Home სტილი

Keira Knightley side ponytail

ცხენი კუდზე უკვე იყო სტატია, მაგრამ ამ სეზონზე ის იმდენად პოპულარულია, რომ გვერდის ავლა ძნელია.

ამჯერად საუბარი გვერდზე მოქცეულ ცხენის კუდზე გვექნება.

ეს საკმაოდ მარტივი, ლამაზი და მოსახერხებელი ვარცხნილობა შეიძლება ნებისმიერი შემთხვევისათვის გამოგადგეს, იქნება ეს წვეულება მეგობრებთან ერთად, კორპორატიული საღამო თუ ვალენტინობის დღესასწაულის აღნიშვნა საყვარელ ადამიანთან ერთად.

ეს ვარცხნილობა უკვე მოდურ აქსესუარად იქცა. მას ხშირად იკეთებენ ჰოლივუდის მომხიბლავი ქალბატონები. წითელ ხალიჩაზეც გაიბრწყინეს  ვარსკვლავებმა და ვნახოთ რამოდენიმე მათგანი  გვერდულად გადმოწეულ „ცხენის კუდის“ განსხვავებული ვარიანტებით.

ტეილორ სვიფტის ცხენის კუდი

მართლა ძალიან რომანტიული ვარცხნილობაა.

Ali Larter side ponytail

საკმაოდ უბრალო ვარცხნილობა ალის ძალიან უხდება, ისევე როგორც გოგონების უმეტესობას. ის casual სტილშია.

Keira Knightley side ponytailსაყვარელი, თუმცა არა სექსუალური ვარცხნილობა, მისი გაკეთება შესაძლებელია როგორც ოფისში ასევე პაემანზეც.

მცირე ისტორიული ექსკურსი:

წესით ასეთი წანამძღვარი სტატიის თავში კეთდება, მაგრამ არაფერი დაშავდება მას ბოლოსკენ თუ გადმოვანაცვლებ.

ყველაფერი საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო. ქალები ამ ვარცხნილობას იმიტომ ატარებდნენ, რომ საკმაოდ მარტივი გასაკეთებელი იყო, არც საქმეში უშლიდათ ხელს და საჭიროების შემთხვევაში გვერდზე გადმოწევით და/ან ყვავილის დამატებით სადღესასწაულო იერს იღებდა.  ამ ვარცხნილობის ტარება კაცებმა Georgian period დროს დაიწყეს, ისინი გარეთ ამ ვარცხნილობის გარეშე არ გამოდიოდნენ.

Girl_with_ponytail-Women_at_the_Quern

ეს მე-18 საუკუნის დროინდელი ფრაგმენტია გოგონა „ცხენის კუდით“.  ამჟამად „ცხენის კუდი“ ოფისში მომუშავე ქალბატონების პირველი არჩევანია, თუმცა ის საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს სკოლის მოსწავლეებს შორისაც.

ამ ვარცხნილობის უპირატესობა ის არის, რომ თმა უკან არის გადაწეული და კარგად ჩანს სახის ლამაზი ნაკვთები, თუმცა ასეთ დროს უკან ძალიან გადაქაჩვის გამო, შეიძლება „ცხენის კუდმა“ თავის ტკივილიც კი გამოიწვიოს.

ესეც რამოდენიმე ვიდეო თუ როგორ შეგვიძლია გავიკეთოთ „Side Ponytail“

14 კომენტარი to this post
  1. : )) არ მომწონს მეეე… არადა რა კარგი კულულები მაქ და რა ლამაზად მექნება ))

  2. რამოდენიმე წლის წინ თმა სპეციალურად გავიზარდე იმიტომ რომ მომწონდა თმის ვარცხნილობის ტარება ამ სტილზე, მერე ყველა ამ ვარცხნილობით დადიოდა სამსახურში და შევიჩერი :)))

  3. დიდი ხნის წინ, როცა დამოუკიდებლად ვცდილობდი ვარცხნილობის გაკეთებას, კუდი სულ გვერდით მქონდა მოქცეული და არ მომწონდა.თურმე ტყუილად მინერვიულია ბავშვობაში:)

    • სამივე. ოღონდ კლასიკური ცხენის კუდისაგან განსხვავდება, სწორი თმა არ არის აუცილებელი და უკან უბრალოდ შეკრულია და მერე გვერდზეა გადმოწეული

  4. მე თმა ზემოთ აწეული და შეკრული მიყვარს ჩემთვის უფრო მოსახერხებელია ნერვებს რო არ მიშლის :D

  5. მე მიხდება თან ძალიან,,,ყველა მეუბნება რო კაი ნაკვთები და თვალები გაქ და გადაწეული გიხდებაო და მე მგონია რო გაშლილი მიხდება თან მიყვარს გაშლილი თმები…ცხენის კუდი რატომღაც რაღაც ბავშვური მეჩვენება…და უგემოვნო რავი :(

შენ რას იტყვი?