Home სტილი

ქოლგა ფეხსაცმელებისთვის

ჩემთვის შემოდგომა და წვიმიანი დღეები ერთმანეთის სინონიმებია. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ცუდ ხასიათზე უნდა დავდგეთ და ბალერინები თუ ქუსლიანი ფეხსაცმელები კარადაში შევინახოთ.

ქოლგა უკვე ფეხსაცმელებისთვისაც არსებობს, ასე რომ წვიმიან ამინდში მხოლოდ ბოტების ტარება აღარაა საჭირო.

Shuella (Shoes+umbrella) ქოლგა ფეხსაცმელებისთვის შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის ფეხსაცმელზე შემოიცვათ, ისე რომ ვერც ერთმა წვეთმა შეაღწიოს შიგნით და წვიმიანი ამინდიც ძალიან სახალისო გახდება.

ქოლგა ფეხსაცმელებისთვის

ქოლგა ფეხსაცმელებისთვის

“შუელას” შემდეგ მგონი ყველა წვიმას დაველოდებით.

თუმცა, მე ბოტებიც ძალიან მომწონს. ბოტები და ქოლგა წვიმიანი ამინდის განუყრელი ნაწილებია.

ლამაზი ქოლგა წვიმიანი დღისთვის

საწვიმარი ლაბადა, ბოტები და ქოლგა

 სასარგებლო ბმული: shuella.com

მსგავსი სტატიები
6 კომენტარი to this post
  1. Shuella მომეწონა :) ბათუმურ წვიმაში ჩემი კაკუნებისთვის კარგი გამოგონებაა :)))

  2. ვაიმე, რა მაგარი აღმოჩენაა :) ჩვენებურ თოვლჭყაპსაც როგორ მოუხდება.

შენ რას იტყვი?