Home სტილი

სადღესასწაულოდ ნებისმიერი თავმოყვარე ქალი საგულდაგულოდ ემზადება და ლამაზად ჩაცმა მხოლოდ გამხდრების პრიორიტეტი არ არის. ხშირ შემთხვევაში ტანსრული, მომრგვალებული ფორმების მქონე ქალბატონები მეტად მიმზიდველად გამოიყურებიან. მთავარია სამოსის სილუეტის ჭკვიანურად შერჩევა და კარგად მორგება, მაგალითისთვის ცნობილი ბრენდების 15 სადღესასწაულო კაბა შევარჩიეთ.

გავბედავთ და ფართოდ გავრცელებულ სტერეოტიპებს დავანგრევთ. სამოსის ფორმის და მოდელის სწორად შერჩევისას არც ღია ფერები და არც მბზინავი მატერიები სხეულს მოცულობას არ მატებს. თამამად შეგიძლია შეარჩიო კაბები, რომლის ზედა ნაწილი ხასხასა, პრიალა მატერიით ან ბზინებით მორთული ე.წ. ცეხინითაა (sequin) შეკერილი, ხოლო ქვედატანი მომდგარი ან ოდნავ გაშლილია.

 

აქტუალობას არ კარგავს გიპიური და ნებისმიერი ფორმის სხეულზე კარგად გამოიყურება. ასევეა შიფონით ან მყარი მატერიით შეკერილი კაბები. ბრჭყვიალა ქვებით გაფორმებული გული ან მუქი ქამრის აქცენტი წელზე სილუეტს დააბალანსებს და პროპორციულს გახდის.

 

ბოლოს ყველაზე თამამებისთვის წითელი ხავერდით ან შავი ტყავით გაფორმებული ნახევრადხავერდის სახიანი კაბა მოვიტოვეთ. გემოვნებით შერჩეული ყელსაბამი, სამაჯური ან სხვა სამკაული მთლიან სახეს ეფექტურად დასრულებს.

დარწმუნებული ვართ, ახალ წელს ძალიან ლამაზი იქნები. გახსოვდეს, უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ.

წარმატებებს გისურვებთ!

 

20 კომენტარი to this post
  1. ყველაფერი გავიგე, მაგრამ სქელ-სქელი ფეხების გადმოყრა როდის აქეთაა მოდური და ლამაზი?!

  2. და გატყავებული ( და უფორმო) კიდურების გამოჩენა გადმოყრა არაა??? : )))))))))))))

  3. ყველას აქვს უფლება ეცვას ლამაზი ტანისამოსი. სქელი ფეხები კი ამას არ უშლის ხელს, აი სქელი მხრები კი ბრობლემაა ნამდვილად და დიეტა ჭირდება.

  4. me kide mgonia rom tu kvelas ara bevrs amatgans dzalian uxdebat.. mere ra kvela 90-60-9- ver ikneba…. pirikit <3 mtavaria nametani vulgarulobashi ar gadavides da…

  5. muxlamde dafarulia da is sqel sqlii fexebi ar chans es saqartveloshia rom msuqanma a runda chaicvas muxlebamde kaba an qveda bolo araferi sircxvilic ar aris da amit ar unda dakompleqsdes adamiani ;)

  6. piriiqiit chemoo kargeeboo fuumfulebs muxlebamde kaba ufroo uxdebat vidre kooweebamde me piradad mase var da namdvilad ar makompleeqseebs chemii putkuna fexeebi zuustad tqveni bralia rom chemnair adamianebs aqvt chacmis konpleqsi da acviad is rac ar uxdebat da vabshem yvelam tavis fexebs da nitveeul nakls mixedoos..:)

  7. Me piradad tirkmis yvela kaba momwons miuxedavad imisa rom dizaineri var da MODAS ar movyvebi chemi guliani gverdebis da pexebis gamo es.imas ar mishnavs rom ar shemidZlia gemovnebit chacma miyvars mokle kabebis chacma da vtvli rom yoveltvis kargad gamoviyurebi vetanxmwbi ekas mosazrebas yvelam tavis tavs mixedos da rac da rogorc unda isr gamoachinos:*

  8. chemi azrit is rom qalbatones kompleqsi ar aqvs chacmisa da sakutari piguris warmochenis, ar nishnavs imas sazogadoebashi rac mogesurveba da moduri ggonia is chaicva. yvelas idealuri pormebi ver gveqneba , magram ssakutar tavs da garshemomyopebs aucileblad unda vcet pativi. anu ,adamians unda hyavdes mrcheveli. da es mrcheveli marto sarke da modis jurnali araa..

შენ რას იტყვი?