა ცნობილმა დიზაინერებმა, როგორებიც არიან: Valentino, Dries Van Noten, და Vera Wang.

შარვალი და პიჯაკი

დაივიწყე, რომ ჩაცმის ასეთი სტილი მხოლოდ საქმიანი ქალებისთვისაა. Chanel და Céline გვთავაზობენ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილ ნაზ, ქალურ სტილს, როგორიც სხვა ცნობილი დიზაინერების კოლექციებშიც შეინიშნება.

ფერადი კვადრატები

2015 წლის გაზაფხულის სეზონზე სხვადასხვა ფერისა და ზომის კვადრატებით დაფარული ქსოვილის ნებისმიერი სახის სამოსს შეხვდებით. პალტოები, მოკლე კაბები, ბლუზები და ა.შ.

კუბოკრული სამოსი ყველაზე მოდური და აქტუალურია.

ჯინსი

ამერიკული მოდის უდიდესი საჩუქარი – ჯინსი.

ამ სეზონზე ჯინსის სტანდარტულ ცისფერი ფერის ქსოვილზე მეტად აქტუალურია მისი მუქი ტონები, რომლებიც დიზაინერებმა თითქმის ყველა სამოსის შესაქმნელად გამოიყენეს. მუქი ლურჯი ჯინსის ქსოვილის კაბები, პალტოები, შარვლები და ა.შ.

Dolce & Gabbana-მ სტანდარტული ჯინსის შარვალი ლამის ხელოვნების ნიმუშად აქცია.

ყვავილები

თითქმის წარმოუდგენლად იქცა გაზაფხულის სეზონი ყვავილების პრინტის გარეშე. მართლაც, რამ შეიძლება მიანიჭოს სამოსს საგაზაფხულო სიხალისე ფერადი და სხვადასხვა ზომის ყვავილების პრინტზე უკეთ?!

გარდა ძირითადი ტენდენციებისა, ამ სეზონზე ატუალურია ყვითელი და შავ-თეთრი ფერის სამოსი. ასევე თავისუფალი, ოდნავ დიდი ზომის ტანსაცმელი და აქსესუარები.

მიეცი თავს და სხეულს სრული თავისუფლება. წაიკითხე ჩვენი რჩევები და იყავი მოდური.

შენ რას იტყვი?