Home სტილი

სეზონის ცვალებადობასთან ერთად ერთად ქალების გარდერობში იცვლება სამოსი, ფერები, აქსესუარები და ჩნდება კითხვა: „რა ჩავიცვა შემოდგომაზე? რა არის მოდური?“

შემოდგომის წლევანდელი ტენდენციები არც ისე მრავალფეროვანია. სულ რამდენიმე მნიშვნელოვანი შტრიხია, რომელიც გარდერობის შეცვლისას უნდა გაითვალისწინო.

ლურჯი ფერი

ლურჯი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ფერია, რომელიც თავიანთ ახალ კოლექციებში გამოიყენეს „ვალენტინომ“, „პრადამ“, „მისონიმ“, „რობერტო კავალიმ“ და ა.შ.

მბზინავი მატერია

„მაიკლ კორსი“, „მარკ ჯეიკობსი“, „გუჩი“, „ვერსაჩე“ ის მცირე ჩამონათვალია, რომელთა შემოდგომის კოლექციებში მბზინავი დისკოს სტილის კაბების მატერიას, უფრო ხშირად კი მბზინავ ოქროსფერს ვხვდებით.

დიდი ზომის პალტოები

90-იანებისთვის დამახასიათებელი დიდი ზომის სამოსი ისევ იმკვიდრებს ადგილს მოდური ქალბატონების გარდერობში. „დონა კარანის“, „ტომ ფორდის“, „სტელა მაკარტნის“, „მაიკლ კორსის“ ჩვენებებზე უნიკალური სტანდარტების მოდელები რამდენიმე ზომით დიდი პალტოებში იყვნენ გამოწყობილი.

თეთრი ფერი

კლასიკური, სადა, ნაზი თეთრი ფერი, რომელსაც საქორწინო კაბების გარდა „სტელა მაკარტნი“, „ფენდი“, „მალბერი“ და ა.შ. ყოველდღიური სამოსშიც იყენებენ.

ჩანთა

მცირე ზომის, ოთხკუთხედი, გამოკვეთილი ფორმის ჩანთები ამ სეზონზე ძალიან მოდურია. რაც შეეხება ჩანთის სალტეებს, ფაქტობრივად არ გვხვდება მხარზე გადასაკიდებელი ჩანთები, აქტუალურია მოკლე სალტე ან მხარზე გვერდულად გადასაკიდი გრძელი სახელური.

ფეხსაცმელი

მაღალძირიანი პლატფორმები, მსხვილი, უხეში ქუსლი, დახურული ზედაპირით, ზონრებით და მცირე ზომის ბალთებით  გაფორმებული ამ სეზონის კიდევ ერთი ჰიტია.

პიჯაკები

სხვადასხვა ზომის და სტილის პიჯაკები, რომლებიც თანამედროვე ქალბატონებს უფრო დახვეწილ და საქმიან იმიჯს უქმნის.

ხელოვნური ბეწვი

დიზაინერები რომ სამოსის შექმნისას ცხოველის ბეწვს აღარ იყენებენ, დამეთანხმები, მისასალმებელი ფაქტია. თუმცა ხელოვნური ბეწვის და ტყავის  შტრიხებზე უარს ვერ ამბობენ „ჟივენში“, „გუჩი“, „მალბერი“, „ვალენტინო“ და ა.შ.

იმედია, ჩვენი რჩევები გამოგადგება მოდური საშემოდგომო გარდერობის შესაქმნელად.

მსგავსი სტატიები
3 კომენტარი to this post
  1. ერთ რაღაცას მეც დავამატებ :) კარგი იქნება 'დაკლეტილი' პრინტის მქონე ტანსაცმლითაც თუ გავამდიდრებთ გარდერობს.

შენ რას იტყვი?