როგორ შევარჩიოთ ქვედაბოლო
მოდი, შევთანხმდეთ, რომ ფეხები არ არის სეზონური ტრენდი. სხეულის ეს ნაწილი მეტნაკლებად უცვლელია მთელი ცხოვრების მანძილზე და სუსტი სქესის უმრავლესობა მისი ფორმითა და პროპორციით უკმაყოფილოა.
ჩვენ გადავხედეთ სხეულის ყველაზე გავრცელებულ ფორმებს, დავაჯგუფეთ ისინი და შევიმუშავეთ ქვედაბოლოს 10 ტიპი, რომელიც ყველაზე უკეთ მოერგება თითოეულ მათგანს.
მოკლე ფეხი
რა თმა უნდა, მოკლე ქვედაბოლო შესაბამისად, ვიზუალურად აგრძელებს ფეხს, მაგრამ თუ მინის ერიდები, ასიმეტრიული ჭრილი დაგეხმარება.
ბოტიჩელის “გოგო”
შემოხვეული ბოლოკაბა უნივერსალური ფორმაა. რადგან მომრგვალებულ სხეულზე ზომიერად მომჯდარი და გონივრულად მოკლე სტილი უფრო მომგებიანად გამოიყურება.
“ვაშლი”
თუ სხეულის ზედა ნაწილი უფრო ფართოა, ვიდრე ქვედა, ფრიალა ქვედაბოლო დააბალანსებს პროპორციას. სქელი ქამარი და პლისე ჩაანაცვლე თეძოზე მოდგარი და ქვემოთ გაშლილი ფორმით, ე.წ. ” ტიტით”.
“ბალერინა”
ტანადობას ოდნავ მოცულობიანი ბოლო გაუსმევს ხაზს. შეარჩიე მყარი მატერიის, მაგალითად დენიმის, რომელიც სხეულზე ოდნავ ზარის ფორმას იღებს და კარგად გამოიყურება მაღალ ქალბატონებზე.
ბიჭური
რამდენიმე ხერხი არსებობს ყალბი ფორმების შესაქმნელად, მკერდის, თეძოსა და წელის ხაზის გამოსაკვეთად, მაგრამ შენს ტანზე ვამჯობინებთ მიმზიდველ ქვედაბოლოს ღრმა ჭრილით, რომელიც უფრო შთამბეჭდავია ვიდრე უბრალო სწორი ფორმა.
“სტაფილო”
რადგან ფეხები შენი სხეულის ყველაზე თხელი და წვრილი ნაწილია, მომდგარი მიდი-ქვედაბოლო საუკეთესო მეგობრად გექცევა. მუხლს ქვემოთ სიგრძეს ბოტილიონებიც შეუხამე და მზად ხარ!
“ქვიშის საათი”
ამ ფორმაზე საუკეთესოდ ჯდება ქვედაბოლო-ფანქარი. მერილინის მსგავსი ფორმა წინ აქცენტირებულია, ხოლო მუქი გვერდითი ჩაცდგმული ნაწილი ვიზუალურად აგრძელებს ფეხს.
“მსხალი”
ფრიალა ბოლო აქაც დააბალანსებს ფორმებს. შეარჩიე რბილი მატერია, ოდნავ მოძრავი, რომელიც ნაზად უერთდება წელს და აქცენტი სხეულის მომცრო ზედა ნაწილზე გადააქვს.
პატარა და კომპაქტური
შეარჩიე ქვედაბოლო, რომელიც პატარა და შთამბეჭდავია, ისევე როგორც შენ! წინ ოდნავ მოკლე ვარიანტი ვიზუალურად აგრძელებს ხაზებს. შეეცადე აარჩიო თამამი და ეფექტური პრინტი, რომელიც მეტ მოცულობას შეგძენს.
მოკლე ტორსი
ჩვეულებრივ, თუ ზედა ნაწილი მოკლეა, ქვედა ოდნავ მოცულობითია. შეარჩიეთ დაბალწელიანი, მუხლს-ზემოდან გაშლილი ფორმა, რომელიც თეძოზე აქცენტს შეამცირებს და ვიზუალურად დააგრძელებს ზედა ნაწილს.
P.S. მთავარი ტანსაცმლის ფორმა არაა, მთავარია რამდენად სწორად მოირგებ მას შენს სხეულზე!
რაღაც ზედაპირული სტატიაა, ბევრი ვერაფერი გავიგე თან გრძელი ქვედაბოლო არსად არაა ნახსენები, ვითომ არავის უხდება?
აქ მოყვანილი ნიმუშებიდან თითქმის ყველას დაგძელება შეიძლება. იგივე პრინციპი მოქმედებს.
პატარა და კომპაქტური <D
მე უფრო გრძელი ბოლოები მომწონს და ვერ ვნახე?
stapilo me
კაბა ფანქარი პრაქტიკულად ყველანაირ სხეულს უხდება, ასევე ქვედაბოლო ტრაპეცია.