Home სტილი

ძალიან მიყვარს თმის ფერის შეცვლა, ოღონდ ამას ჩემს გარდა მგონი ვერავინ ვერ ამჩნევს, იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, წითელ ტონალობებს არ გავცილებივარ. თუმცა არსებობს ბევრად უფრო ლამაზი, ექსტრავაგანტული, საინტერესო ფერები და ფერთა შეხამებები.

ცისარტყელა

ცისარტყელები, ათასფერები… მზიანი და ხალისიანი ზაფხულის დღეებისთვის, ან იქნებ ცივი და მოღუშული ზამთრის გასახალისებლად. ერთი სიტყვით, ფერად-ფერადი იდეების კორიანტელი…

იასამნისფერი

ძალიან მომწონს მკრთალი იასამნისფერი აქცენტები ღია ფერის თმაში. ერთი შეხედვით თითქოს შეუმჩნეველია.

 

აი, ნამდვილი ქალთევზას კუდი.

მწვანე

ყველაზე ნაკლებპოპულარული ფერია რატომღაც, არადა ყველაზე მეტად უხდება ყავისფერ თმას…

ორფეროვნება

როცა ძალიან გინდა ლურჯი თმა, მაგრამ თან მწვანეც… და რა გიშლის ხელს იმაში, რომ ორივე ფერი გამოიყენო? არც არაფერი! გაბედე და გარისკე.  თუ არ მოგეწონება, თმა გაიზრდება და ისევ ისეთი გახდება, როგორიც შეღებვამდე იყო, აუხდენელი სურვილი კი მუდამ აუხდენელ სურვილად დარჩება.

ვარდისფერი კულულები შავ თმაში…

ამ კლასიკური კომბინაცია: წითელი და შავი.

მხოლოდ ქერა ხშირად მოსაბეზრებელია… დაუმატე ლურჯი.

და ბოლოს..

ვარდისფერი

ყველაზე ნაზი და ქალური ფერი ახლა უკვე თმაშიც. შეგიძლია მთლიანად შეიღებო თმა, ან მხოლოდ ე.წ. “ჩოლკა”, ან თმის ბოლოები გაიფერადო, რომელსაც, თუ არ მოგეწონება, ადვილად შეიჭრი და ბუნებრივ ფერს დაიბრუნებ.

 

იმედია, ჩვენი პატარა კოლექცია ახალი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარება.

რომელი ფერის იდეა მოგწონს შენ?

View Results

Loading ... Loading ...
15 კომენტარი to this post
  1. აუ მესამე ფოტოზე რომ ჭრელი ვარცხნილობაა ეგეთი მინდა ♥ ოღჩ ძალიან.

  2. ყველა ძალიან კარგია ^___^ მაგრამ მე ლურჯად ან მწვანედ მინდა ბოლოები და საქართველოში სადმე იშოვება? (თუნდაც ტონიკი) ):

  3. ორი წლის წინ მქონდა მოვარდისფრო-მოიასამნისფეროდ ბათუმში სალონში შევიღებე,მოკლე თმაზე,სულ პატარა ზოლი,მაგრამ სამწუხაროდ მალე გადავიდა,მერე ტონიკი ვერ ვიშოვე რომ ისევ იმ ფერზე დამეჯინა და აღარც სალონში მივსულვარ. პარფიუმერიის მაღაზიებში უნდა იყოს ტონიკი და ისე თმის ცარციც კარგი გამოსავალია.

  4. ვინმემ არ იცით ლურჯი საღებავი სად შეიძლება შევიძინო?

შენ რას იტყვი?