Home სტილი

ვერ გეტყვით ვისთვის არის შოპინგი თერაპია. ალბათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაფერი ერგება, რასაც არ უნდა დაადოს ხელი მაღაზიაში, მე კი დღეს ვერაფრით ვისიამოვნე.

საბურთალოს გუდვილში არსებულ მაღაზია OVS-ში გახლდით მისული.

შესვლისთანავე, რა თქმა უნდა, თვალს სხვადასხვა ფერის ლამაზი ტანსაცმელი იტაცებს. ერთი შეხედვით ძალიან ადვილია ორიენტირება მაღაზიაში, ტანსაცმელი განაწილებულია სპორტულიდან – გასაპრანჭამდე, შარვლები და ფეხსაცმელი ცალკე. ამასთანავე ჩანთების, ქუდების და სხვა აქსესუარების ნაწილიც განსაკუთრებულადაა გამოტანილი.

გასაპრანჭი პულოვერი

გასაპრანჭი პულოვერი

პირველი რაც გადავათვალიერე, ზამთრის ქურთუკები და თბილი სვიტრები გახლდათ. არჩევანი დიდია, თუმცა ყველაზე დიდი ზომა (უმეტესობა კატეგორიებში) L ან XL-ია.

კუბოკრული წითელი ქურთუკი, რომელიც ძალიან მომეწონა და 46 ზომა იყო, დიდის ამბით წავაცუნცულე გასახდელში, ერთ “მიკი მაუსიან” ჟაკეტსა და ძალიან ლამაზ პიჯაკთან ერთად.

პიჯაკი, ჟაკეტი და ფეხსაცმელი-დასაწყისი

პიჯაკი, ჟაკეტი და ფეხსაცმელი-დასაწყისი

გეტყვით, რომ პირველ შეტანაზე “მიკი მაუსიანი” ჟაკეტის გარდა (რომელშიც თავისუფლად ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ ჩამეტია) ვერაფერი მოვირგე. ქურთუკი 46 ზომა გახლდათ, ჟაკეტი და პიჯაკი კი  XL და 44 ზომები იყო.

ვფიქრობ ფასები ძალიან მისაღებია ამ ეტაპზე, სეზონის ფასდაკლება მოქმედებს თითქმის ყველა დასახელების საქონელზე. ფასები პიჯაკებსა და ქურთუკებზე მერყეობს 50-დან 100 ლარამდე, ხოლო სხვადასხვა პყლოვერები და ჟაკეტები 20-დან 80 ლარამდეა.

მაისურების ფასები 15-დან 35 ლარამდეა დაახლოებით. ფასები ნამდვილად მისაღებია, ხარისხთან მიმართებაში ძალიან კარგია.

მიქსი

მიქსი

იმედგაცრუებულმა დავაბრუნე ყველაფერი უკან და კიდევ ერთხელ შემოვუარე მაღაზიას. ამჯერად გასაპრანჭ განყოფილებაშიც შევყავი ცხვირი და დიდი ხანი ვიქექებოდი.

მეორე ჯერზე ბევრად მეტი რამე ავარჩიე, თუმცა ქვედაბოლოსა და შარვლის ყიდვა ნამდვილად შეუძლებელი გახდა. ჩემი ზომა საერთოდ არაფერი იყო. იმ გოგონების გულის გასახარად, რომლებიც S ან XS ზომას ხმრობენ ვიტყვი, რომ მაღაზია OVS სავსეა მსგავსი ზომის ტანსაცმლით: იქნება ეს შარვლები, მოკლე ქვედბაოლოები, კაბები, პერანგები თუ პიჯაკები.

გასახდელში მორედ შესვლისას ყველაზე მეტად მომეწონა სქელი ძაფისგან ნაქსოვი მოკლე კაბა, რომელიც მართალია ძალიან კვეთდა ჩემს რამდენიმე ნაკლს, თუმცა ძალიან სასიამოვნო და ლამაზი აღმოჩნდა ჩაცმული, ამასთანავე ულამაზესი გამოსასვლელი ზედაც შევარჩიე, რომელიც ბრჭყვიალა ძაფნარევი გახლდათ და ძალიან რბილი იყო ტანზე.

ოვს კაბა

ნაქსოვი კაბა

ამის შემდეგ ფეხსაცმლებსაც ჩამოვუარე, თუმცა რატომღაც 38 ზომაზე მეტი არაფერი არ იყო დარჩენილი (საძულველი UGG-ებიც ბლომად აქვთ).

ჩანთების არჩევანი ძალიან მომეწონა, ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს დააკმაყოფილებს იმდენად მრავალრიცხოვანია საქონელი – დიდი, პატარა, ჭრელი, ტყავი ან მისი შემცვლელი, ნაჭერი თუ ნაქსოვი ჩანთები თვალს მიჭრელებდნენ დიდი ხანი. თანაც ჩანთების თვალიერება მას შემდეგ დავიწყე, რაც ყელსახვევების უზარმაზარ არმიას ჩავუარე გვერდი და ნერწყვი მომადგა მრავალფეროვნების გამო (ყელსახვევების და თავსაფრების გიჟი ვარ).

ჰელო ქითის ჟაკეტი კაპიუშონით

ჰელო ქითის ჟაკეტი კაპიუშონით

აქვე მინდა აღვნიშნო რომ OVS-ში არის ბავშვისა და კაცის ტანსაცმელიც. ბავშვის ტანსაცმელში ვერ ვერკვევი, თუმცა გეტყვით რომ არჩევანი იქაც უზარმაზარია.

