Home სტილი

თუ თქვენ არ აპირებთ უახლოეს ხანში  მუზეუმში წასვლას, მაშინ კარგად მოკალათდით, ჩვენ დროში ვიმოგზაურებთ.

წარმოგიდგენთ ხელოვნების ისტორიის გაკვეთილებს ფრჩხილის დიზაინის საშუალებით.

JAN BRUEGHEL THE ELDER

მეთექვსმეტე საუკუნის ფლამანდიელი მხატვრის იან ბრუგელ დე ელდერის შესანიშნავი ნახატი. ლამაზი ყვავილების თაიგული წარმოდგენილია მუქ ფონზე, მაღალი კონტრასტის განათებით. ფერები: ღია ვარდისფერი, ლურჯი და მწვანე.

JACKSON POLLOCK

მეოცე საუკუნის ექსპრესიონისტი მხატვარი. ის ყველაზე განსხვავებულ ტექნიკას იყენებდა ხატვის დროს.

იგივე ეფექტის მისაღებად შეგიძლიათ ფრჩხილები პატარა ფუნჯით შეიღებოთ. ჯერ  თეთრი ფონი დაიტანოთ და შემდეგ ნათელი ფერის ლაქები.

MARK ROTHKO

მარკი  ასევე მეოცე საუკუნის ექსპრესიონისტი მხატვრია. იგი  ცნობილია თავისი მასიური ფერებით, რომლებიც ნაწილობრივაა გადაფარული და  ერთმანეთში შერწყმული საზღვრების გარეშე.

PIET MONDRIAN

ჰოლანდიელი მხატვარი  პიტ მუნდრინი  მნიშვნელოვნი ფიგურა იყო  ნეოპლასტიკური ხელოვნების მიმდინარეობაში.ის ცდილობს შეამციროს მხატვრული ფორმა მისი არსებით, ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყემდე.

თქვენ მომენტალურად იცნობთ მის ნამუშევრებს, რომლებიც მკაცრი გეომეტრიული ქსელებით და საბაზო ფერებითაა გაჯერებული.

ROY LICHTENSTEIN

როი ლიხტეშტეინი შუა საუკუნეების პოპ-არტისტია, რომელიც 50-იანი წლებით იყო შთაგონებული. ისევე როგორც ენდი უორჰოლმა,  ლიხტენშტეინმაც გამოიყენა პოპულარული კომერციული თემატიკა (განსაკუთრებით კომიქსები) და ის ხელოვნების სახით წარმოაჩინა.

როი  ხასხასა ფერებს  და ონომატოპიური სტილის ფრაზებს იყენებდა, ისეთებს, როგორიცაა Boom! Pow! Thap!  მისი შემოქმედება არის დახვეწილი რეტრო ამერიკული სტილის ხელწერა.

შეიღებეთ ფრჩხილები ნეონის ფერებში, დაიხატეთ თქვენი საყვარელი კომიქსების  პერსონაჟები და ფრაზები.

8 კომენტარი to this post
  1. პირველი და მესამე მომეწონა განსაკუთრებით <3

  2. აუ ყველა მაგარია! მაგრამ ამის გაკეთებას ნერვები არ უნდა? :O

  3. პირველი მომეწონა, მაგრამ ალბათ ჩემით ვერ დავიხატავ, დასაკრობი რომ იყოს და ნახატი გადადიოდეს უფრო ადვილი იქნებოდა

შენ რას იტყვი?