Home სტილი

რამდენიმე დღის წინ Pink.ge-ს ავტორები პეკინზე მდებარე მაღაზია Promod-ს ვეწვიეთ და სახალისო ფოტოსესია მოვაწყვეთ.

სტუმრობის მთავარი მიზანი დიდი და პატარა ზომის ტანსაცმლის მოძებნა იყო. ჩვენი ავტორი – Mariam Blanc-ი თავისთვის ყველაზე დიდ ზომის ტანსაცმელს, ხოლო მეორე ავტორი – Pawu ყველაზე პატარა ზომებს არჩევდა.

ფოტოებიდან თავად შეგიძლიათ შეადაროთ ორივე მოდელის ტანზე მორგებული სამოსი. ასევე გთავაზობთ მათ შთაბეჭდილებებს. მიუხედავად იმისა, რომ მათ რამდენიმე სამართლიანი შენიშვნა ჰქონდათ, ფოტოები იმდენად ეფექტური გამოვიდა, რომ უახლოეს მომავალში აუცილებლად ისევ ვეწვევით ამ მაღაზიას საგაზაფხულო კოლექციის “დასაგემოვნებლად”.

P1020417

P1020413

P1020419

P1020412

P1020408

P1020404

Mariam Blanc:

“პრომოდში ძირითადად სულ უამრავი ხალხია. ტანსაცმლის არჩევანია დიდია, ძირითადად S-დან XL-მდეა ზომები. თუმცა ზოგიერთი S იმაზე დიდია ვიდრე უნდა იყოს, ხოლო XL იმაზე პატარა ვიდრე ამას ზომა გულისხმობს.”

P1020396

P1020398

P1020388

P1020377

P1020385

P1020379

PaWu:

“ფასდაკლება როგორც მოველოდი, საზაფხულო კოლექციაზე უფრო იყო. არჩევანი იყო, თუმცა ზომებმა არ გაამართლა. მართალია მე S ზომასაც ვირგებ ხოლმე და თუ ზედაა, კაბად ვიცმევ, მაგრამ ამ შემთხვაში, ზედების სიგრძე არ იყო შესაფერისი. სტილს რაც შეეხება, მომეწონა, რომ ერთი მიმართულებით არ განისაზღვრებიან.

ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა. მიუხედავად ამისა, მომსახურე პერსონალისგან ყურადღების ნაკლებობა არ მიგრძვნია. რამდენჯერაც დამინახეს, იმდენჯერვე შემომთავაზეს დახმარება.

სიმართლე რომ ვთქვა, გული დიდად არ დამწყდა, რომ ვერაფერი შევიძინე, რადგან ის, რაც მომეწონა ფასდაკლებაში არ იყო. საერთო ჯამში მე თუ არა, თქვენ მაინც გამოჰკრავთ ხელს რაიმე საინტერესოს.”

P1020378

P1020375

P1020374

P1020376

P1020364

მსგავსი სტატიები
8 13221

18 კომენტარი to this post
  1. პრომოდის რა გითხრათ და.
    ფოტოები გადასარევი გამოვიდა :)) <3.

  2. კაბა მომეწონა ძალიან ბოლო სურათში რომ გაცვიათ და ეგ კაბა რა ღრდა? : )

    • ძალიან კარგი ფოტოებია. პროდუქციაც მომეწონა, თუმცა, თავად მაღაზიაში რომ ვიყავი (თბილისი მოლში) თვალში არაფერი მომხვდა. ანუ, უნდა მექექა. და რომც მექექა, საკმაოდ ძვირი ფასებია იმ ფასდაკლებებთან შედარებით, რაც სხვა ბრენდის მაღაზიებში გვხვდება.

