MaruSinka Shoes – წარმატებული ბიზნესი
თბილისში ფეხსაცმელის შეკერვა არც ახალი და არც მოძველებული ფენომენია. ვისაც ოდესმე ფეხსაცმელი შეგიკერავთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ მკერავთა უმრავლესობა ასაკიანია, რომელმაც შეიძლება არც ისე სარფიანი და მოდას აყოლილი რჩევა მოგცეს. MaruSinka Shoes სწორედ ამით გამოირჩევა სხვებისგან.
25 წლის მარიამ სამხარაძე ფეხსაცმლის დიზაინერია, რომელსაც შავი ზღვის ქუჩაზე თავისი პატარა სახელოსნო აქვს. აქ მომხმარებელს თანამედროვე და მოდური ფეხსაცმლის შეკერვას, შეკეთებასა თუ გადაკეთებას სთავაზობენ.
მარიამმა ფეხსაცმლის მოდელირებისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტი სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში დაამთავრა, მაგრამ, მისივე თქმით, ძირითადი პრაქტიკა მუშაობის დაწყების შემდეგ, მერაბ კევლიშვითან გაიარა.
„ერთხელ, მე და ჩემი დაქალი კიდობანში ვშოპინგობდით; ერთ-ერთ ფეხსაცმლის მაღაზიაში შევედით და გასინჯვის დროს მეპატრონეს გამოველაპარაკეთ. როცა გაიგო, რომ ფეხსაცმლის დიზაინერები ვიყავით, გვითხრა, რომ სახელოსნო ჰქონდა და შეგვეძლო მასთან მივსულიყავით სამუშაოდ. ბოლო გამოცდა ჩავაბარე თუ არა, მეორე დღესვე მივედი,“ ამბობს მარიამი.
თუმცა მისი კარიერა ასე მარტივად არ დაწყებულა. ჯერ ოფის მენეჯერი იყო, რომელიც ფერების და მასალის არჩევაში ეხმარებოდა სხვა დიზაინერებსა და მენეჯერებს. „ბევრმა დაიწყო იქ ჩემთან ერთად მუშაობა და ბევრმა დაანება. ეს საქმიანობა საკმაოდ შრომატევადია დიდი ყურადღება, დრო და კარგი მოთმინების უნარი სჭირდება.“
როგორც საუბრისას შევიტყვე, მარიამი თბილისში არსებულ თითქმის ყველა დიდ ცეხსა თუ სახელოსნოში მუშაობდა ხოლო ძირითადი გამოცდილება სახელოსნო „ზენკა&მარი”-ში მიიღო, სადაც ფეხსაცმელს კონსტრუირებას უკეთებდა.
„ეს ინდივიდუალური სამკერვალოა, სადაც თითქმის ყოველდღე ახალ მოდელებზე მიწევდა მუშაობა. „ზენკა&მარი”-ში საქმიანობამ პროფესიის მხრივ საკმაოდ დამხვეწა. ფეხსაცმლის შექმნის დროს ძალიან ბევრს ფიქრობ, ყველა დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრ ყურადღებას მოითხოვს. პატარა შეცდომა და საქმე თავიდან გასაკეთებელი ხდება. ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა,“ მიხსნის მარიამი.