კაცის განყოფილებაშიც ჩავისეირნე და ძალიან მომეწონა ჭრელი პერანგები და მაისურები, რომლებიც იმდენია რომ ყველა ვერც კი ვნახე, მალე მომბეზრდა.

ბოლერო

ბოლერო

თუ საყვარელ მამაკაცს გინდათ ლამაზი საჩუქარი გაუკეთოთ, ნამდვილად ღირს OVS-ში გავლა, არჩევანი საუკეთესო, ნებისმიერ გემოვნებას რომ მოარგებთ ისეთი, თანაც სეტებადაც შეგიძლიათ რაღაცეები იყიდოთ.

საბოლოო ჯამში, დასკვნის სახით გეტყვით რომ PLUS size გოგოებს OVS-ში თავიდან ბოლომდე ჩაცმა ძალიან გაუჭრდებათ(თუმცა ზედები და რამოდენიმე კაბა ნამდვილად აირჩევა), ამასთანავე მათ ვისაც XL-ზე დიდი ზომის ტანსაცმელი უნდა თითქმის არაფერი საინტერესო არ დახვდება. კაცის განყოფილებაშიც შეიძლება გოგოებმა ჩაიცვან, ფერადი მაისურები და პერანგები Plus size-ზე მშვენივრად წავა ♥

აქსესუარები

აქსესუარები

სულ ეს იყო ჩემი შოპინგ საღამო, ოდნავ იმედგაცრუებული ვარ, თუმცა საქმე არც ისე ცუდადაა.

 

ავტორი
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
19 კომენტარი to this post
  1. ნუ ამჯერად OVS-ის მაღაზიაში გახლდით : ) შემდეგზე სხვა მაღაზიებსაც დავლაშქრავ თუმცა არა მგონია უკეთესი მდგომარეობა დამხვდეს :|

  2. plus size ჰაბიტუსით რომ შედიხარ მაღაზიაში, კონსულტანტიც კი უკვე ისე გიყურებს, აღარ გინდა არაფრის ყიდვა,..
    იმაზე აღარაა ლაპარაკი, რომ არ აქვთ არასდროს XLზე დიდი ზომის ტანსაცმელი…
    და რა ვქნა მე, რა ჩავიცვა? :))) მრჩება შეკერვა და მოქსოვა :/ მაგრამ ხანდახან დროზე გჭირდება ან გინდა ახალი ტანსაცმლის ყიდვა და :/

    პ.ს. ნაქსოვი კაბა რა კარგია <3.

  3. mometsona sathauri-ogond archevani…mciria.ratom unda ishopingon sxva qveynebshi-gazidon phuli saqarthvelodan.iyos dzviri, nacilnacil gadaaxdevinon xalxs, ogond archevani iyos xarisxiani.es chemi azria mxolod.

  4. Plus size shopping is a disaster! თბილისში ყოველშემთხვევაში! რაც დიდი ზომისაა, 60 წლის ქალს თუ შეეფერება!

  5. ხო, აი, კარებში შესული არა ხარ, რომ მოგახლიან, „თქვენი ზომის არაფერი არ გვაქვს!“

  6. mec egre viyavi mtlad plus size ara magram cotaga maklda,,, axla? axla rac minda imas vicvam , manekenis zomas ver vqachav magram,,,,, ase rom sheukurtxet sachmels the magaziashi shesvlis dros tqvenc ityvit :ara es didi meqneba , patara zoma minda:)))) imdenad didi kaifia am sityvebis tqma yvelaze msuye the gemriel namcxvirs nachers acharbebs:*.

  7. მე რატო მმომდის ოვს-ის ზმანი პატარა? 48 ზომა შარვალი ვერ ჩვიტიე როცა 44 ვხმარობ! ო0 და 46 პიჯაკი იღლიებშ მიჭერდა , მკერდზე როარ შემეკრა არაფერი ეს ცალკე თემა.

  8. marcs and spencer გადასარევია თბილისი მოლში, 54მდე აქვთ ზომები, მაგრამ ფასებიც შესანიშნავია, პულოვერები 120 ლარიდან და შარვლებიც დაახლოვებით მასე :/

  9. Natia Sukhashvili საინტერესო ინფორმაციაა, აუცილებლად გავივლი <3 და დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის ^_^

  10. აააააღარ შემიძლიაააააააააააააააააააააააააააააა ეს არის სულ პრობლემა :(

  11. plus size არ ვარ, მაგრამ ქალური ფორმებისთვისაც მაინცდამაინც ფართო არჩევანი არ არის; წელზე რაც კარგად მაქვს, თეძოზე არ ჩამომდის არაფერი :( რაც თეძოზე მეტევა, წელში განიერი მაქვს.. ჩემი მოსაწონი და ზომა შარვალი ვერ მიყიდია; არ მიყვარს ეს უწელო და კურტუმოზე დაკიდებული შარვლები და რა ვქნა..
    პ.ს. სპორტის სასახლის პირველ სართულზეა ძააააააალიან ბეეეეეეეეევრი ტანსაცმელი ძალიან იაფაააააააააააად :)

  12. ეტყობა უნდათ, რომ კარგი ხალხი გაიქცეს საქართველოდან და აქ დარჩნენ მარტო დაუნები….=//

შენ რას იტყვი?