Home სტილი

პატარა სტატისტიკა:

ერთ–ერთმა ქალების ჟურნალმა 500 მდედრობითი მკითხველის გამოკითხვისას გაარკვია, რომ მათი 30% ხშირად საკუთარ შენაძენს მეორე ნახევარს უმალავს.

რატომ ჩნდება ამის აუცილებლობა? რატომ გვჭირდება ქალებს 2-3 წყვილ ფეხსაცმელზე მეტი? როგორ უნდა შევიკავოთ თავი, როცა ვიტრინაში ულამაზეს ფეხსაცმელს ვხედავთ ფასდაკლებით? ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ ვინაიდან ფეხსაცმელები ჩემი დიდი ხნის „ტკივილია“ და უკვე აკვიატებული ჰობიც კი, ჩემი აზრით, უფლება გვაქვს, როცა გვინდა მაშინ და რამდენიც გვინდა, იმდენი ფეხსაცმელი ვიყიდოთ.

რამდენიმე დღის წინ ერთი საინტერესო დიალოგი წავიკითხე ქალსა და მამაკაცს შორის თანამედროვეობის ამ აქტუალურ თემაზე და თქვენც უნდა მოგიყვეთ.

კაცი: რად გინდა კიდევ ერთი შავი ფეხსაცმელი?

ქალი: შავი არ არის, ლურჯია.

კაცი: რა მნიშვნელობა აქვს. ნამდვილად გჭირდება კიდევ ერთი წყვილი ფეხსაცმელი?

ქალი: დიახაც, ყოველთვის მინდოდა მუქი ლურჯი ფეხსაცმელი მქონოდა, თან ასეთი.

კაცი: კი, მაგრამ ზუსტად ასეთი არ გაქვს ის ზებრას ფეხსაცმელი?

ქალი: ლეოპარდი!

კაცი: რა მნიშვნელობა აქვს. რად გინდა კიდევ ერთი წყვილი?

ქალი: იმიტომ, რომ ლურჯი არ მაქვს.

კაცი: ხომ გაქვს ის, ტყავის, ლურჯი არ არის?

ქალი: ის იისფერია, თან ამას სულ არ ჰგავს. ეს ლურჯია და თან მაღალქუსლიანი.

კაცი: რა მნიშვნელობა აქვს. ფული ხეზე არ იზრდება.

ქალი: მართალი ხარ (პაუზა)… მაგრამ არც ფეხსაცმელები იზრდება ხეზე.

ისე, ფეხსაცმლის ხე რომ არსებობდეს მთელ ფულს ალბათ ნერგებზე დავხარჯავდი და ფეხსაცმლების ბაღს მოვაშენებდი.

საინტერესოა..

6 კომენტარი to this post
  1. aabsoluturad….. pexsatsmels didi mnishvneloba aqvs…. rodesats qals da mamakatsats atsvia xarisxiani, dzviradgirebuli pexsatsmeli…. tansatsmeli sheidzleba agar iyos iseti mnishvnelovani…. da kidev xarisxiani (dzviradgirebulia ratomgats yoveltvis :D ) upro didi xani dzlebs da imyopeba pantastiur mdgomareobashi….. (gamotsdilebit) :)

  2. ფეხსაცმელს უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ვიდრე ტანსაცმელს, ამიტომ ფეხსაცმელს როცა ვარჩევ ჭკვიდან გადამყავს ყველა გამყიდველებიც და თან გამყოლებიც :D :D და მერე ყველა ერთხმად ასკვნის რომ მე ვერ გავთხოვდები :D ისეთი წუნია ხარო

  3. რამდენი წყვილი ფეხსაცმელი მაქვს მართლა არ ვიცი.წავალ შარვლის საყიდლად,ვყიდულობ ფეხსაცმელს,წავალ კაბის საყიდლად,ვყიდულობ ფეხსაცმელს,მაისურის საყიდლად – ისევ ფეხსაცმელს და თუ შემომრჩა ფული ტამსაცმლის დროც დგება.ამიტომ მაქვს უამრავი ფეხსაცმელი და არცისე ბევრი ტანსაცმელი.მგონი ეს ვადმყოფობაა,ფეხსაცმელს რომ ვხედავ აღარაფერი მახსოვს ;(((((

  4. მე მაქვს ძალიან ცოტა ფეხსაცმელი… მხოლოდ ის, რაც მჭირდება და აუცილებელია.

შენ რას იტყვი?