Home სტილი

დღეს მოდის სამყარო სავსეა ანორექსიული აღნაგობის მოდელებით და მათი შემყურე მოდელობაზე მეოცნებე გოგონები სხვადასხვა სახის დიეტებით და ვარჯიშებით ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ. თუმცა აღარ არის საჭირო 90-60-90 პარამეტრების მქონე იყო, რომ მოდელი გახდე და ამის შესანიშნავი მაგალითია Plus Size მოდელი ტარა ლინი (ის 52 ზომა ტანსაცმელს ატარებს) . ტარა ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მისი სურათები ფრანგული ELLE-ს გარეკანზე გამოჩნდა.

ტარა ლინი ELLE-ს გარეკანზე

მართალია, ამერიკული ELLE-ს გამომცემლობამ  უკმაყოფილება გამოთქვა ამ სურათების გამოქვეყნების შესახებ, მაგრამ მკითხველებში სავსე ფორმების მქონე მოდელმა აღფრთოვანება გამოიწვია.

ტარა ლინის სურათები  ELLE-ს გარდა V Magazine-ში , Glamour Magazine-ში, იტალიურ Vogue-ში და ბევრ სხვა ჟურნალშია გამოქვეყნებული.

ჩემი აზრით ის მართლაც ულამაზესია.

სტატიის დასასრულს ტარა ლინის რამოდენიმე სურათს შემოგთავაზებ.

 

35 კომენტარი to this post
  1. რამდენი და რამხელა ნაკეცი აქვს. :ს თვითონ თუ არ აწუხებს,რავიცი.. მე მითუმეტეს არ მაწუხებს მაშინ. :>

  2. ჩეზე ოთხი ზომით დიდ ტანსაცმელს ატარებს :თავის დამშვიდება: <3.

  3. სავარაუდოდ კი : ) ასე გამოყვანილი წვივები სხვა შემთხვევაში ვერ ექნებოდა იმჰო

  4. Zogs gamotvanili cvivebi aqws, cvrili qweda nacili magram zevit didia. Kargi gogoa Mara muceli namdvilad dasaklebi aqws. Nakecebi da rgolebi da gaberili muceli (kupalnikis surati) lamazii araa.

  5. მართალია რომ 90-60-90 ზოგი დზალიან გამხმარია და არასასიამოვნოა მათიო ყურება, თუმცა ეს ტარა ლინი აშკარად ზედმეტად სავსეა… ცოტა სიმძორეში გადადის :)))))

  6. vpiqrob chacmuli bevrad upro kargad gamoiyureba…. rogori lamazic ar unda iyos adamiani, sigamxdris pasi araperia (aravis sheuracyopas ar vayeneb amit)

  7. Annie Dvali აბა როგორ გითხრათ არის თუ არა ნამეტანი ქავერისთვის : ) ფაქტია ის დაიტანეს ყდაზე და ისიც ფაქტია რომ მსოფლიო აღფრთოვანდა : )

  8. ალბათ, ეს ქავერიც ანორექსიის საწინააღმდეგო კამპანიის ნაწილია. ყველას არ უნდა შეეძლოს გახდეს მოდელი, სწორედ ამიტომაცაა დადგენილი სტანდარტები. ამ გოგოს კი სახის გარდა, ლამაზი არაფერი აქვს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჭარბწონიანია, არამედ ქალური ნაწილებიც განსაკუთრებული არაფერი აქვს. ჭარბწონიანობა კი ანორექსიაზე ნაკლები პრობლემა არ არის და წინააღმდეგი ვარ როგორც ერთის, ისე მეორის პროპაგანდის.

  9. გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ასეთი მოდელი ქუჩაში უამრავი შემხვედრია. ამაზე ბევრად უკეთესებიც.

შენ რას იტყვი?