  3. აუ კარგით რააა, რა უსინდისობაა ასეთი ტყუილებით რომ გვიჭედავთ თვალებს მკითხველებს რა.. მაგ მაღაზიის VIP მომხმარებელი ვარ და არასდროს ამგვარ სისულელეებს რაც ჩამონათვალშია, ადგილი არ ჰქონია.. პირველ რიგში გასათთვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სურათზე მყოფი ორი ახალგაზრდა ორ უკიდურეს შემთხვევას წარმოადგენენ, ერთი უსაშველოდ პატარა ზომებისაა , მეორე პირიქით.. და მე რომ მსუქანი ვიყო, მაღაზიის ზომებს კი არ წავუყენებდი პრეტენზიას,არამედ დიეტაზე დავჯდებოდი:| სისუფთავეს რაც შეეხება, რა გქონდათ ნეტავ აკრული როგორ მაინტერესებს?? იატაკზე რომც გეგორავათ საეჭვოა რამე აგკრობოდათ.. ხო კიდევ, გასახდელიო, აღარ არის ის დრო გენაცვალე რომ ორი კაცი ერთთ კაბინაში შეიჭრას და ისე გაიხადოს ტანსაცმელი, არც ფასიანია და მითუმეტეს არც იმხელა რომ თქვენ ორნი ერთად შეტეულიყავით.. კაცებს რა შეეხება, ქალების მაღაზიაში რომელი კაცი შემოვა, მითუმეტეს გასახდელში? რა აკრძალვის აუცილებლობაზე ლაპარაკობთთ? მოკლედ ამ პოსტის რედაქტორს რა ვუთხარი, რომ არ გადაამოწმა არსებული ინფორმაცია.. ^_^

  4. დასანანია რომ ასე გეწყინათ სიმართლე : )) ამასთანავე ჩვენ პირად შეურაცხყოფაზე არ გადავსულვართ თქვენგან განსხვავებით :)

    ასმათანავე ტყუილზე არ ვაგებთ ჩვენს სტატიებს და არც რაიმე ინტერესი გვაქვს, რომელიმე მაღაზიის უარყოფითად წარმოჩენის ან/და დაკნინების :) ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მკითხველია.

  5. ამას დაუმატეთ ზედმეტწონიანი ადამიანების დისკრიმინაცია :D
    რახან მე ზედმეტი 20 კილოგრამი მაქვს, ბრენდირებული ტანსაცმელი ვერ უნდა ჩავიცვა? :D
    სიმართლე გითხრათ, ამ ბრენდის მომხმარებელი არც ვარ, მაგრამ ჩვეულებრივი მკითხველისგან, რომელსაც არც ღიპი აქვს თურმე და არც დიდი უკანალი, ასეთი შეურაცხყოფა სხვისი ნაკლის მიმართ ძალიან გულსატკენია. არავის არ უხარია ის, რომ მსუქანია და არც დიეტაზე დაჯდომაა ერთი ჯოხის აქნევა. მომავალში სანამ სგავს სისულელეს დაწერდეთ, კარგად დაფიქრდით.

  6. "უსაშველოდ პატარა ზომის" გოგონები იცვამენ XS-ს და ქვემოთ, "უსაშველოდ დიდი ზომის" XL და ზემოთ. ანუ, თქვენი აზრით, "მსუქნობა" ანომალიაა? საქართველოში არ ვიცი, მაგრამ ამერიკის მოსახლეობის 60%-ზე მეტი ზედმეტ-წონიანია, ანუ რადგან ზედმეტი წონა აქვს ადამიანს, ვერ უნდა ჩაიცვას?
    გაგიმართლათ, რომ არ ხართ "მსუქანი", თორემ ვერ იქნებოდით ვერცერთი ტანსაცმლის მაღაზიის "VIP მომხმარებელი", გარდა "დიდი ზომები"-სა. ზუსტად ამაზეა სტატია, რომ გარკვეულ კონტინგენტს გაუჭირდება თავისი ზომის ტანსაცმლის პოვნა ამ მაღაზიაში და არა იმაზე თქვენ როგორ აღიქვამთ ვიღაცის პარამეტრებს, იმიტომ რომ ყველაფერი სუბიექტურია.

  7. დასანანია, მაგრამ სიმართლე ხშირად გვწყინს ხოლმე, იმის მაგივრად რომ მივიღოთ და მდგომარეობა გამოვასწოროთ =) …

  8. აუ ამათ უყურე რააა, ჰმ დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის გოგონებო და თქვენი მოუკრძალებელი აზრების გადმოფრქვევისთვის, თუმცა გაითვალისწინეთ, თქვენი აზრი არავის აინტერესებს, მითუეტეს მე :დ თქვენის ნებართვით დაგტოვებთთ :დდ

  9. ra uzrdeli xar ra pontia :) Promodis VIP momxmarebeli tu xar raga gichirs, cxovrebashi yvelaze mtavaristvis migigcevia da ukve charbconian adamianebs chkuasac arigeb rom dietaze dasxdnen. :D

შენ რას იტყვი?