სახელოსნო „კალიფსო“-ში მარიამს უკვე თავისი ხაზი ჰქონდა, სადაც ფეხსაცმელს დიზაინსაც და კონსტრუირებასაც თვითონ უკეთებდა. ბოლოს „ellit-G“-ში მუშაობდა საიდანაც 2012 წლის ზამთაში წამოვიდა და გადაწყვიტა თავისი სხელოსნო გაეხსნა. სხვა მოდელიორებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ დიზაინის გარდა კონსტრუირებაც თვითონ აკეთებს. ,,ხშირად არ გიმართლებს და შეცდომებიც ბევრი მოგდის“, მაგრამ როგორც მარიამი მიყვება ,,არასდროს არ უნდა დანებდე სირთულეებს და სხვადასხვა დაბრკოლებების მიუხედავად უნდა გააგრძელო იმ საქმის კეთება, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს“
საქმისთვის საჭირო ყველა მასალას თვითონ არჩევს და ყიდულობს; თითქმის ყოველ დღე უწევს საყიდლებზე სიარული. ყოველთვის ცდილობს ყველა ახლად შემოტანილი ნატურალური ტყავის და ტყავის შემცვლელის შეძენას „ვცდილობ მქონდეს ისეთი ფერები, რომელიც ლამაზი და აქტუალურია.“
“კლიენტი ბევრი გვყავს. ყველაფერს ვცდილობ უკმაყოფილო და გულდაწყვეტილი არავინ გავუშვა. ყველას ყურადღებით და გაგებით ვეკიდები. ზოგს არ სურს ტყავი მისი ღირებულების გამო. ურჩევნია უფრო მრავალფეროვანი ტყავის შემცვლელით შეკერილი ფეხსაცმელი შეიძინოს შედარებით დაბალ ფასში. ზოგიც პირიქით, ხარისხიანს და ძვირფასი ტყავით შეკერილ ფეხსაცმელს ანიჭებს უპირატესობას,“ მიხსნის მარიამი
არ არსებობს ისეთი მოდელი, რასაც მარიამი ვერ შეკერავს, რადგან ხელოსნები თავისი საქმის პროფესიონალები არიან, რომლებიც თბილისის თითქმის ყველა საუკეთესო სახელოსნოებში მუშაობდნენ.
სხვა სახელოსნოებთან შედარებით MaruSinka Shoes-ში მიიღებთ მაღალ მომსახურებას და ხარისხს შედარებით დაბალ ფასად მაგალითად:
- ბალეტკების შეკერვა სულ რაღაც 30 ლარიდან იწყება,
- ტყავის შემცვლელით შეკერილი ჩექმა 60 ლარიდან,
- ხოლო ნატურალური ტყავით შეკერილი 100 ლარიდან, თუმცა რა თქმა უნდა ჩექმის სიმაღლესა და მასალის ხარისხი განაპირობებს საბოლოო ფასს.
სამომავლოდ მარიამი თავისი საქმიანობის გაგრძელებას თბილისის ცენტრალურ უბანში აპირებს და გეგმავს მაღაზიის გახსნასაც, ხოლო აგვისტოდან კი საშემოდგომო ახალი კოლექციის ხაზს შემოგთავაზებთ.
რა ლამაზი მოდელებია და რა იაფი
gamocerit ar xerxseba?
MAGARIA!!! (Y)
მომწონს, გოგოც და ფეხსაცმელებიც :)
sad sheidzleba shedzena misamarti mogvvceret
ნატო ამ ფეიჯზე მისწერეთ ავტორს https://www.facebook.com/pages/Marusinka-Shoes-LooK-Collection/573554436112636
მომეწონა ეს პოსტი :)) წაკითხული მქონდა მაგრამ ეხლა შევამჩნიე, რა ლამაზი გოგოა ♥
მარიამ თქვენი სახელოსნოს მისამართი მოგვწერეთ თუ შეიძლება?
აი ამ ფეიჯზე დაუკავშრდით ავტორს: https://www.facebook.com/pages/Marusinka-Shoes-LooK-Collection/573554436112636
აი ყოჩააღ!! :) ჭკვიანი და საქმაინი გოგო!!
ავტორს ამ ფეიჯზე შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ და ჰკითხოთ: https://www.facebook.com/pages/Marusinka-Shoes-LooK-Collection/573554436112636
shav-tetri pexsacmeli ra girs?
ukacravad tqvens mier mititebul linkze ar agdebs mag peijs da iqneb saxeli da gvari an misamarti momwerot rogo rdavukavshirde am gogos?
ფეხსაცმელების დედაც ჯეკ. რა ლამაზი გოგოა <3 .
ნამდვილად :) <3
რა მოხდება მისამართი ან ტელეფონის ნომერიც, რომ დაწეროთ? სად ვიარო შავი ზღვის ქუჩა სად ვეძებო? :( :(
datovet ra koordinatebi tqveni rom movidet magaziashiii