Home სტილი

ქალისთვის სამოსის შერჩევა სხვადასხვა წვეულებებისთვის მთელი ხელოვნებაა და ამასთანავე დიდი პრობლემაც. შესაძლოა ის კაბა, რომელიც ყველაზე მეტად მოგვწონს და გვიხდება, შეუსაბამო აღმოჩნდეს ამა თუ იმ ღონისძიებისთვის. ალბათ გინახავთ, როგორ ხდებიან გაკიცხვის ობიექტები ვარსკვლავები, რომლებიც უგემოვნოდ ჩაცმულები გამოჩნდებიან ხოლმე ფართო საზოგადოების წინაშე.

ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაკვირვებით შევარჩიოთ ტანსაცმელი გარდერობიდან.

1. კორპორატიული წვეულებები:

აქ სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს. სასურველია შევინარჩუნოთ ელეგანტურობა და ამავე დროს მიმზიდველად და სექსუალურად გამოვიყურებოდეთ. ეს უკანასკნელი არ უნდა აგვერიოს ვულგარულობაში, რაც საკმაოდ ხშირია ხოლმე.

მსგავსი ტიპის კაბები ოპტიმალური ვარიანტია ასეთი საღამოებისთვის. მოხდენილი და ელეგანტური, თანაც მომხიბვლელი. აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს კაბის სიგრძე და სასურველია მხრები მინიმალურად იყოს მოშიშვლებული. ღრმად ამოჭრილ დეკოლტეზე სასურველია ბოლერო, ან კოსტუმის ტიპის მოსაცმელი, რომელიც დააბალანსებს კაბის გამომწვევ მხარეებს.

2. საქმიანი შეხვედრები

თუ ბიზნესლედი ხარ, ხშირად მოგიწევს მოხვედრა სხვადასხვა საქმიან ღონისძიებებზე და საღამოებზე, სადაც ასევე არ უნდა დავივიწყოთ ელეგანტურობა. როგორც კაბა, ასევე შარვალი, ასეთ დროს მისაღებია, რა თქმა უნდა გემოვნებით შერჩეული, განსაკუთრებით თუ საქმე ფერად სამოსს ეხება.

როგორც წესი, ასეთ დროს ტანსაცმლის ფერს დიდი ყურადღება ექცევა და აუცილებელია ყურადღება მიექცეს ამ უკანასკნელს. სასურველია ნაკლებად ჭყეტელა ფერები და ნაზი, მშვიდი ტონალობები.

3. გასართობი ღონისძიებები

ამ სახელწოდების ქვეშ მოიაზრება წიგნის პრეზენტაციები, მეგობრების დაბადების დღეები და ა.შ, სადაც სულაც არ გვმართებს განსაკუთრებულად შერჩეული სამოსით თავის მოწონება, თუ რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ.

ასეთ არაოფიციალურ საღამოებზე შესაძლებელია ყოველდღიური სამოსით გამოჩენაც.

4. და ბოლოს კლუბური საღამოები და მხიარული წვეულებები

მსგავსი ტიპის წვეულებებზე შევიძლია მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ ჩვენი სექსუალურობა და ხშირ შემთხვევაში ე.წ ვულგარულობაც მისაღებია. როგორც წესი, ასეთ დროს არად დაგიდევენ კაბის სიგრძეს თუ დეკოლტის სიღრმეს, ამიტომ თამამად შეგვიძლია, კაბები, რომლებიც ზემოთხსენებულ პუნქტებში ვერ მოხვდნენ, ახლა გამოვიყენოთ.

რაც მთავარია, არასდროს დაგვავიწყდეს, რომ სრულიად უბრალო სამოსის შეხამებას და შერჩევასაც კი კარგი გემოვნება სჭირდება!

 

მსგავსი სტატიები
9 კომენტარი to this post
  1. სამწუხაროდ ჩვენთან კლუბური სამოსით დადიან ქორწილებში, გასვენებებში, ბაზარში, მშობელთა კრებაზე და ა. შ.:(((((((

  2. ზუსტად ასეთი კორპორატიული წვეულების ორი კაბა ვიყიდე ამ ერთი თვის წინ ასეთი წვეულებებისათვის :)

  3. მე ერთი შავი კაბა მაქვს, რომელსაც ყველა სიტუაციისთვის ვიყენებ. აქსესუარებს ვიცვლი და სხვადასხვა ფერის შარფებსაც ვიყენებ. ეს საუკეთესო გამოსავალი არ არის, მაგრამ… ასეთია ცხოვრება:)

  4. me dzalian bevri kaba da pexsacmeli maq vcdilob magalitad ert dabadebisdgeze rac macvia igive ar chavicva sxva dabadebis dgezec da rame axali shevidzino…… mara bevrs ar aqvs amis sashvaleba amitom uxdebat yvelgan erti da igive samosit siaruli…es dzveli gamocdilebidan vici roca ar vmushaobdi,da yovel wasvlaze mshoblebs ver txov yvelafers xandaxan uxerxulia

შენ რას იტყვი?