10 საინტერესო ფაქტი შოპინგის შესახებ
შოპინგი ყველა ქალს უყვარს! იმიტომ, რომ ეს რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. გადახედე 10 საინტერესო ფაქტს შოპინგის შესახებ და შესაძლოა აღმოაჩინო, რომ შოპინგს სხვა სასარგებლო მახასიათებლებიც ჰქონია.
#1: ქალები, რომლებიც ტანსაცმელს ყიდულობენ, თავს გაცილებით უკეთ გრძნობენ, ვიდრე ისინი, ვინც სამზარეულოს ნივთებს, ან საკვებს ყიდულობს.

#2: ქალები, რომლებიც კვირაში 17 საათზე მეტი დროით არიან დაკავებული შოპინგით და ხარჯავენ 200$-ზე მეტს, არიან უფრო ჯანმრთელები და გამხდრები, ვიდრე ქალები, რომლებიც ნაკლებს შოპინგობენ და ნაკლებს ხარჯავენ.

#3: ქალების 74% აღიარებს, რომ ისინი ფიქრობენ შოპინგზე წუთში ერთხელ მაინც, რაც დღის მანძილზე ცხრაასორმოცდაათია(950!!). ყოველი 5 ქალიდან, 2 აღიარებს, რომ არის ფეხსაცმელსა და ჩანთებზე შეყვარებული.

#4: სტატისტიკურად, შოპაჰოლიკ ქალებს ნაკლებად უჩნდებათ ნაოჭები და თავს ახალგაზრდულად გრძნობენ.

#5: შოპაჰოლიკი ქალები მეტად თავდაჯერებულები არიან და ნაკლებად აქვთ დეპრესიისკენ მიდრეკილება.

#6: ქალები, რომლებიც ყიდულობენ მთელი კვირის მანძილზე, ჩვეულებრივ უფრო კარგ ხასიათზე არიან, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ შაბათ-კვირას შოპინგობს.

#7: საშუალოდ, ქალი ცხოვრების 25184 საათსა და 58 წუთს ატარებს საყიდლებზე.
#8: მაღაზიის ვიტრინების თვალიერებაში, ქალი წლის მანძილზე ხარჯავს 48 საათსა და 51 წუთს.
#9: ქალები შვებულებისთვის შეძენილ ტანსაცმელში ხარჯავენ მეტ თანხას, ვიდრე შვებულების დროს!
#10: ჯინსი, ტოპი და მკლავებიანი მაისური (T-shirt) არის ყველაზე გაყიდვადი ნივთები.
ჩემ პროფილზე ფოტო როგორ ავტვირთო? :D