Home სტილი

კაშნეს ტარების მაგალითები

კაშნე, თავსაფარი, შარფი….

ამ აქსესუარის სტილთა უამრავი რაოდენობა არსებობს ამიტომ მათი გამოყენების და თავის მორთვის მეთოდიც უამრავია. თუ ორიგინალურ ხერხს გამოიყენებ, დამიჯერე, შენ გარერგნობას მეტ ეფექტურობა და მოდურობას შემატებ. თანაც კაშნეს  ტარება წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

მოდი, კაშნეს ტარების რამოდენიმე მეთოდი განვიხილოთ:

თხელი კაშნე

თხელი ფაქტურის კაშნე ან მოსახვევი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ის კისერზეც გავიკეთოთ, კაბაზე ქამრის მაგივრობა გაგვიწიოს, ჩანთას შევაბნიოთ, შარვლის ქამრად ვაქციოთ…

სადა პერანგს ან ყელამოღებულ მაისურს ძალიან უხდება კვადრატული ფორმის თხელი აბრეშუმის კაშნე.

ტიპური ვარიანტი – კაშნის დიაგონალზე გადაკეცვა და სამკუთხედის წინ მოქცევაა, კვანძი ან წინიდან, ამ უკან კეთდება

ფრანგული ვარიანტი – კაშნეს ვკეცავთ სიგრძეზე.

აი, ეს მეთოდი ძალიან მოომწონს, რაღაც სამკაულის მაგივრობას სწევს თითქოს. მეტი ეფექტისთვის ჭრელი შარფი აირჩიე.შარფის ბოლოები ტანსაცმლის ქვეშ იმალება.

თბილი კაშნე

თუ თხელი კაშნე მხოლოდ აქსესუარად გვევლინება, თბილი კაშნე თავის მთავარ დანიშნულებასაც უნდა ასრულებდეს – სიცივეში გვათბობდეს! თუმცა ისიც ისე უნდა ვიხმაროთ, რომ ჰარმონიულად შეეწყოს დანარჩენ სამოსს, შიკს მატებდეს ანსამბლს. თუ გინდა იყო მოდური, გაითვალისწინე ეს რჩევები:

  • თხელი კაშნე უხდება მხოლოდ ტანზე მომდგარ სამოსს, დიდ გაბარიტიან ან დიდი მოცულობის სამოსთან თხელი კაშნეს გამოყენებას ერიდე.
  • მასიური კაშნეები უხდება მხოლოდ მაღალ გოგონებს, ამ შემთხვევაში კაშნეს სიგრძეს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. თუ საშუალო სიმაღლისა ხარ – მაშინ მომცრო ზომის კაშნეები გამოიყენე.
  • აქცენტი თუ მასიურ ნაქსოვ კაშნეზე კეთდება, ნუღარ დაუმატებ მას შლაპას ან ნებისმიერ სხვა აქსესუარს. დაიმახსოვრე, რომ აქცენტი მხოლოდ ერთ რამეზე უნდა გაკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქსესუარების კონფლიქტს მივიღებთ.
  • ერთ ტონში გადაწყვეტილი კაშნე საოფისე დრეს-კოდსაც შეეფერება. თუ გინდა, რომ ლამაზი ანსამბლი შექმნა, კოსტიუმის ფერის კაშნე გაიკეთე, ოღონდ სხვა ფაქტურის.

მოდური კვანძები

კაშნეს ერთ მხარეს თუ მხარზე გადაიგდებთ, ან მხოლოდ ერთ მარტივ კვანძს გააკეთებ – ლამაზი იქნება, თუმცა – არა ორიგინალური.

ფრანგული კვანძი

ის მარტივი გასაკეთებელია, თანაც ამ შემთხვევაში კაშნე გულისპირსაც კარგად ათბობს

ორმაგი კვანძი

კაშნე ასიმეტრიულად შეიკარი ისე, რომ ერთი ბოლო მეორეზე გრძელი იყოს. იგივე ხერხით კაშნეს გაკეთება მომგებიანია  ორი სხვადასხვა ფერის კაშნეთიც – არ მოერიდოს ექსპერინემტების. კაშნეს ფაქტურისა და ფერის ვარიაცია ერთსა და იმავე სტილის მოდელს რადიკალურად უცვლის ეფექტს.

2012 წელს ბეწვის კაშნეებიც მოდაშია, ის შეიძლება იყოს ნებისმიერი სახეობის ცხოველის ან გინდაც ხელოვნური ბეწვის და ნებისმიერი სიგრძის ბეწვის. ბეწვი ნებისმიერ სამოსს გლამურს შესძენს!

მოდაშია ასევე სნუდები–მილისმაგვარი კაშნე.ის ნებისმიერი ფაქტურისა შეიძლება იყოს,დაწყებული ნაქსოვით და დამთავრებული აბრეშუმითა და ხავერდით.

კაშნეს გაკეთებისთვის მეტი გამოცდილების შესაძენად გთავაზობ რამოდენიმე ვიდეოს,რაც დაგეხმარება იყო მუდამ მოდური!

ავტორი
არ არსებობს სფერო, რომელიც მე არ მაინტერესებდეს! ვწერ ყველაფერზე,რასაც საინტერესოდ მივიჩნევ! ჩემი უკეთ გაცნობა თუ გინდათ,ეწვიეთ ჩემ ბლოგს http://ketusi.com/ იმედი არ გაგიცრუვდებათ!
28 კომენტარი to this post
  1. კი,პირველში ძალიან ბევრი სტილია ნაჩვენები, თუმცა იმ ორსიც არის საინტერესო მეთოდები.

  2. "2012 წელს ბეწვის კაშნეებიც მოდაშია, ის შეიძლება იყოს ნებისმიერი სახეობის ცხოველის ან გინდაც ხელოვნური ბეწვის და ნებისმიერი სიგრძის ბეწვის. ბეწვი ნებისმიერ სამოსს გლამურს შესძენს!"

    უსინდისობის ელფერსაც.

  3. რატომ ასე რადიკალურად? ფაქტია, რომ ლამაზია(ცხოველები მეც მიყვარს)

  4. Ke Tu Si (1) ისიც ფაქტია, რომ გატყავებული მკვდარი ცხოველის მოცმა და ტარება უსინდისობას (შეგნებულს თუ შეუგნებელს) უსვამს ხაზს და (2) ცხოველები თუ გიყვარს, იქვე პოსტში შეგეძლო მიგეწერა რის საფასურად გაილამაზებს თავს ბეწვის კაშნეს მყიდველი.

  5. Tornike Khomeriki ეს მსჯელობა შორს წაგვიყვანს,ამ პრინციპით თუ ვიცხოვრებტ,მაშინ არანაირი ტყავის ნაწარმიც არ უნდა ვიხმაროთ.თანაც პოსტში არ არის ბეწვზე გამახვილებული ყურადღება და ხლოვნური ბეწვიცაა ნახსენები.

  6. Ke Tu Si რა თქმა უნდა, [ცხოველისგან] დამზადებული არანაირი ნაწარმი არ უნდა ვიხმაროთ. ხელოვნური ბეწვიც რომ არის ნახსენები, არ გამომიტოვებია, მთლიანად გადმოვიტანე შენი ციტატა : ) მაგრამ ჯერ ერთი, ეგ იმას არ შველის, რაც ზემოთ დავწერე და მეორეც, ხელოვნური ბეწვის ტარებაც არაა პასუხისმგებლობისგან თავისუფალი – შენ რომ იცი რომ ხელოვნური გაცვია, სხვა ბევრმა არ იცის და რომ დაგინახავს, იქიდან ბევრი წავა და ბუნებრივს იყიდის.

  7. Tornike Khomeriki პირადად მე ,მიუხედავად იმისა, რომ ცხოველები მიყვარს,მაინც არც ვეგეტარიანელი ვარ და არც ცხოველის ტყავისგან და ბეწვისგან დამზადებულ ნივთებზე ვამბობ უარს და მაპატიე, მაგრამ ამგვარი პოსტი არ არის გათვლილი იმ მოწოდებაზე ,რომ აუცილებლად ნატურალური ბეწვი ვიხმაროთ,თუმცა არც იმას დავწერდი, თუ " რის საფასურად გაილამაზებს თავს ბეწვის კაშნეს მყიდველი" .

  8. Ke Tu Si ეგ ყველაფერი შენი არჩევანია, ისევე როგორც ჩემი კომენტარი – ჩემი.

  9. Tornike Khomeriki მართალია და ჩემი პოსტიც ჩემი პირადი და დიზაინერების ხედვაა და მე რატომ მედავები ?:)

  10. Ke Tu Si სად გედავები? ) მე კომენტარში აღვნიშნე ის, რაც ჩემი და ცხოველების/გარემოს დამცველების პოზიციაა. შენ რომ გკიდია მაგის აღნიშვნა შენს პოსტში – შენი უფლებაა.

  11. ჩემი ბლოგის ერთ-ერთი პოსტია http://ketusi.com/2012/01/02/%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%98/
    ამაზე რას იტყვი? ბლოგის კომენტარებში ვიკამათოთ :)

  12. Ke Tu Si მგონი აღარაფერია საკამათო ) რაც აღსანიშნი იყო, მეც აღვნიშნე ჩემი მხრიდან და შენც – შენიდან.
    P.S. მაგ პოსტის კომენტარებს გადავხედე და გული გამისკდა. მაგ კომენტების ავტორებს აუცილებლად დავავალებდი http://bit.ly/xQTbrA ამ ფილმის ნახვას.

  13. ნუ, გასაგებია შენი კონცეფცია,თუმცა იგივეს სხვას ვერ მოსთხოვ.ბაზარზე არსებულ ცხოველტა ნაწარმს მომხმარებელი ყოველთვის ეყოლება,თუმცა მათი მოპოვების მეთოდბის გაპროტესტების სურვილი მეც მაქვს

  14. უპირველეს ყოვლისა, კაშნე უნდა ვატაროთ სიამოვნებით და არა იძულებით :)

შენ რას იტყვი?